Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

გამოყენების ინსტრუქცია

 

ზებოლი - 50

ZEBOL - 50

 

ზებოლი®– 50 ინექცია თითოეული მლ. 

შეიცავს: ნანდროლონის დეკანოატს   I.P. 50 მგ.

აღწერა:

ანაბოლური სტეროიდები აბსორბციას განიცდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თუმცა მათი შემადგენელი ნაწილი ღვიძლში ექვემდებარება პირველად მეტაბოლიზმს რის შედეგადაც წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები. ნანდროლონის შემადგენელი ნაწილები, რომლებშიც 17 ნახშირბადის ატომია ჩანაცვლებული არ განიცდიან ღვიძლში სწრაფ მეტაბოლიზმს და აქტიური არიან ორალური მიღებისას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

ზებოლი-50 წარმოადგენს ტესტოსტერონის სინთეზურ წარმოებულს, ანაბოლური მოქმედების პროლონგირებულ პრეპარატს (დეპო პრეპარატი). ასტიმულირებს ორგანიზმში ცილის სინთეზს, ხელს უწყობს აზოტის, კალციუმის ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატების და ასევე წყლის შეკავებას, რაც იწვევს კუნთოვანი და ძვლოვანი მასის ზრდას. აქვს დაბალი ანდროგენული მოქმედება. ფარმაკოკინეტიკა:

ნანდროლონის დეკანოქტი ნელა გამოთავისუფლდება, მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდია 6 საათი. სისხლში იგი სწრაფად ჰიდროლიზდება ნანდროლონის სახით, და მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი 1 საათზე ნაკლებია. მთლიანად კომბინირებული ჰიდროლიზის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (გადანაწილება პლაზმაში და გამოყოფა) შეადგენს 4.3 საათს. Nანდროლონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. თირკმელებში მისი მეტაბოლიტებია 19-ნორანდროსტერონი, 19- ნორეთიოქოლანონი და 19-ნორეპიანდროსტერონი. მონაცემები ამ მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობის შესახებ უცნობია.

გამოყენების ჩვენებები:

სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი

სხვადასხვა ეტიოლოგიის კახექსია

- ცილოვანი ცვლის დარღვევა, კატაბოლური პროცესების გაძლიერება, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ორგანიზმის რესურსის შემცირებას (დამწვრობა, ტრავმები, ქირურგიული ოპერაციები, სხივური თერაპია, მძიმე ინფექციური დაავადებები).

ოპერაციები, სხივური თერაპია, მძიმე ინფექციური დაავადებები

პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია

ვერდნიგ-ჰოფმანის პროგრესირებადი სპინალური ამიოტროფია

- გლომერულონეფრიტი, ჰემოდიალიზი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს

უკუჩვენებები:

ორსულობა, ლაქტაცია, ნეფროზული სინდრომი, წინამდებარე ჯირკვლის სისმსივნე, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი, სარძევე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში, ღვიძლის მძიმე დაზიანებები, ღვიძლის სიმსივნე ან ღვიძლის უკმარისობა ონკოლოგიურპაციენტებში, სარძევე ჯირკვლის  კიბო (მეტასტაზებით ჰიპერკალციემიის დროს), ჰიპერკალციემია.

გვერდითი ეფექტები:

ამენორეა სპერმატოგენეზის დათრგუნვა, ეპიფიზური ზრდის ნაადრევი შეფერხება, შარდის შეკავება.

სიფრთხილის ზომები:

თუ განვითარდება სქესობრივი სიმწიფის ნიშნები, განხილულ უნდა იქნას მკურნალობის შეწყვეტის საკითხი, უმჯობესია ეს მოხდეს პაციენტთან კონსულტაციის გზით. ფარული ან აშკარად გამოხატული გულის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია, ჰიპერტენზია ან შაკიკი (ეს პათოლოგიები ანამენეზში), ვინაიდან ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდის შეკავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გააუმჯობესოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და შეამცირონ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა დიაბეტით დაავადებულებში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბმა მწვავე დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევა. ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთის მოცულობის ზრდა და მამაკაცური თვისებების გამოვლინება და აგრეთვე მამაკაცურ ჰორმონებთან დაკავშირებული ეფექტები. ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სექსუალურ ფუნქციაზე. მათ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიონ გულსისხლძარღვთა სისტემის და ღვიძლის დაზიანება. აკნე და სიმელოტე ჩნდება ორივე სქესში, მენსტრუაციის დარღვევა, გულ-მკერდის ატროფია და კლიტორომეგალია ქალებში და ტესტიკულური ატროფია და პროსტატის ჰიპერტროფია მამაკაცებში შეიძლება თან სდევდეს მათ ჭარბ დოზირებას..

დოზირება და გამოყენება:

ზებოლი® - 50 გამოყენებულ უნდა იქნას კუნთებში ღრმა ინექციის გზით.

მოზრდილთა დოზა: 25-100 მგ კვირაში 1 ჯერ 3-4 კვირის მანძილზე, მკურნალობის კურსი 8-10 ინექცია. მწვავე თირკმლის უკმარისობის დროს 50 მგ კვირაში ერთჯერ.

შენახვის პირობები:

ინახება 30 °C  ტემპერატურაზე, ბნელ ადგილზე. მოარიდეთ ბავშვებს!

ვარგისობის ვადა:

3 წელი

გამოშვების ფორმა:

1 მლ 1 ამპულა, 2 მლ შპრიცთან ერთად, #1 შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ZEE LABORATORIES -ის  მიერ

47 სამრეწველო ზონა, პაონტა საჰიბ-173025, ინდოეთი