Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

ამლოპრილი ტაბლეტები

AMLOPRIL

(ამლოდიპინი და ლიზინოპრილის ტაბლეტები)

შემადგენლობა:

თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს 5მგ ამლოდიპინის  ექვივალენტურ ამლოდიპინის

ბეზილატს, 5მგ გაუწყლოებული ლიზინიოპილის ექვივალენტურ ლიზინოპრილის დიჰიდრატს

შესავალი

დიდ ხანია ცნობილია, რომ ჰიპერტენზია არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ    ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმეტესობიდან ბევრმა იცის თავის მდგომარეობა, მხოლოდ    25% ექვემდებარება სასურველ ნორმოტენზიამდე მიღწევას, მხოლოდ ანტიჰიპერტენზიული მონოთერაპიით. მკურნალობის პასუხად არსებობს ბრყინვალე არაჰეტეროგენული თერაპია. ჰიპერტენზიული თერაპია იცავს ინსულტისგან, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისგან, გულის შეგუბებითი უკმარისობისგან და    მძიმე არტერიულ ჰიპერტენზიამდე პროგრესირებისგან. ამლოდიპინი      და      ლიზინოპრილი      კომბინირების      დროს      ფარმაკოლოგიურად შეთავსებადია. უფრო მეტიც, ამ ორი პრეპარატის ერთდროული დანიშნვა იწვევს მათი გვერდითი    ეფექტების    შემცირებას.    ლიზინოპრილი    ეწინააღმდეგება    იმას,    რომ ამლოდიპინმა  გამოიწვიოს  გამოხატული  ტაქიკარდია  და  შეშუპება,  ამასთან  ერთად, ამლოდიპინი   ამცირებს  ლიზინოპრილით   გამოწვეულ   ხველას,   ჰიპოკალიემიას.   ეს კომბინაცია ასევე ავლენს სინერგულ კარდიოპროტექტორულ ეფექტებს და ხელს უწყობს ათეროსკლერიოზის    დროს    არტერიების    დაზიანების    პრევენციას.    ასევე    ავლენს კეთილსასურველ ეფექტს ინსულინრეზისტენტული დიბეტის და ნეფროპათიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

ამლოდიპინი:    ამლოდიპინი    არის    დიჰიდროპირიდინი,    კალციუმის    ანტაგონისტი,

რომელიც თრგუნავს კალციუმის ტრანსპორტს სისხლძარების კედლებში და გულის კუნთში, იწვევს სისხლძარვების პერიფერიული წინააღმდეგობის და წნევის შემცირებას. ამლოდიპინის თერაპიული დოზებით (2,5-10მგ) გამოყენებისას არანაირი მნიშვნელოვანი კარდიოდეპრესია არ არის შემჩნეული.

პერორალური მიღებისას, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 6 - 12 საათის განმავლობაში. მას აქვს აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 64 - 90%, 93% უკავშირდება პლაზმის ცილებს და ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, საწყისი ნაერთის 10% და მეტაბოლიტების 64%,  გამოიყოფა შარდთან ერთად.

ლიზინოპრილი: პირველ რიგში მოქმედებს ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის შეჩერების მექანიზმით. ეს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირების გზით ხელს უშლის ანგიოზენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოზენზინ II-ად.

პერორალური მიღებისას პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 7 საათში, რომელიც დამოკიდებული არ არის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების არსებობაზე. ის არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და მთლიანად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.

ჩვენება

მსუბუქი და საშუალო არტერიული ჰიპერტენზია;

ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება ამფ ინჰიბიტორებით ან კალციუმის არხების ანტაგონისტებით მონოთერაპიას; გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია. პრინცმეტალის სტენოკარდია);

გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) ;

დიაბეტური ნეფროპათია

დოზირება:

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში. თუ არტერიული წნევის კონტროლი არასაკმარისია,  ერთი ან ორი კვირის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ორ ტაბლეტამდე. თუმცა, დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური ან ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ამფ ინჰიბიტორები თ

მკურნალობაზე ანგიოედემის ისტორია. ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მძიმე

სტადიების მქონე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები

გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, დიარეა, დაღლილობა, გამონაყარი, შეშუპება, ჰიპერემია, გულისცემის გახშირება. თუ ადგილი აქვს ანგიონევროზულ შეშუპებას გამოყენება უნდა შეწყდეს.

გაფრთხილება

წამლის  გამოყენება  უნდა  მოხდეს  სიფრთხილით,  პაციენტებში,  გულის  შეგუბებითი უკმასირობის დროს.

წამლებთან ურთიერთქმედება

არ   გამოიყენება   დიურეზულ   საშუალებებთან,   შრატში   კალიუმის   კონცენტრაციის გამზრდელ საშუალებებთან, ლითუმთან და ინდომეტაცინის ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილზე, არაუმეტეს 25°С.

შეფუთვა

ბლისტერული შეფუთვა 3x10 ტაბლეტი

ვარგისობის ვადა:

36 თვე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია:

ZEE LABORATORIES-ს მიერ

უჩანი, გ. ტ. როუდი, კარნალი-132001, (ინდოეთი)