Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

პანკრეასში არსებული უჯრედების მიერ სინთეზირდება და წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, რომლებიც შლიან ცხიმებს (ლიპაზა), სახამებელს (ამილაზა) და ცილებს (პროტეაზა). პანკრეასული პროტეაზა შეიძლება გაიყოს ფერმენტების რამდენიმე ოჯახად, რომლებიც განსხვავდებიან სტრუქტურით და კატალიზური მოქმედებით თუ როგორ ურთიერთქმედებენ ცილების პეპტიდურ ბმასთან. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი არის ორი სახის  პროტეაზა, რომელიც ზიმოგენის პრეკურსორის (ტრიფსინოგენი და  ქიმოტრიფსინოგენი) არააქტიური ფორმით  თავდაპირველად სინთეზირდება პანკრეასში არასაჭირო უჯრედული მოქმედების შეჩერების მიზნით და აკონტროლებს როდის და სად გამოვლინდება ფერმენტის აქტივობა.  ზიმოგენები აღწევენ სისხლის ნაკადში ან ნაწლავებში, სადაც ხდება მათი გამოყოფა ან პროტეოლიზის პროცესით გარდაიქმნება  აქტიურ ფერმენტად, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. როდესაც მიიღება  ტრიფსინი-ქიმოტრიფსინის კომბინაცია, აქტიური პროტეოლიზური ფერმენტები შთაინთქმება და დამატებით გამოიყენება სხეულის ბუნებრივ პროდუქტებში არააქტიური ფორმით. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი სხეულს აძლევს დამატებით სტიმულს, რაც შესაძლოა საჭირო იყოს ცილების გადამუშავებისთვის, ასევე ანთების შესამცირებლად და ინფექციების საწინააღმდეგოდ.

ფარმაკოკინეტიკა:

  • ისინი გამოიყოფა და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, როდესაც მიიღება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ფორმით.
  • ისინი გაივლიან კუჭის წვენის პეპსინის დესტრუქციულ მოქმედებას.
  • მოქმედება იწყება ნახევარი საათის შემდეგ.

თერაპიული ჩვენებები

  • ხსნის შეშუპებას და აწესრიგებს სხვადასხვა მდგომარეობებთან  დაკავშირებულ ანთებას, როგორიც არის უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ტრავმა.
  • ეპიზიოტომია.
  • ნევრალგია ტკივილით, რომელიც ირადირდება დუნდულაში და ქვედა კიდურში, უმეტესად ინტერვერტებრალური დისკის თიაქარით (იშიაზი) განპირიბებული.
  • თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული ვენების ანთება, თრომბოფლებიტი.
  • გინეკოლოგიური  ქირურგია, როგორიც არის ვაზექტომია და საკეისრო კვეთა.
  • გამოიყენება ბრონქიტის დროს ლორწოს და ნახველის სიბლანტის შესამცირებლად.
  • სტომატოლოგიაში, განსაკუთრებით კბილის ამოღებისას, პერიაპიკალური აბსცესის და ყბა-სახის ქირურგიაში.
  • მოტეხილობები და ამოვარდნა.
  • დაჭიმულობა და დაძაბულობა.
  • ოფთალმოლოგიური ტრავმა, როგორიც არის  მაკულარული შეშუპება, „ჩალურჯებული“ თვალი, ჰიფემა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, სუბკონიუნქტივალური ჰემორაგია, ექსტრა-ოკულარული ტრავმა.
  • ოტორინოლარინგოლოგიაში, როგორიც არის ცხვირის მოტეხილობა, პარაფარინგეალური აბსცესი.
  • ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად მკერდის, ფილტვების, თავის და კისრის, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და ნაწლავის სიმსივნის მქონე პაციენტებში.

დოზა და მიღების წესი:

პერორალური გამოყენება (1 ტაბლეტი შეიცავს პროტეოლიზური ფერმენტების ნარევის 100 000 Armour ერთეულს (Ai)).

მოზრდილებში:

ერთი გასტრორეზისტენტული ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. როდესაც მიიღწევა გაუმჯობესება, შესაძლებელია დოზის შემცირება ერთ გასტრორეზისტენტულ ტაბლეტამდე 2-ჯერ დღეში.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში:

1 გასტრორეზისტენტული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. რეკომენდებული დოზა მიიღება  პრევენციულად  ქირურგიულ ჩარევამდე 48 საათით ადრე. ქირურგიული ჩარევის შემდეგ საჭიროა გაგრძელდეს ქიმორალ ფორტეს მიღება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ უზმოზე ან საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. არ ჩაწუწნოთ ან დაღეჭოთ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი, გადაყლაპეთ მთლიანად. ქიმორალის გასტრორეზისტენტული ტაბლეტის მიღება არ გამორიცხავს სხვა პრეპარატების მიღებას პარარელურად (მაგ: ანტიბიოტიკები და ა.შ).

უკუჩვენება:

ტრიფსინი-ქიმოტრიფსინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე პრობლემების, თირკმლის უკმარისობის, პეპტიური წყლულის, მინისებრი სხეულის მაღალი წნევის და ჰიპერმგრძნობელობის  მქონე პაციენტებში.

სპეციალური გაფრთხილება და გამოყენების  სიფრთხილის ზომები:

გააფრთხილეთ ექიმი თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, გაქვთ ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა ან გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატების მიმართ ან გაქვთ ალერგიული რეაქციები ზოგიერთ მათგანზე. არ მიიღოთ ტრიფსინი-ქიმოტრიფსინი თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. დადასტურებული ან საეჭვო  (მაგ: სეპტიცემია, მძიმე გენერალიზებული ან ლოკალიზებული - ლოკალური ინფექცია) ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, ტრიფსინი-ქიმოტრიფსინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ შესაბამის ანტიბიოტიკურ თერაპიასთან ერთად.  მიუხედავად იმისა, რომ  არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები ამგვარი შემადგენლობით სისხლის შედედების პროცესზე გავლენის შესახებ, თუმცა სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევის, ღვიძლის მძიმე დაზიანების და/ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში და ინდივიდებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები პრეპარატების და/ან საკვების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება:

მცენარეული დანამატები/ალკოჰოლი

სისტემურმა პროტეაზებმა შესაძლოა გაზარდონ მცენარეული დანამატების ეფექტურობა.  ასევე ცნობილია, რომ ქიმოტრიფსინი ურთიერთქმედებს ალკოჰოლთან.

ანტიბიოტიკები

ტრიფსინი-ქიმოტრიფსინის კომბინაციის მიღებისას (ინტრამუსკულარულად) აღმოჩნდა, რომ სისხლის შრატში და ვირთაგვების ორგანოებში გაიზარდა პერორალურად მიღებული ნახევრად სინთეზური პენიცილინის ანტიბიოტიკების დონე.

ცნობილია რომ ქიმოტრიფსინი ურთიერთმოქმედებს ქლორამფენიკოლთან.

ანტიკოაგულანტები

ტრიფსინი-ქიმოტრიფსინის კომბინაცია არ მიიღება ანტიკოაგულანებთან ერთად, როგორიც არის კუმადინი, ჰეპარინი და კლოპიდოგრელი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

არ არის საკმარისი ინფორმაცია ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს.

ლაქტაცია:

არ არის საკმარისი ინფორმაცია ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების დროს.

არასასურველი ეფექტები:

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ალერგია. აღინიშნა ჰემატურიის, კანზე მსუბუქი გამონაყარის, ჭინჭრის ციების ან ქავილის იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ტრიფსინი-ქიმოტრიფსინის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს!  თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუკავშირდით ექიმს ან დახმარებისთვის მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. წაიღეთ პრეპარატის კოლოფი, რადგან ამით ხელ შეუწყობთ მის იდენთიფიკაციას.  

შენახვის ვადა

36 თვე

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მოარიდეთ ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა

ქიმორალ ფორტე: ალუმინის პვქ ბლისტერზე 20 ტაბლეტი მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი:

შპს Acme Formulation Pvt.,

Ropar Road, Nalagarh, Distt. Solan

Himachal Pradesh-174 101 ინდოეთი

ბაზარზე იყიდება:

შპს CSBS Healthcare Pvt-ს მიერ