Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:
  1. სამკურნალო საშუალების დასახელება

პროდუქტის აღწერილობა

V-გლიპტმეტი 850 ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები 50 მგ/850 მგ

 

  1. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ვილდაგლიპტინს ……………….… 50 მგ-ს;

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს… 850 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით.

საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF

      დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

 

  1. ფარმაცევტული ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

 

  1. კლინიკური მონაცემები
    • თერაპიული ჩვენებები

V-გლიპტმეტი გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ:

  • V-გლიპტმეტი გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც საკმარისად ვერ ხერხდება გლიკემიური კონტროლის მიღწევა მხოლოდ პერორალური მეტფორმინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზით, ან რომლებიც უკვე გამოიყენებენ ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციას ცალკე ტაბლეტების სახით.
  • V-გლიპტმეტი ინიშნება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (ე.ი. სამმაგი კომბინირებული თერაპია) დამხმარე საშუალების სახით, დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას საშუალებით.
  • V-გლიპტმეტი გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით სამმაგი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ინსულინთან კომბინაციაში, დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად მოზრდილ პაციენტებში გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად, როდესაც ინსულინის სტაბილური დოზა და მეტფორმინის ცალკე გამოყენება ვერ უზრუნველყოფენ სათანადო გლიკემიურ კონტროლს.

 

  • დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (გლომერული ფილტრაციის დონე (GFR) ≥ 90 მლ/წთ)  

ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის დროს V-გლიპტმეტის დოზა ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის მიმდინარე რეჟიმის, ეფექტურობის და ტოლერანტობის შესაბამისად, და არ უნდა აღემატებოდეს ვილდაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას - 100 მგ-ს. ინიშნება 50 მგ / 850 მგ ან 50 მგ / 1000 მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს.

  • პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი მონოთერაპიის სახით მეტფორმინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის გამოყენებისას:

V-გლიპტმეტის საწყისი დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით შეადგენს 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 100 მგ), რასაც ემატება მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე გამოიყენებს. 

  • პაციენტები, რომლებიც ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთდროული მიღებიდან გადადიან ცალკე ტაბლეტებზე:

V-გლიპტმეტის მიღება იწყება ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის დოზებით, რომლებსაც პაციენტი უკვე იღებს.

  • მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას ორმაგი კომბინაციის მიღებისას არაადეკვატური კონტროლის დროს:

V-გლიპტმეტი დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით შეადგენს 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 100 მგ) და მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე იღებს. სულფონილშარდოვანასთან ერთად V-გლიპტმეტის გამოიყენებისას ინიშნება სულფონილშარდოვანას ყველაზე დაბალი დოზა ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

- ინსულინისა და მეტფორმინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის ორმაგი კომბინირებული თერაპიის დროს არასაკმარისი კონტროლის მქონე პაციენტებში:

V-გლიპტმეტის დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით არის 50 მგ 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზას 100 მგ) და მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე იღებს.

ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის უსაფრთხოება და ეფექტურობა თიაზოლიდინდიონთან ერთად სამმაგი პერორალური თერაპიის დროს დადგენილი არ არის.

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმულები (≥ 65 წელი)

მეტფორმინი გამოიყოფა თირკმლებით, რის გამოცა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, V-გლიპტმეტის გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2).

ირკმლის უკმარისობა

GFR უნდა შეფასდეს მეტფორმინის შემცველი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ ყოველწლიურად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის პროგრესირების რისკი, და ხანდაზმულებში, თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს, მაგალითად, ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. სასურველია მეტფორმინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა გაყოთ 2-3 მიღემაზე. პაციენტებში, რომლებშიც GFR < 60 მლ/წთ, გასათვალისწინებელია  ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. ნაწილი 4.4).

თუ V-გლიპტმეტის დოზირებით ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი, უნდა იქნას გამოიყენებული ერთჯერადი მონოკომპონენტები ფიქსირებული დოზების კომბინაციის ნაცვლად.

გლომერული ფილტრაციის დონე მლ/წთ

მეტფორმინი

ვილაგლიპტინი

60-89

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3000 მგ. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება.

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

45-59

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2000 მგ.

საწყისი დოზა არ უნდა იყოს მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტი.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 50 მგ.

30-44

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1000 მგ.

საწყისი დოზა არ უნდა იყოს მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტი.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

 

ღვიძლის უკმარისობა

V-გლიპტმეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის, როდესაც ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN) (იხ. ნაწილები 4.3, 4.4 და 4.8) .

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) V-გლიპტმეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) V-გლიპტმეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ მოიპოვება. მიღების წესი

მიიღება პერორალურად. V-გლიპტმეტის ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტფორმინთან ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (იხ. ნაწილი 5.2).

 

4.3 უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგ., ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი)
  • დიაბეტური პრეკომა
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა (GFR <30 მლ / წთ) (იხ. ნაწილი 4.4)
  • მწვავე მდგომარეობები, როდესაც იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი, მათ შორის:
    • დეჰიდრატაცია,
    • მძიმე ინფექცია,
    • შოკი,
    • იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულარული შეყვანა (იხ. ნაწილი 4.4).
  • მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ჰიპოქსია, მაგალითად:
    • გულის ან სუნთქვის უკმარისობა,
    • ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი,
    • შოკი.
  • ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილები 4.2, 4.4 და 4.8)
  • მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი
  • ძუძუთი კვება (იხ. ნაწილი 4.6)

 

  • სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი

V-გლიპტმეტი არ არის ინსულინის შემცვლელი ინსულინის მოთხოვნილების მქონე პაციენტებში და არ უნდა იქნას გამოყენებული I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულება, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების ან გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების ან სეფსისის დროს. მეტფორმინი აკუმულირდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების დროს და ზრდის ლაქტოაციდოზის რისკს.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში (მწვავე დიარეა ან ღებინება, სიცხე ან სითხის შემცირება) მეტფორმინის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის ინფორმირება. მეტფორმინის გამოყენების ფონზე პაციენტებში სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალებები (მაგ., ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), რომლებმაც შეიძლება თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა გამოიწვიოს. ლაქტოაციდოზის სხვა რისკ-ფაქტორებია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, არაადეკვატურად კონტროლირებადი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, ასევე  იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება ლაქტოაციდოზი გამოიწვიოს (იხ. ნაწილი 4.3 და 4.5). პაციენტები ან/და მომვლელები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ლაქტოაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზს ახასიათებს აციდოზული დისპნოე, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც მოჰყვება კომა. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შედეგებია სისხლის pH-ის შემცირება (<7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (> 5 მმოლ/ლ) და ანიონური გახლეჩის და ლაქტატი / პირავატის თანაფარდობის გაზრდა.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მიღება

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტული ნეფროპათია, რაც მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის მომატებულ რისკს იწვევს. მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურამდე ან მის დროს, ხოლო გამოყენება უნდა განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელახლა მოხდება თირკმლის ფუნქციის შეფასება და მისი დასტაბილურებიდან გასული იქნება სულ მცირე 48 საათი (იხ. ნაწილო 4.2 და 4.5).

თირკმლის ფუნქცია

გლომერული ფილტრაციის დონე (GFR) უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დაწყების შემდეგ (იხ. ნაწილი 4.2). მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ GFR < 30 მლ/წთ, და მისი გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.3).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, მათ შორის, პაციენტებმა, რომლებშიც ALT-ს ან AST-ს დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), არ უნდა გამოიყენონ V-გლიპტმეტი (იხ. ნაწილები 4.2, 4.3 და 4.8).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები (ჰეპატიტის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში, პაციენტებს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ხოლო ღვიძლის ფუნქციური ტესტები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFT) უნდა ჩატარდეს V-გლიპტმეტით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის საწყისი მდგომარეობის დასადგენად. V-გლიპტმეტით  მკურნალობის დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი სამთვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდეგ გარკვეული პერიოდულობით. პაციენტებში ტრანსამინაზების დონის  მომატებისას განმეორებით უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, სათანადო დასკვნების გამოსატანად, შემდეგ კი LFT ტარდება მანამ, სანამ მათი მაჩვენებლები  ნორმალურ დონეს არ დაუბრუნდება. თუ AST ან ALT 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, რეკომენდებულია V-გლიპტმეტით  თერაპიის შეწყვეტა. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტონ V-გლიპტმეტის გამოყენება.

V-გლიპტმეტის გამოყენების შეწყვეტის და LFT-ს ნორმალიზაციის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ უნდა განახლდეს.

კანის დაავადებები

ვილდაგლიპტინის კლინიკამდელი ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს მაიმუნების კიდურებზე აღინიშნებოდა კანის დაზიანებები, ბუშტუკები და წყლულები (იხ. ნაწილი 5.3). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა კანის დაზიანებების სიხშირის გაზრდა, დიაბეტის კანის მხრივ გართულებების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები პოსტმარკეტინგული ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების შესახებ. ამიტომ, დიაბეტის რუტინული მოვლის შესაბამისად რეკომენდებულია კანის მდგომარეობების კონტროლი, როგორიცაა ბუშტუკების ან წყლულების წამოქმნა.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება ასოცირდება მწვავე პანკრეატიტის რისკთან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის შესახებ. პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის გამოყენება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინი არ უნდა დაინიშნოს. სიფრთხილით ინიშნება მწვავე პანკრეატიტის ისტორიის მქონე პაციენტებში.

ჰიპოგლიკემია

ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანა იწვევს ჰიპოგლიკემიას. ჰიპოგლიკემიის რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გამოიყენებენ ვილდაგლიპტინს და სულფონილშარდოვანას. ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია სულფონილშარდოვანას დაბალი დოზების გამოყენება.

ქირურგია

ზოგადი, სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის დროს მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს. თერაპიის განახლება შესაძლებელია ოპერაციიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ ან პერორალური კვების აღდგენისას და იმ პირობით, რომ  თირკმლის ფუნქცია შეფასდა და დასტაბილდა.

 

  • ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

V-გლიპტმეტის ოფიციალური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ცალკეული აქტიური ინგრედიენტების შესახებ. ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინს აქვს ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტების სუბსტრატი და არ აინჰიბირებს ან არ აინდუცირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა ურთიერთქმედება იმ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენს ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

კლინიკური კვლევების შედეგებით ვილდაგლიპტინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების პიოგლიტაზონის, მეტფორმინის და გლიბურიდის ერტდროული გამოყენებისას სამიზნე პოპულაციაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ჯანმრთელ პირებში დიგოქსინთან (P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი) და ვარფარინთან (CYP2C9 სუბსტრატი) კომბინაციაში ვილდაგლიპტინის ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ჯანმრთელ პირებში ჩატარდა ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინის, რამიპრილის, ვალსარტანის და სიმვასტატინის გამოყენებით. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ეს არ არის დადგენილი სამიზნე პოპულაციაში.

კომბინაცია აგფ-ის ინჰიბიტორებთან

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად გამოიყენებენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, შეიძლება ჰქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების რისკი (იხ. ნაწილი 4.8). სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მსგავსად, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს რამდენიმე აქტიური ნივთიერებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტური საშუალებებით.

მეტფორმინი

კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული

ალკოჰოლი

ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ასოცირდება ლაქტოაციდოზის მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასაკმარისი კვების ან ღვიძლის უკმარისობის დროს. იოდირებული კონტრასტული საშუალებები

მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს პროცედურამდე ან პროცედურის დროს, თერაპიის განახლება შესაძლებელია პროცედურიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ თირკმლის ფუნქციის შეფასების და დასტაბილურების პირობებში (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).

კატიონური აქტიური ნივთიერებები

კატიონური აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ელიმინირდება თირკმლის მილაკოვანი სეკრეციით (მაგ., ციმეტიდინი), შეიძლება ურთიერთქმედებდნენ მეტფორმინთან თირკმლის მილაკების საერთო სატრანსპორტო სისტემაში კონკურენციის გამო, რაც აფერხებს მეტფორმინის ელიმინაციას და ზრდის ლაქტოაციდოზის შესაძლო რისკს.

 

 

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 400 მგ ციმეტიდინის 2-ჯერ დღეში გამოყენებამ გაზარდა მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია (AUC) 50%-ით. ამრიგად, კატიონური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც გამოიყოფა თირკმლის მილაკოვანი სეკრეციით, საჭიროა სათანადო გლიკემიური კონტროლი, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზების ფარგლებში და ცვლილებები დიაბეტის მკურნალობისას (იხ. ნაწილი 4.4).

კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილის ზომებს

ზოგიერთი პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს თირკმლის ფუნქციაზე, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის რისკს, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა (COX) II-ის სელექციური ინჰიბიტორები, აგფ-ის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები. ამ პრეპარატების მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენების წინ ან გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი.

გლუკოკორტიკოიდები, ბეტა-2 აგონისტები და შარდმდენები აქვთ შინაგანი ჰიპერგლიკემიური აქტივობა. საჭიროა პაციენტების ინფორმირება და სისხლში გლუკოზის დონის ხშირი კონტროლი,  განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს V-გლიპტმეტის დოზის კორექცია თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ სისხლში გლუკოზის დონე. საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა იქნეს კორექტირებული სხვა სამკურნალო საშუალებთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ.

 

  • ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები V-გლიპტმეტის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ვილდაგლიპტინის მაღალი დოზებით გამოყენებისას ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოავლინა. მეტფორმინმა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის გამოყენებით არ გამოავლინა ტერატოგენული მტკიცებულებები, მაგრამ აჩვენა ფეტოტოქსიკური მოქმედება დედის დოზების გამოყენებისას (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. V-გლიპტმეტი ორსულობის დროს არ გამოიყენება.

ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტფორმინი და ვილდაგლიპტინი გადადის დედის რძეში. არ არის ცნობილი გადადის, თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში, მაგრამ მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. ახალშობილებში ჰიპოგლიკემიის პოტენციური რისკის გამო, რომელიც ასოცირდება მეტფორმინთან, და იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ვილდაგლიპტინის  გამოყენების შესახებ, V-გლიპტმეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. ნაწილი 4.3).

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე V-გლიპტმეტის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 5.3).

 

  • ზეგავლენა ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ზეგავლენის კვლევები მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც უარყოფითი რეაქციის სახით შეიძლება თავბრუსხვევა  განუვითარდეს, თავი უნდა აარიდონ ავტომობილის მართვას და ტექნიკასთან მუშაობას.

 

  • გვერდითი მოვლენები

თერაპიული კლინიკური კვლევები V-გლიპტმეტის გამოყენებით არ ჩატარებულა. ამავე დროს, დადასტურდა ბიოეკვივალენტობა V-გლიპტმეტისა და ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას (იხ. ნაწილი 5.2). წარმოდგენილი მონაცემები ეხება ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინირებულ გამოყენებას, როდესაც ვილდაგლიპტინი დაემატა მეტფორმინს.  

 

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი და დროებითი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. გვერდითი რეაქციების განვითარება არ უკავშირდებოდა ასაკს, ეთნიკურ წარმოშობას, ექსპოზიციის ხანგრძლივობას ან სადღეღამისო დოზას.

ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირებულია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები (ჰეპატიტის ჩათვლით). ამ შემთხვევებში, პაციენტებს, ჩვეულებრივ, სიმპტომი არ აღენიშნებოდა და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ღვიძლის ფუნქციონირება ნორმალიზდებოდა. მონოთერაპიის და დამატებითი თერაპიის კონტროლირებად კვლევებში 24 კვირის განმავლობაში ALT-ს ან AST-ს გაზრდის ≥ 3 x ULN (სულ მცირე ზედიზედ 2-ჯერ გაზომვისას ან მკურნალობის ბოლო ვიზიტზე) სიხშირე შეადგენდა 0.2%, 0.3% და 0.2% შესაბამისად 50 მგ ვილდაგლიპტინის ერთხელ დღეში გამოყენებისას, 50 მგ ვილდაგლიპტინის 2-ჯერ დღეში გამოყენებისას და შედარების ყველა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში. ტრანსამინაზების დონის ეს ზრდა, როგორც წესი, ასიმპტომური იყო, არ პროგრესირებდა და არ უკავშირდებოდა ქოლესტაზს ან სიყვითლეს.

ვილდაგლიპტინის მიღებისას დაფიქსირდა ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები ისეთივე სიხშირით, როგორც საკონტროლო ჯგუფში. დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესი ნაწილი უკავშირდებოდა ვილდაგლიპტინის აგფ-ის ინჰიბიტორებთან ერთდროულ გამოყენებისას. მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ხასიათის იყო და ალაგდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელებისას.

გვერდითი რეაქციების ცხრილი

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით მკურნალობისას ორმაგ ბრმა კვლევებში, როდესაც იგი გამოიყენებოდა მონოთერაპიის და დამატებითი თერაპიის სახით, მოცემულია ორგანოთა სისტემების კლასებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. ცხრილში 5 ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება ევროკავშირში არსებულ მეტფორმინის პროდუქტის ზოგად დახასიათებას. სიხშირე განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირეთა თითოეულ ჯგუფში უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის შემცირების მიხედვით.

ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში 100 მგ ვილდაგლიპტინის სადღეღამისო დოზით მიღებისას, პლაცებოს და დამხმარე საშუალების სახით მეტფორმინის კომბინაციის გამოყენების საპირწონეთ ორმაგ ბრმა კვლევებში (N = 208).

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ხშირად

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირად

ტრემორი

ხშირად

თავის ტკივილი

ხშირად

თავბრუსხვევა

არც ისე ხშირად

დაღლილობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად

გულისრევა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე სადღეღამისო დოზის სახით 100 მგ ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენების უკუჩვენებები არ არსებობს, უარყოფითი რეაქციების არარსებობის გამო, ისევე როგორც სადღეღამისო დოზის სახით 100 მგ ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის ჯგუფში ან პლაცებოს და მეტფორმინის ჯგუფში. კლინიკურ კვლევებში ხშირი იყო ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის გამოყენებისას (1%) და არც ისე ხშირი პლაცებო და მეტფორმინს (0,4%) გამოყენებისას. ვილდაგლიპტინის ჯგუფებში სერიოზული ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის და 100 მგ ვილდაგლიპტინის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა სხეულის მასის ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით (+0,2 კგ და -1,0 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად). ორწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა უსაფრთხოების დამატებითი ნისნები ან მოულოდნელი რისკები, როდესაც მეტფორმინს ვილდაგლიპტინი დაუმატეს.

კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან

ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ  50 მგ ვილდაგლიპტინით 2-ჯერ დღეში კომბინაციაში მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან (N = 157)

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ხშირად

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირად

თავბრუსხვევა, ტრემორი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირად

ჰიპერჰიდროზი

 

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მხრივ

 

ხშირად

ასთენია

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდის სამკურნალო ჯგუფში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ დამდგარა, 0.6%-ის საპირწონეთ პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდის სამკურნალო ჯგუფში.

ჰიპოგლიკემია ხშირი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (5,1% ჯგუფში ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდი და 1,9% ჯგუფში პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდი). ვილდაგლიპტინის ჯგუფში დაფიქსირდა ერთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენა. კვლევის ბოლოს ზეგავლენა სხეულის საშუალო მასაზე ნეიტრალური იყო (+0,6 კგ ვილდაგლიპტინის ჯგუფში და -0,1 კგ პლაცებოს ჯგუფში).

ინსულინთან კომბინაცია

ცხრილი 3. უარყოფითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას სადღეღამისო დოზით ინსულინთან ერთად (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ორმაგ ბრმა კვლევაში (N = 371)

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ხშირად

ხშირად

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირად

თავის ტკივილი, შემცივნება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად

გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

არც ისე ხშირად

არც ისე ხშირად

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ჯგუფში, რომელშიც გამოიყენებოდა 50 მგ ვილდაგლიპტინი 2-ჯერ დღეში ინსულინთან ერთად, მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე, უარყოფითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო მაჩვენებელი 0.3%-ს შეადგენდა, ხოლო პლაცებოს მკურნალობის შეწყვეტის ფაქტი არ დაფიქსირებულა.  

ჰიპოგლიკემიის სიხშირე ანალოგიური იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (ვილდაგლიპტინის ჯგუფში 14.0%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 16.4%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში  2 პაციენტში აღინიშნებოდა მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 6 პაციენტში.

კვლევის ბოლოს, სხეულის საშუალო მასაზე მოქმედება ნეიტრალური იყო (+0,6 კგ საწყისი მაჩვენებლიდან ვილდაგლიპტინის ჯგუფში და წონის ცვლილების გარეშე პლაცებოს ჯგუფში).

 

  • ჭარბი დოზირება

V-გლიპტმეტის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ვილდაგლიპტინი

შეზღუდულია მონაცემები ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების შესახებ.

სიმპტომები

ინფორმაცია ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების სავარაუდო სიმპტომების შესახებ მიღებული იქნა ტოლერანტობის კვლევაში ჯანმრთელ პირებში ვილდაგლიპტინის ზრდადი დოზებით 10 დღის განმავლობაში გამოყენებისას. 400 მგ-ის გამოყენებისას აღინიშნებოდა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა, მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიები, ცხელება, შეშუპება და ლიპაზის დონის დროებითი მომატება. 600 მგ-ის გამოყენებისას ერთ სუბიექტს აღენიშნებოდა ფეხებისა და ხელების შეშუპება და კრეატინფოსფოკინაზას (CPK), AST-ს, C რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის გაზრდა. 3 სხვა სუბიექტს აღენიშნებოდა ფეხის შეშუპება და 2 სუბიექტს - პარესთეზია. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული გადახრა აღმოიფხვრა.

მეტფორმინი

მეტფორმინის ჭარბი დოზირებისას (ან ლაქტოაციდოზის თანმხლები რისკის დროს) შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში მკურნალობას.

მკურნალობა

მეტფორმინი ეფექტურად გამოიყოფა ჰემოდიალიზით. ამავე დროს,  ვილდაგლიპტინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, მისი ძირითადი ჰიდროლიზებული მეტაბოლიტისაგან განსხვავებით (LAY 151). რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა.

 

  • ფარმაკოლოგიური თვისებები.
    • ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს; სამკურნალო საშუალებები, პერორალური სამკურნალო საშუალებების კომბინაციები, რომლებიც ამცირებენ გლუკოზის დონეს სისხლში   

ATC კოდი: A10BD08

მოქმედების მექანიზმი

V-გლიპტმეტი არის ორი ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებას კომბინაცია, რომელსაც აქვს მოქმედების დამატებითი მექანიზმი გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში: ვილდაგლიპტინი, კუნძულების ენჰანსერების კლასის წევრი, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდების კლასის წევრი.

ვილდაგლიპტინი, კუნძულების ენჰანსერების კლასის წევრი, არის დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ძლიერი და სელექსიური ინჰიბიტორი. მეტფორმინი ძირითადად მოქმედებს ღვიძლში ენდოგენური გლუკოზის გამომუშავების შემცირებით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინი ძირითადად აინჰიბირებს DPP-4-ს, ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ინკრეტინის ჰორმონების GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) ​​და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) დეგრადაციაზე. ვილდაგლიპტინის უზმოზე და ჭამის შემდეგ  გამოყენება იწვევს DPP-4-ის აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგუნვას, რაც იწვევს ინკრეტინის ჰორმონების GLP-1-ის და GIP-ის ენდოგენური დონეების ზრდას.  ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონეების გაზრდით ვილდაგლიპტინი ზრდის ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც ხდება გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეციის გაუმჯობესება.

სადღეღამისო დოზით 50-100 მგ ვილდაგლიპტინის გამოყენებისას მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბეტა-უჯრედების ფუნქციური მარკერები, მათ შორის HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება - β), პროინსულინი ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების რეაქციის მაჩვენებელი ხშირად არჩეული საკვების ტოლერანტობის ტესტზე. დიაბეტის არასებობისას (ნორმალური გლიკემიური ინდექსის მქონე პირებში) ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას და არ აქვეითებს გლუკოზის დონეს.

ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი ასევე ზრდის ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც ხდება  გლუკოზის შესაბამისი გლუკაგონის გამოყოფა.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინი/გლუკაგონის თანაფარდობის ზრდა  ინკრეტინის ჰორმონის დონის გაზრდის გამო იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის შემცირებას უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის შემცირებას.

GLP-1-ის დონის გაზრდით გამოწვეული კუჭის დაცლის ცნობილი ეფექტი არ აღინიშნება ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს.

მეტფორმინი

მეტფორმინი არის ბიგუანიდების კლასის ანტიჰიპერგლიკემიური საშუალება, რომელიც პლაზმაში ამცირებს გლუკოზის როგორც ბაზალურ დონეს, ასევე გლუკოზის დონეს საკვების მიღების შემდეგ. იგი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და, შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას ან წონის მატებას. მეტფორმინი ამცირებს გლუკოზის დონეს სამი მექანიზმის საშუალებით:

  • ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნის შემცირებით გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით;
  • კუნთებში ინსულინის მიმართ ზომიერი მგრძნობელობის გაზრდით, პერიფერიული შთანთქვის და გლუკოზის უტილიზაციის გაუმჯობესებით;
  • ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის შეფერხებით.

მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზს გლიკოგენსინტაზაზე ზემოქმედებით და ზრდის გლუკოზის გარკვეული ტიპის მემბრანული გადამტანების ტრანსპორტირების უნარს (GLUT-1 და GLUT-4).

ადამიანებში, გლიკემიაზე მისი გავლენის მიუხედავად, მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე. ეს ნაჩვენებია კონტროლირებად, საშუალო ხანგრძლივობის ან გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში თერაპიული დოზების გამოყენებისას: მეტფორმინი შრატში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს.   

პროსპექტიულმა რანდომიზებულმა UKPDS კვლევამ (დიდი ბრიტანეთის დიაბეტის პროსპექტიული კვლევა) დაადასტურა სისხლში გლუკოზის ინტენსიური კონტროლის გრძელვადიანი სარგებელი მე-2 ტიპის დიაბეტის დროს. ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ დიეტით ვერ მოხერხდა გლუკოზის დონის კონტროლი და საჭირო გახდა მეტფორმინის დანიშვნა, მკურნალობის შედეგების ანალიზმა აჩვენა:  

  • მეტფორმინის ჯგუფში დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულებების აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება (29,8 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი) მხოლოდ დიეტასთან შედარეით (43, 3 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), p = 0,0023, იმ ჯგუფთან შეადრებით, რომლებშიც კომბინაციაში გამოიყენება სულფონილშარდოვანა, და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფთან შედარებით (40,1 შემთხვევა/1000 პაციენტის წელი), p = 0,0034;
  • დიაბეტით სიკვდილის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 7,5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი, მხოლოდ დიეტა - 12,7 შემთხვევა/1000 პაციენტი წელი, p = 0,017;
  • ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის ჯგუფში - 13,5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი, მხოლოდ დიეტის ჯგუფში - 20,6 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p = 0,011), სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში და ინსულინით მონოთერაპიის ჯგუფში - 18,9 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p = 0,021);
  • მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი - 11 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი, მხოლოდ დიეტის დროს - 18 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p = 0,01).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ვილდაგლიპტინის დამატებისას პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინის მონოთერაპიის ფონზე გლიკემიური კონტროლი არადამაკმაყოფილებელი იყო, 6 თვის მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა HbA1c-ის დამატებით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (ჯგუფებს შორის განსხვავება -0.7%-დან -1.1%-მდე შესაბამისად 50 მგ და 100 მგ ვილდაგლიპტინის გამოყენებისას).

პაციენტთა რიცხვი, რომლებშიც HbA1c-ის მაჩვენებელი საწყის დონესთან შეადრებით შემცირდა 0.7%-ით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ჯგუფებში (შესაბამისად 46% და 60%) მეტფორმინის და პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (20%).

24-კვირიანი კვლევის დროს ვილდაგლიპტინი (50 მგ 2-ჯერ დღეში) შედარებულია პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთხელ) პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინით ვერ ხორციელდებოდა არაადეკვატური კონტროლი (საშუალო სადღერამისო დოზა: 2020 მგ).

საწყისი მაჩვენებლიდან HbA1c–ის საშუალო შემცირება 8,4%–ით მეტფორმინს დამატებული ვილდაგლიპტინის ჯგუფში შეადგენდა -0,9%-ს და მეტფორმინს დამატებული პიოგლიტაზონის ჯგუფში -1,0%. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პიოგლიტაზონით და მეტფორმინით, დაფიქსირდა წონის საშუალო მომატება + 1,9 კგ, +0,3 კგ-სთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით და მეტფორმინით.

ორწლიან კლინიკურ კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ 2-ჯერ დღეში) შედარებული იყო გლიმეპირიდს (6 მგ დღეში - საშუალო დოზა 2 წლის განმავლობაში: 4.6 მგ) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდენ მეტფორმინით (საშუალო სადღეღამისო დოზა: 1894 მგ). 1 წლის შემდეგ HbA1c-ის საშუალო შემცირება შეადგენდა –0,4%-ს, მეტფორმინზე ვილდაგლიპტინის დამატებისას, და - 0,5%-ს  - მეტფორმინზე გლიმეპირიდის დამატებისას, HbA1c–ისსაწყის საშუალო მაჩვენებელთან - 7,3%-თან შედარებით. ვილდაგლიპტინის მიღებისას სხეულის მასის ცვლილება შეადგენდა -0,2 კგ-ს, ხოლო გლიმეპირიდის მიღებისას +1,6 კგ-ს. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1,7%), ვიდრე გლიმეპირიდის ჯგუფში (16,2%). კვლევის საბოლოო ეტაპზე (2 წელი), HbA1c-ს დონე საბაზისო მაჩვენებლის ანალოგიური იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში, ხოლო სხეულის მასის ცვლილებები და ჰიპოგლიკემიის სხვაობები შენარჩუნდა.

 52-კვირიან კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ 2-ჯერ დღეში) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (საშუალო სადღეღამისო დოზა: 229,5 მგ) პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინით ვერ ხორციელდებოდა ადეკვატური კონტროლი (მეტფორმინის საწყისი დოზა 1928 მგ დღეში). 1 წლის შემდეგ HbA1c-ის დონის შემცირება შეადგენდა საშუალოდ –0,81%-ს მეტფორმინზე ვილდაგლიპტინის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c 8,4%) და –0,85%-ს მეტფორმინზე გლიკლაზიდის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c - 8,5%); სტატისტიკური ეფექტურობა არ იყო დაბალი (95% CI -0,11 - 0,20). ვილდაგლიპტინის მიღებისას სხეულის მასის ცვლილება შეადგენდა +0,1 კგ-ს, გლიკლაზიდის მიღებასთან შედარებით, როდესაც სხეულის მასა გაიზარდა  1,4 კგ-ით.

24-კვირიან კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ფიქსირებული დოზების კომბინაციის ეფექტიანობა (დოზის თანდათანობითი ტიტრირებით 50 მგ/500 მგ 2-ჯერ დღეში ან 50 მგ/1000 მგ 2-ჯერ დღეში) საწყისი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებიც ადრე არ გამოიყენებდნენ სამკურნალო საშუალებებს. ვილდაგლიპტინი / მეტფორმინი 50 მგ/1000 მგ 2-ჯერ დღეში ამცირებდა HbA1c-ს 1.82% -ით, ვილდაგლიპტინი / მეტფორმინი 50 მგ / 500 მგ 2-ჯერ დღეში -1,61% -ით, მეტფორმინი 1000 მგ 2-ჯერ დღეში  -1, 36%-ით და 50 მგ ვილდაგლიპტინი 2-ჯერ დღეში - 1,09%-ით, HbA1c საწყის საბაზისო მაჩვენებელთან - 8,6%-თან შედარებით. HbA1-ის დონე უფრო მეტად შემცირდა პაციენტებში, რომლებშიც საწყისი დონე იყო ≥  10,0%.

24-კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 318 პაციენტის მონაწილეობით ვილდაგლიპტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოება შესაფასდა (50 მგ 2-ჯერ დღეში) მეტფორმინთან (≥1500 მგ დღეში) და გლიმეპირიდთან (≥4 მგ) კომბინაციაში. ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოზე გათვლილი, საწყისი საშუალო მაჩვენებლიდან - 8.8%-დან HbA1c-ს დონის შემცირება შეადგენდა -0.76%-ს.

24-კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 449 პაციენტის მონაწილეობით ვილდაგლიპტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოება შესაფასდა (50 მგ 2-ჯერ დღეში) საწყისს ან წინასწარ შერეულ ინსულინის სტაბილურ დოზასთან კომბინაციაში (საშუალო დღიური დოზა 41 U) მეტფორმინთან ერთდროული გამოყენებისას (N = 276) ან მეტფორმინის გარეშე გარეშე გამოყენებისას (N = 173). ვილდაგლიპტინი ინსულინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს HbA1c-ს პლაცებოსთან შედარებით. ზოგად პოპულაციაში პლაცებოზე გათვლილი, საწყისი საშუალო მაჩვენებლიდან - 8.8%-დან HbA1c-ს დონის შემცირება შეადგენდა  –0,72%-ს. ქვეჯგუფებში, რომლებშიც ინსულინი ინიშნებოდა მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე, პლაცებოზე გათვლილი, საწყისი საშუალო მაჩვენებლიდან HbA1c-ს დონის შემცირება შეადგენდა, შესაბამისად, –0,63%-ს და –0,84%-ს. ჰიპოგლიკემიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში იყო 8,4% და 7,2% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, არ აღინიშნებოდა წონის მომატება (+0,2 კგ), ხოლო წონის დაკლება აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (-0,7 კგ).

სხვა 24-კვირიან კვლევაში, მე-2 ტიპის დიაბეტის უფრო გვიანი სტადიის მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც არასაკმარისად კონტროლირდებოდნენ ინსულინით (ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედება, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე დღეში), HbA1c-ის საშუალო შემცირება, როდესაც  ვილდაგლიპტინი (50 მგ 2-ჯერ დღეში) დაემატა ინსულინს, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა მაჩვენებელს პლაცებოს და ინსულინის ჯგუფში (0,5% 0.2%-ის წინააღმდეგ). ჰიპოგლიკემიის სიხშირე ვილდაგლიპტინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22,9% 29,6%-ის წინააღმდეგ).

გულ-სისხლძარღვთა რისკი

ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების დამოუკიდებელი და პროსპექტიული მეტა-ანალიზი მონოთერაპიის და კომბინირებული თერაპიის III და IV ფაზის 37 კლინიკურ კვლევაში, რომლებიც გრძელდებოდა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (ვილდაგლიპტინის საშუალო ექსპოზიცია 50 კვირისა და 49 კვირის განმავლობაში შედარების პრეპარატებისთვის), რომელმაც აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინის გამოყენება არ ასოცირდებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატებასთან შედარების პრეპარატთან შედარებით. ვილდაგლიპტინის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სერიოზული არასასურველი მოვლენების (MACE), მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი, შემადგენელი საბოლოო წერტილი აქტიური, კომბინირებული პრეპარატების და პლაცებოს  ანალოგიური იყო [Mantel-Hensel რისკის კოეფიციენტი (MH RR) 0, 82 (95% CI 0.61-1.11).]. სერიოზული არასასურველი მოვლენები დაფიქსირდა 83 პაციენტში 9,599 პაციენტიდან (0,86%), რომლებიც გამოიყენებდა ვილდაგლიპტინს და 85 პაციენტში 7,102 პაციენტიდან (1,20%), რომლებიც გამოიყენებდა შედარების პრეპარატს. თითოეული ინდივიდუალური სერიოზული არასასურველი მოვლენების კომპონენტის შეფასებით, არ აღინიშნებოდა რისკის გაზრდა (მსგავსია M-H RR). გულის უკმარისობის დადასტურებული მოვლენები (HF), რომლებიც განისაზღვრება, როგორც გულის უკმარისობა, რომელიც მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ან ახლად აღმოცენებული გულის უკმარისობა, დაფიქსირდა 41 (0.43%) პაციენტში ვილდაგლიპტინის მკურნალობის ფონზე და 32 (0.45%) პაციენტში შედარების პრეპარატის გამოყენებისას, სადაც M-H RR-ის მაჩვენებელი იყო 1.08 (95) % CI 0.68–1.70).

პედიატრიული პოპულაცია

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ მოიხსნა ვალდებულება წარმოადგინოს ვილდაგლიპტინის მეტფორმინთან კომბინაციაში კვლევის შედეგები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (ინფორმაცია პედიატრიაში გამოყენების შესახებ იხ. ნაწილში 4.2).

 

  • ფარმაკოკინეტიკური თვისებები

V-გლიპტმეტი

შეწოვა

V-გლიპტმეტის სამი დოზის (50 მგ / 500 მგ, 50 მგ / 850 მგ და 50 მგ / 1000 მგ) ბიოეკვივალენტობა შეფასდა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თავისუფალი ტაბლეტების შესაბამისი დოზების გამოყენებასთან შედარებით.

საკვები არ ახდენს გავლენას V-გლიპტმეტიდან ვილდაგლიპტინის შეწოვის მოცულობასა და სიჩქარეზე. V-გლიპტმეტიდან 50 მგ/1000 მგ მეტფორმინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი შემცირდა საკვებთან ერთად მიღების დროს, შესაბამისად Cmax შემცირდა 26%-ით AUC შემცირდა 7% -ით და Tmax გახანგრძლივბა (2.0-დან 4.0 საათამდე).

ქვემოთ მოყვანილია V-გლიპტმეტის ცალკეული აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოკინეტიკური თვისებები.

ვილდაგლიპტინი

შეწოვა

უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, პლაზმური პიკური კონცენტრაციები აღინიშნება 1,7 საათში. საკვები ოდნავ ზრდის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 სთ-მდე, მაგრამ გავლენას არ ახდენს მთლიან ექსპოზიციაზე (AUC). ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღებამ გამოიწვია Cmax შემცირება (19%). ამავე დროს ცვლილების ხარისხი  კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, ასე რომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 85%.

განაწილება

ვილდაგლიპტინის კავშირი პლაზმის ცილებთან დაბალია (9,3%). ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში (Vss) არის 71 ლ, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში მეტაბოლიზმი არის ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითადი გზა, რაც დოზის 69%-ს შეადგენს. ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანო-ფრაგმენტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რაც დოზის 57%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%). DPP-4-ის დეფიციტის მქონე ვირთაგვებზე ჩატარებული in vivo კვლევები ადასტურებს, რომ DPP-4 ნაწილობრივ მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება CYP-450 ფერმენტებით. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვილდაგლიპტინის კლირენსზე გავლენა მოახდინონ ერთდროულად გამოყენებულმა მედიკამენტებმა, რომლებიც არიან CYP 450 ინჰიბიტორები ან/და ინდუქტორები. in  vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს / არ აინდუცირებს CYP-450 ფერმენტებს. ამიტომ, ვილდაგლიპტინი, სავარაუდოდ, გავლენას არ ახდენს ერთდროულად გამოყენებული იმ მედიკამენტების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4 / 5-ით.

ელიმინაცია

[14C] ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდით და დოზის 15% განავლით. პერორალური მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინის დოზის 23% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის საერთო პლაზმური და თირკმლის კლირენსია 41 და 13 ლ/სთ შესაბამისად. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 სთ-ს.

ხაზოვანი / არა-ხაზოვანი

ვილდაგლიპტინის  Cmax და ფართობი „კონცენტრაცია-დრო“მრუდის ქვეშ (AUC) იზრდებოდა დაახლოებით დოზის პროპორციულად თერაპიული დოზების დიაპაზონში.

მახასიათებლები პაციენტების სპეციფიკურ ჯგუფებში

სქესი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელ სუბიექტებს შორის ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის ფართო დიაპაზონსი. სქესი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.

ასაკი

ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში (≥ 70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთხელ) გაზრდილია 32%-ით, ამავე დროს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის პიკი იზრდება 18%-ით ჯანმრთელ ახალგაზრდა (18-40 წლის) პირებთან შედარებით. ამასთან, ეს ცვლილებები არ მიიჩნევა კლინიკურად მნიშვნელოვნად. ასაკი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე.

ღვიძლის უკმარისობა: მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (A-C ჩაილდ-პიუს სკალით) ვილდაგლიპტინის გამოყენებისას   კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა (მაქსიმუმ ≈ 30%) თირკმლის უკმარისობა: მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა (Cmax 8-66%; AUC 32-134%), ხოლო საერთო კლირენსი შემცირდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.

ეთნიკური ჯგუფი

შეზღუდული მონაცემები მიანიშნებს, რომ რასას მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

მეტფორმინი

შეწოვა

მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ პირებში დაახლოებით 50-60%-ს შეადგენს. პერორალური მიღების შემდეგ ფეკალიებში არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%. 

პერორალური მიღების შემდეგ მეტფორმინის შეწოვა არასრული და გაჯერებულია. სავარაუდოდ, მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არხაზოვანია. მეტფორმინის ჩვეულებრივი დოზების და დოზირების სქემების გამოყენებისას მუდმივი კონცენტრაცია პლაზმაში 24-48 საათში მიიღწევა და, ჩვეულებრივ, 1 მკგ/ მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) არ აღემატებოდა 4 მკგ/მლ მაქსიმალური დოზების გამოყენებისაც კი.

საკვების მიღება მცირე ხარისხით აფერხებს და ამცირებს მეტფორმინის შეწოვას. 850 მგ დოზის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 40%-ით დაბალი იყო, AUC შემცირდა 25%-ით, ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო 35 წუთით გაიზარდა. აღნიშნული ფაქტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

განაწილება

პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) არის 63-276 ლიტრი.

ბიოტრანსფორმაცია

მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ადამიანებში მეტაბოლიტები იდენტიფიცირებული არ არის.

გამოყოფა

მეტფორმინი გამოიყოფა თირკმლებით. მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი არის > 400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას თირკმლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულად მცირდება და, შესაბამისად, იზრდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რის შედეგადაც იზრდება პლაზმაში მეტფორმინის დონე.

 

  • უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

ცხოველებზე ჩატარდა 13-კვირიანი კვლევა კომბინირებული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი ეუკრეას გამყენებით. კომბინაციასთან დაკავშირებული ახალი ტოქსიკური ეფექტები არ გამოვლენილა. შემდეგი მონაცემები წარმოადგენს ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ინდივიდუალურად ჩატარებული კვლევების შედეგებს.

ვილდაგლიპტინი

ინტრაკარდიალური იმპულსის გამტარობის შეფერხება დაფიქსირდა ძაღლებში 15 მგ/კგ (Cmax-ის მიხედვით 7-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას) არაეფექტური დოზით გამოყენებისას. ფილტვებში ქაფიანი ალვეოლური მაკროფაგების დაგროვება დაფიქსირდა ვირთხებსა და თაგვებში. ვირთხებში არაეფექტური დოზა იყო 25 მგ/კგ (AUC-ს მიხედვით 5-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას), თაგვებში - 750 მგ/კგ (142-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას). კუჭნაწლავის სიმპტომები, განსაკუთრებით რბილი განავალი, მუკოიდური განავალი, დიარეა და უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას - სისხლი განავალში დაფიქსირდა ძაღლებში. არაეფექტური დონეები დადგენილი არ არის.

გენოტოქსიურობის in vitro და in vivo კვლევებში ვილდაგლიპტინის მუტაგენობა არ დაფიქსირებულა.

ფერტილობის და ემბრიონის ადრეული განვითარების კვლევამ ვირთხებში ვილდაგლიპტინის გამოყენებისას არ გამოავლინა ფერტილობის დაქვეითება,  რეპროდუქციული უნარის ან ემბრიონის ადრეული განვითარების დარღვევები.

ემბრიონის/ნაყოფის ტოქსიკურობა შეაფასეს ვირთხებსა და კურდღლებში. ტალღოვანი ნეკნების მომატებული შემთხვევები დაფიქსირდა ვირთხებში დედის სხეულის მასის შემცირებულ მაჩვენებლებთან ერთად, 75 მგ/კგ არაეფექტური დოზის (10-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას) გამოყენებისას. კურდღლებში დაფიქსირებული ნაყოფის სხეულის მასის დაქვეითება და ჩონჩხის ცვლილებები, რომლებიც მიანიშნებს განვითარების შეფერხებებზე, აღინიშნებოდა მხოლოდ დედის მწვავე ტოქსიკურობის არსებობის შემთხვევაში, 50 მგ/კგ (9-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას) არაეფექტური დოზის გამოყენებისას. ვირთხებზე ჩატარდა წინასწარი და პოსტნატალური განვითარების შემსწავლელი კვლევა. შედეგები ასოცირდებოდა მხოლოდ დედის ტოქსიკურობასთან ≥ 150 მგ/კგ, მოიცავდა სხეულის მასის გარდამავალ შემცირებას და პირველი თაობის (F1) მოტორული აქტივობის დაქვეიტებას. 

ვირთაგვებში ჩატარდა კანცეროგენობის ორწლიანი კვლევა 900 მგ/კგ-მდე პერორალური დოზებით (დაახლოებით 200-ჯერ აღემატება ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას). ვილდაგლიპტინთან ასოცირებული სიმსივნების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთი ორწლიანი კანცეროგენობის შემსწავლელი კვლევა ჩატარდა თაგვებზე 1000 მგ/კგ-მდე პერორალური დოზებით. აღინიშნებოდა სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომისა და ჰემანგიოსარკომის სიხშირის გაზრდა შესაბამისად არაეფექტური დოზით 500 მგ/კგ (59-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას) და 100 მგ/კგ (16-ჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებულ დოზას) გამოყენებისას. ითვლებაა, რომ თაგვებში ამ სიმსივნეების მომატებული სიხშირე ადამიანისთვის მნიშვნელოვან რისკს არ წარმოადგენს ვილდაგლიპტინისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის გენოტოქსიკურობის არარსებობის გამო, რადგან სიმსივნე დაფიქსირდა მხოლოდ ერთ სახეობაში და განვიტარდა სისტემური ზემოქმედების მაღალი კოეფიციენტების საფუძველზე.

ცინომოლგუსის მაიმუნებზე ჩატარებულ 13-კვირიან ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევაში დაფიქსირდა კანის დაზიანება დოზების დროს ≥  5 მგ / კგ დღეში. ისინი სხეულის დისტალურ ნაწილებში ლოკალიზდებოდნენ (ხელები, ფეხები, ყურები და კუდი). 5 მგ/კგ/დღეში დოზირებისას (AUC-ის მიხედვით ეკვივალენტურია ადამიანებში 100 მგ-ის გამოყენებისას) მხოლოდ ბუშტუკები დაფიქსირდა. მკურნალობის გაგრძელებისას ისინი ქრებოდნენ, და მათი წარმოქმნა არ უკავშირდებოდა ჰისტოპათოლოგიურ ანომალიებს.

კანის განშრევება, კანის აქერცვლა, ქერცლები და წყლულები კუდზე  ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად აღინიშნებოდა დოზირებისას ≥ 20 მგ/კგ/დღეში (AUC-ის მიხედვით დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ადამიანებში 100 მგ-ის გამოყენებისას).

კუდის ნეკროზული დაზიანება დაფიქსირდა დოზების დროს ≥ 80 მგ/კგ/დღეში. კანის დაზიანება არ იყო შექცევადი იმ მაიმუნებში, რომლებიც მკურნალობდნენ 160 მგ/კგ/დღეში 4 კვირიანი გამოჯანმრთელების პერიოდში.

აქერცლილი კანი, კანის აქერცვლა, ქერცლები და კუდის ჭრილობები, ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან კორელაციაში, აღინიშნა დოზებით ≥ 20 მგ / კგ / დღეში (ადამიანის AUC ზემოქმედება 3 – ჯერ 100 მგ დოზით) კუდის ნეკროზული დაზიანება დაფიქსირდა ≥ 80 მგ/კგ/დღეში. კანის დაზიანება არ იყო შექცევადი იმ მაიმუნებში, რომლებიც მკურნალობდნენ 160 მგ/კგ/დღეში 4 კვირიანი გამოჯანმრთელების პერიოდში.

მეტფორმინი

მეტფორმინის შესახებ ტრადიციული კლინიკამდელი კვლევების მონაცემებით არ გამოვლენილა ადამიანისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი შედეგები ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული სისტემის ტოქსიკურობის მხრივ.

 

  • ფარმაცევტული მონაცემები
    • დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი, მაგნიუმის სტეარატი და ყვითელი ოპადრი.

 

  • შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

 

  • ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

 

  • განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას

ინახება 8 ° C - 25 ° C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას.

 

  • შეფუთვის შემცველობა და შემადგენლობა

ალუ-ალუ ბლისტერში (10 ბლისტერი შეფუთვაში, 15 ბლისტერი შეფუთვაში).

 

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

 

  1. გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

  1. მწარმოებელი

ექზემედ ფარმაცეუტიკალს

ნაკვეთი No. 133/1 & 133/2, G.I.D.C., სელვას როუდი,

ვაპი - 396 195

დისტ. - ვალსადი, გუჯარატი (ინდოეთი)

 

  1. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი (ნომრები)

არ გამოიყენება.

 

  1. პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის განახლების თარიღი

არ გამოიყენება.

 

  1. ტექსტის გადახედვის თარიღი

2019 წლის 15 აპრილი