Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

კლინიკური ფარმაკოლოგია

შელკალიTM სიროფი შეიცავს კალციუმის კარბონატს, რომელშიც ყველაზე მაღალია ელემენტარული კალციუმის შემცველობა, და ვიტამინ D3-ს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. კალციუმი ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული მინერალია. იგი აუცილებელია ნერვული, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემების ფუნქციური მთლიანობისათვის. კალციუმი ასევე უზრუნველყოფს გულის, თირკმლების, სუნთქვის, სისხლის შედედების და კაპილარების განვლადობის ნორმალურ ფუნქციონირებას. ადამიანის ორგანიზმში კალციუმის ძირითადი წილი (99%) ჩონჩხის სტრუქტურაშია. საკვებით მიღებული კალციუმის წილი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის სხეულის მოთხოვნილებებზე, მაგრამ ჩვეულებრივ დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

კალციუმის პერორალური დანამატები საჭიროა, როდესაც მაღალია ფიზიოლოგიური მოთხოვნა, მათ შორის ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი, ორსულობა და ლაქტაცია.

 

კლინიკური ფარმაკოკინეტიკა

შეწოვილი კალციუმის რაოდენობა დამოკიდებულია კვების ფაქტორებზე, წვრილი ნაწლავის მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სტატუსზე. აბსორბცია იზრდება ლაქტაციის და ორსულობის დროს.  

კალციუმის კარბონატი კუჭის მჟავას არსებობისას გარდაიქმენა კალციუმის ქლორიდად და შეიწოვება ნაწლავებში.

შრატში არსებული კალციუმის დაახლოებით ნახევარი დაკავშირებულია ცილებთან, 51% არსებობს წვრილი დიფუზიისთვის გამზადებული ორგანული მარილების სახით, ხოლო დანარჩენი - თავისუფალი იონების სახით. აბსორბციის შემდეგ კალციუმი ჩაინერგება ძვალსა და კბილებში. შეწოვილი კალციუმის ექსკრეცია ძირთადად შარდით ხდება.

ვიტამინი D3, რომელიც სრულად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან, აძლიერებს კალციუმის შეწოვას. ვიტამინი  D3 (ქოლეკალციფეროლი) სწრაფად შეიწოვაება პერორალური მიღების შემდეგ. მისი ცირკულაცია ხდება სპეციფიკური გამაგლობულინების საშუალებით, ხანგრძლივად ინახება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, ექსკრეცია ხდება ძირითადად ნაღვლით და განავლით.

 

ჩვენებები

შელკალიTM სიროფი გამოიყენება როგორც მინერალურ-ვიტამინური დანამატი კალციუმის დეფიციტის დროს და მისი მარაგის შესავსებად, ზრდის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება და გამოყენება

ჩვილები (1 თვიდან): ექიმის დანიშნულებით.

ბავშვები: 2.5-5 მლ დღეში 2-ჯერ ან ექიმის დანიშნულებით.

მოზრდილები: 5-10 მლ დღეში ან ექიმის დანიშნულებით.

ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის დანიშნულებით.

 

უკუჩვენებები

შელკალიTM სიროფი უკუნაჩვენებია ჰიპერკალემიური მდგომარეობის  დროს, როგორიცაა პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი, მეტასტაზური ჰიპერკალემია და მრავლობითი მიელომა.

 

სიფრთხილის ზომები

კალციუმის დანამატებმა შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალციემიის რისკი დეჰიდრატაციის ან ელექტროლუტური დისბალანსის დროს. თუმცა ქრონიკული დიარეით ან მალაბსორბციით დაავადებულ პაციენტებს ხშირად ჭირდებათ კალციუმის დანამატები, ასეთი მდგომარეობების დროს მათმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს კალციუმის ექსკრეცია.

 

გაფრთხილებები

შელკალიTM სიროფი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის კენჭების დროს და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. შარდში კალციუმის ექსკრეცია უნდა გაიზომოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თირკმლის კენჭები ჰიპერკალციურიის გამოსარიცხად.  

 

ორსულობა და ლაქტაცია

კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს კალციუმის რეკომენდებული დოზებით გამოყენება არ იწვევს პრობლემებს. თუმცა კალციუმის დანამატები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში, კონცენტრაცია საკმარისი არ არის ჩვილში გვერდითი ეფექტის გამოსაწვევად.

 

პედიატრია

დღიური რეკომენდებული რაოდენობით მიღებისას პედიატრულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.

 

გერიატრია

დღიური რეკომენდებული დოზების მიღებისას გერიატრიულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.

 

გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს მსუბუქი გასტროინტესტინური გაღიზიანება, გულისრევა და ღებინება.

 

წამლისმიერი ურთიერთქმედება

შელკალიTM სიროფის მიღებისას თავი უნდა აარიდოთ სათითურას პრეპარატების, ვერაპამილის, ფენიტოინის, თიაზიდურ დიურეზული საშუალებების და ანტაციდების ერთდროულ გამოყენებას.

კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის დანამატების მაღალ დოზებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვერაპამილზე პასუხი.

კალციუმის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები: შელკალითM სიროფთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატში კალციუმის ან მაგნიუმის კონცენტრაცია მიდრეკილ პაციენტებში.

ფენიტოინი: ერთდროულად მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ორივე საშუალების შესაძლებლობა არაადსორბირებადი კომპლექსის წარმოქმნის გამო. პაციენტებს უნდა ურჩიონ შელკალითM სიროფი არ მიიღOნ ფენიტოინის მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში.

პერორალური ტეტრაციკლინები, რკინა: კალციუმმა შეიძლება შეაფერხოს ტეტრაციკლინის ან რკინის შეწოვა. შელკალიTM სიროფი და ამ აგენტების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 საათს.

თიაზიდური დიურეზული საშუალებები: თირკმლის მილაკებით რეაბსორბციით გამოწვეული ჰიპერკალცემია ან ძვლის მიერ კალციუმის გამოყოფა თიაზიდებით შეიძლება გაძლიერდეს ეგზოგენური კალციუმით.

ატენოლოლი: შეიძლება შემცირდეს პლაზმაში ატენოლოლის საშუალო დონის პიკი და ბიოშეღწევადობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბეტა ბლოკადის შემცირება.

ქინოლონები: შეიძლება შემცირდეს ნოროქსაცინის ბიოშეღწევადობა; ციპროფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი არ იცვლება.

 

ჭარბი დოზირება

ჰიპერკალცემია, ჰიპერფოსფატემია და ხანდახან ჰიპერმაგნემია ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დოზირებისას. თუ პაციენტი ექიმს მიმართავს პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. საჭიროა შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და ჰიპერკალცემიის შესაბამისი მკურნალობა.

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა

150 მლ ქარვისფერი PET ბოთლი, რომელიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში 10 მლ-ნ საზომ ფინჯანთან და ფირცელ-ჩანართთან ერთად.

 

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ თანდართული ინსტრუქცია.

 

მწარმოებელი:

McW Healthcare Pvt. Ltd.-ს მიერ

286, 287A, 287B, სექტორი E,

საწარმოო ზონა სანვერ როუდი,

ინდორი (MP), ინდოეთი

 

წარმოებულია

Elder Prroject Limited-ისთვის

კომერციული ცენტრი კუნტუ, 301- 302,

ბანგურ ნაგარი, გორეგაონი (W),

მუმბაი-400 104, ინდოეთი

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე