გამოყენების ისნტრუქცია
აქსიტოპი ®/ Axytop
შამპუნი
(კეტოკონაზოლის და თუთიის პირითიონის შამპუნი)
შემადგენლობა :
კეტოკონაზოლი ბფ - 2% წ/მ
თუთიის პირითიონი - 1% წ/მ
წყლის ფუძეზე – ს.რ.
ფარმაკოდინამიკა:
კეტოკონაზოლი არის იმიდაზოლის სინთეზური დიოქსოლანი, აქტიურია საფუარების წინაააღმდეგ Malassezia და დერმატოფიტების ჩათვლით. ცნობილია მისი მოქმედების ფართო სპექტრი. სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის გარდა კეტოკონაზოლს აგრეთვე გააჩნია პირდაპირი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს სიმპტომების მოხსნას ქერტლის და სებორეული დერმატიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციები არ განისაზღვრებოდა სკალპზე კეტოკონაზოლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. პლაზმაში კონცენტრაცია განისაზღვრებოდა აქსიტოპის მთელ სხეულზე წასმის შემდეგ.
ჩვენება:
აქსიტოპი® ნაჩვენებია სებორეული დერმატიტის, თავის პიტირიაზის (ქერტლი), ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობის და პრევენციისთვის, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სოკოსთან - Pityrosporum.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა კეტოკონაზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:.
მოხსნის ეფექტის პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით რეკომენდებულია თერაპიის თანდათან მოხსნა 2-3 კვირის განმავლობაში. აქსიტოპის® გამოყენებისას. აქსიტოპი® შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს თვალის ლორწოვანი გარსებისთვის და ამ ადგილთან კონტაქტს უნდა მოერიდონ. თვალში მოხვედრის შემთხვევაში შამპუნი ნაზად უნდა ჩამოიბანონ ცივი წყლით.
დოზირება და მიღების მეთოდი:
მოზრდილები ხანდაზმულების და მოზარდების ჩათვლით:
მთლიანად დაისველეთ თმა და სკალპი წყლით.
წაისვით შამპუნი იმ რაოდენობით, რომ წარმოიქმნას საკმარისი რაოდენობით ქაფი თმის და სკალპის დასაბანად, ნაზად შეიზილეთ სკალპში და დატოვეთ 3-5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: აქსიტოპი® გამოიყენეთ კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში
პროფილაქტიკა: აქსიტოპი® გამოიყენეთ 1-2 კვირაში ერთხელ.
ნაირფერი პიტირიაზი: აქსიტოპი® გამოიყენეთ დღეში ერთხელ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: რადგან პიტირიაზის ბილიკები უფრო აშკარავდება მზეზე ექსპოზიციისას აქსიტოპი® შეიძლება გამოყენებული იყოს დღეში ერთხელ მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში მკურნალობის ერთი კურსისას მზეზე ექსპოზიციამდე.
გვერდითი ეფექტები:
აქსიტოპის® უსაფრთხოება შეფასდა 2980 სუბიექტში, რომლებიც მონაწილეობდნენ 22 კლინიკურ კვლევაში. აქსიტოპი® გამოიყენებოდა ადგილობრივად სკაპლზე და/ან კანზე. ამ კლინიკური კვლევების უსაფრთხოების შეჯამებული მონაცემების საფუძველზე არ აღინიშნა ≥1.% ADR.
შემდგომ ცხრილში წარმოდგენილია ADR, რომლებიც აღწერილია აქსიტოპის® გამოყენებისას კლინიკურ კვლევაში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას.
დოზის გადაჭარბება:
შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გატარდეს დამხმარე და სიმპტომური ზომები. ასპირაციის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხდეს ღებინება და კუჭის ამორეცხვა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შენახვა:
ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება მზის პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
დამზადებულია ინდოეთში, მწარმოებელი:
ზეე ლაბორატორის ლტდ.
ბეჰინდ 47, ინდუსტრიული ზონა, პაონტა-საჰიბი-173025