Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

რა არის ამ ჩანართში

  1. რა არის ოფლოსოლი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ოფლოსოლის მიღებამდე
  3. ოფლოსოლის მიღება
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შევინახოთ ოფლოსოლი
  6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  1. რა არის ოფლოსოლი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა ოფლოსოლი 200 მგ/100 მლ საინფუზიო ხსნარი (ან ჩანართში წოდებულია როგორც ოფლოსოლი). ოფლოსოლის ინფუზია შეიცავს პრეპარატს სახელწოდებით ოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატებს. იგი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.

ოფლოსოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისთვის:

  • საშარდე გზების ინფექციები (თირკმელების ინფექცია)
  • სასქესო გზების ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში, იმ შემთხვევების ჩათვლით როდესაც ეს ინფექციები ვრცელდება სისხლში.
  • გულმკერდი ან ფილტვები
  • კანი და რბილი ქსოვილები. რბილი ქსოვილი არის კანს ქვემოთ და მოიცავს კუნთებს.
  1. რა უნდა იცოდეთ ოფლოსოლის მიღებამდე

არ მიიღოთ ეს პრეპარატი და უთხარით ექიმს თუ:

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ოფლოქსაცინის ან ოფლოსოლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია ქვემოთ პუნქტში 6)

ალერგიული რეაქციის ნიშნებია:  გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემა, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

  • ოდესმე გქონიათ მყესების შეშუპება (ტენდინიტი) რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ ადგილებზე, როგორიცაა მაჯა ან აქილევსის მყესი.
  • გაქვთ ეპილეფსია ან ხართ კრუნჩხვების რისკის ქვეშ.
  • გაქვთ ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემა, ცნობილია როგორც გლუკოზა-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტი
  • ხართ ორსული ან მეძუძური (იხ. პუნქტი  „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
  • ხართ 18 წლამდე ასაკის ან ჯერ კიდევ მოზარდი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი თუ რომელიმე ჩამოთვლილი ვრცელდება თქვენზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, ოფლოსოლის გამოყენებამდე  მიმართეთ ექთანს, ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სანამ მიიღებთ ამ პრეპარატს

არ მიიღოთ ფტორქინოლონი/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ოფლოსოლი თუ წარსულში ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას აღგენიშნებოდათ რაიმე სერიოზული უარყოფითი რეაქცია. ამ სიტუაციაში უნდა აცნობოთ ექიმს როგორც კი შეძლებთ.

ოფლოსოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

  • გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები
  • გაქვთ გულის დაავადება ან გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ჩაგიტარდათ ტრანსპლანტაცია
  • გაქვთ ნერვთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)
  • ღებულობთ ისეთ პრეპარატებს რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ გულზე ან დააქვეითონ არტერიული წნევა (იხ. პუნქტი „სხვა პრეპარატების მიღება“)
  • თუ დაბადებიდან გაქვთ ან ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება (ნანახია ეკგ-ზე, გულის ელექტრო ჩანაწერზე)
  • გაქვთ მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში)
  • გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი („ბრადიკარდია“)
  • გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა)
  • ანამნეზში აღგენიშნებათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)
  • ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული
  • ღებულობთ სხვა პრეპარატებს რომლებიც იწვევენ ანომალიურ ეკგ ცვლილებებს (იხ.პუნქტი „სხვა პრეპარატების მიღება“)
  • გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
  • გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე)
  • ოფლოსოლით მკურნალობის პერიოდში აპირებთ ოპერაციის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიით
  • გაქვთ მიასთენია გრავისი, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და კუნთების ზედმეტ დაღლილობას
  • ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ გლუკოზას აუტანდლობა
  • თუ თქვენი დიაგნოზია დიდი სისხლძარღვის გადიდება ან "სისხლძარღვის ვარიკოზული გაფართოება" (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).
  • თუ წინათ აღგენიშნებოდათ აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა).
  • თუ ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ აორტის ანევრიზმა ან აორტის განშრევება ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინასწარგანწყობილი პირობები (მაგ: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ვასკულარული ელერს-დანლოსის სინდრომი ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ცნობილია ათეროსკლეროზი.)

თუ იგრძნობთ მოულოდნელ, ძლიერ ტკივილს მუცელში, გულმკერდში ან ზურგში, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 

ოფლოსოლის გამოყენებისას დაფიქსირდა პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში კანის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომელსაც მოსდევს მტკივნეული წითელი ან ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკებს აჩენს. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს (იხ. პუნქტი 4.).

ოფლოსოლი არ არის რეკომენდებული თუ ეჭვი არსებობს მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექციაზე.

ოფლოსოლით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ მზის ძლიერ სინათლეს და არ ისარგებლოთ მზის სანათით ან სოლარიუმით, რადგან თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს სინათლის მიმართ.

თუ ოფლოსოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნება ტკივილი ხელის ან ფეხის თითებში, დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს ან ექთანს.

თუ არ ხართ დარწმუნებული ვრცელდება თუ არა ზემოაღნიშნული თქვენზე, ოფლოსოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

როდესაც ღებულობთ ამ პრეპარატს

შესაძლოა იშვიათად აღინიშნოს ტკივილი და შეშუპება სახსრებში, მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი იზრდება  თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვა, გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მკურნალობიდან პირველი 48 საათის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს მყესების ანთება და გაწყვეტა და შესაძლებელია გაგრძელდეს ოფლოსოლის თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.

მყესის ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნებისას (მაგალითად კოჭებში, მაჯაში, იდაყვში, მხარში ან მუხლში) შეწყვიტეთ ოფლოსოლის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ზედმეტად დატვირთვას, რადგან ამან შესაძლოა გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.

თქვენ შესაძლოა იშვიათად აღგენიშნოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია) როგორიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფში და ფეხებში ან ხელებში და მკლავებში. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ოფლოსოლის მიღება  და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

ხანგრძლივი, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული გვერდითი მოვლენები

ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატები, ოფლოსოლის ჩათვლით დაკავშირებულია ძალიან იშვიათ მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი დიდხანს გრძელდება (გრძელდება თვეები ან წლები), ინვალიდიზირებადია ან პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, ანომალიურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტა, წიწკნა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები მოიცავს მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დარღვევებს, დეპრესიას, მეხსიერების დარღვევას, ძლიერ სისუსტეს და ძილის ძლიერ დარღვევებს.

ოფლოსოლის მიღების შემდეგ, ამ სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს სანამ გააგრძელებთ მკურნალობას. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას, სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.

სხვა პრეპარატები და ოფლოსოლი

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა პრეპარატები. ეს მოიცავს იმ პრეპარატებს რომლებსაც იძენთ ექიმის დანიშნულების გარეშე, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. ეს იმიტომ ხდება, რომ ოფლოსოლმა და ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთის მოქმედებაზე.

კერძოდ, უთხარით ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

  • მეტოტრექსატი გამოიყენება რევმატიზმის ან კიბოს დროს

სხვა პრეპარატები რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის რითმი:

  • პრეპარატები რომლებიც მიეკუთვნებიან ანტი-არითმიული პრეპარატების ჯგუფს (მაგ: ქუინიდინი, ჰიდროქუინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
  • ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (რომლებიც მიეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს)
  • ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება

შემდეგმა პრეპარატებმა შეძლება შეცვალონ ოფლოსოლის მოქმედება ან ოფლოსოლმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატების მოქმედება:

  • პრეპარატები რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესაჩერებლად
  • პრეპარატები რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს ან პრეპარატები რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას
  • პრეპარატები რომლებიც გეხმარებიან დაძინებაში (საანესთეზიო)
  • შარდმდენი ტაბლეტები (შარდმდენები) როგორიც არის ფუროსემიდი
  • გლიბენკლამიდი - გამოიყენება დიაბეტიკებში
  • პრობენეციდი - გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს
  • ციმეტიდინი  - გამოიყენება კუჭის წყლულის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს.

ოფლოსოლთან მიღებისას შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი

  • სხვა ანტიბიოტიკები (როგორიც არის ერითრომიცინი, აზითრომიცინი ან კლარითრომიცინი)
  • პრეპარატები დეპრესიისთვის (როგორიც არის ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი ან იმიპრამინი)
  • თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს
  • გულის რითმის მაკონტროლებელი პრეპარატები (როგორიც არის ამიოდარონი, ქუინიდინი, პროკაინამიდი ან დისოპირამიდი)
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) - გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთებისთვის (როგორიც არის იბუპროფენი, დიკლოფენაკი ან ინდომეტაცინი)
  • კორტიკოსტეროიდები - გამოიყენება ანთებისთვის
  • ანტიფსიქოზური საშუალებები - გამოიყენება ფსიქოზური აშლილობის დროს, როგორიც არის შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა.

ოფლოსოლის მიღება საკვებთან და სასმელთან

ოფლოსოლით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ ალკოჰოლი. ეს იმიტომ, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ეს პრეპარატი თუ:

  • ხართ ოსრული, შეიძლება დაორსულდეთ ან ფიქრობთ რომ შეიძლება ორსულად იყოთ.
  • ხართ მეძუძური ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამ პრეპარატის მიღებისას თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძილი ან თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ამ შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ იარაღები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოფლოსოლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ოფლოსოლის ინფუზია შეიცავს ნატრიუმს. ინფუზიის ყოველ 2 მგ-ში არის 354 მგ ნატრიუმი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს ნატრიუმის ან მარილის შეზღუდულ დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის.

  1. როგორ მივიღოთ ოფლოსოლი

პრეპარატის მიღება

  • თქვენი ექიმი ან ექთანი ჩვეულებრივ  დაგინიშნავთ ოფლოსოლს. ეს იმიტომ ხდება, რომ იგი უნდა გაკეთდეს ნელი ინფუზიით (წვეთ-წვეთად) ვენაში.
  • თუ ოფლოსოლის მიღებისას თქვენი მხედველობა გაუარესდება ან თვალებზე მოახდენს სხვა სახის გავლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს.
  • ოფლოსოლის მიღებისას მოერიდეთ ძლიერ მზის სინათლეს და არ გამოიყენოთ მზის სანათები ან სოლარიუმი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ რატომ ღებულობთ ოფლოსოლს ან გაქვთ შეკითხვა თუ რა ოდენობით ღებულობთ ოფლოსოლს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

რამდენს ხანს უნდა მიიღოთ ოფლოსოლი

  • მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე
  • მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს
  • ავადმყოფობის გაუმჯობესების  შემდეგ ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი პრეპარატი ოფლოსოლის ტაბლეტებით.

რა რაოდენობით მიიღება

  • ექიმი გადაწყვეტს თუ რა დოზით უნდა მიიღოთ ოფლოსოლი
  • დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.

მოზრდილებში, ხანდაზმულების ჩათვლით ჩვეულებრივი დოზაა 200 მგ-დან 800 მგ-მდე დღე-ღამეში.

თქვენი ექიმი ზუსტად აგიხსნით, რა დოზით უნდა მიიღოთ ოფლოსოლი, ასევე რა სიხშირით და რამდენ ხანს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე.

თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმლთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენ შეიძლება დაგინიშნონ მცირე დოზა.

 

ბავშვები და მოზარდები: ამ პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ ღებულობთ იმაზე მეტ ოფლოსოლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ

ექიმი ყურადღებით გამოითვლის თუ რა რაოდენობით გესაჭიროებათ ოფლოსოლი. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენმა ექიმმა, მედდამ ან ფარმაცევტმა დიდი რაოდნობით დაგინიშნოთ ეს პრეპარატი. მაგრამ, თუ თვლით, რომ დაგინიშნეს ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დოზა, უთხარით ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ეფექტები: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა, გულყრა, ეპილეფსიური გულყრა (კრუნჩხვები), გულისრევა ან სისხლდენა განავალში.

თუ დაგავიწყდათ ოფლოსოლის მიღება

თქვენს ექიმს ან ექთანს ექნება მითითებები იმის შესახებ, თუ როდის დაგინიშნავთ წამალს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არ მოგცეთ წამალი, როგორც ეს დადგენილია. მიმართეთ ექიმს ან ექთანს თუ თვლით, რომ შეიძლება დოზა გამოგრჩათ.

თუ შეწყვეტთ ოფლოსოლის მიღებას

გააგრძელეთ ოფლოსოლის მიღება მანამდე სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ. არ შეწყვიტოთ ოფლოსოლის მიღება იმიტომ რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია რომ მანამდე გააგრძელოთ ოფლოსოლის ინექციები სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მკურნალობის შეწყვეტას.

შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა კვლავ გაუარესდეს.

შარდის ანალიზები

ოფლოსოლის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შარდის ზოგიერთ ანალიზზე. თუ აპირებთ შარდის ანალიზის ჩაბარებას, მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ, რომ ღებულობთ ოფლოსოლს.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მსგავსად ყველა პრეპარატისა, ოფლოსოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექთანს ან ექიმს:

  • თუ აღგენიშნათ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

ძალიან იშვიათად (გავლენას ახდენს 10, 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

  • არათანაბარი ან სწრაფი გულისცემა, შეიძლება იგრძნოთ სისუსტე
  • წყლიანი დიარეა, რომელშიც შეიძლება იყოს სისხლი, შესაძლოა კუჭის სპაზმებით და მაღალი ტემპერატურით
  • კრუნჩხვები
  • სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ან სმენის დაკარგვა
  • ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვის თვალების ან კანის სიყვითლე (სიყვითლე)
  • ძლიერი გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის აქერცვლას და ბუშტუკებს, ასევე ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და გენიტალიების გარშემო. სიმპტომები შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი, რასაც მოჰყვება მტკივნეული წითელი ან იისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკები. თუ განვითარდება რომელიმე ზემოაღნიოშნული,  შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • ძლიერი მზის სინათლით გამოწვეული გამონაყარი კანზე
  • დაბალი არტერიული წნევით განპირობებული  გულყრის შეგრძნება, სისუსტე ან თავბრუსხვევა.
  • კუნთების სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • სისუსტის ან გაღიზიანების შეგრძნება, ოფლიანობა ან / და კანკალი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის დონის შემცირებით.
  • წყურვილის გრძნობა და წყლის გამოყოფა ჩვეულებრივზე ხშირად. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის დონის ზრდის გამო.
  • შეშუპება ან დისკომფორტი მყესებში, მაგალითად აქილევსის მყესი.
  • თირკმელების მძიმე ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის შეჩერება.

ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, მაღალ ტემპერატურას და ზოგად ტკივილებს.

  • ძლიერი დეპრესია ან ფსიქიკური დაავდება. დეპრესიაში მყოფმა ზოგმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს თვითდაზიანებაზე ან თავის მოკვლაზე.
  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ხანგრძლივი (თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლის გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, ღიტინი, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დაქვეითება, რაც დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული რისკის ფაქტორებისა.

იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

  • ხელებში და ფეხებში დაბუჟება ან ჩხვლეტა ან შეხებაზე ძალიან მგრძნობიარე.

უცნობი სიხშირე

  • ანომალიური ჩქარი გულისცემა
  • სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი
  • გულის რითმის შეცვლა (ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, ნანახია ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობა)
  • დისპეპსია, მეტეორიზმი (გაზები), ყაბზობა
  • ცხელება, ტკივილი (ზურგი, გულმკერდი, კიდურები)
  • მუცლის ძლიერი ტკივილი (პანკრეატიტი)
  • სმენის დარღვევა
  • თვალის ანთება (უვეიტი)
  • ღვიძლათან დაკავშირებული პრობლემები
  • მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • კანის სიწითლე აქერცლით (ექსფოლიატური დერმატიტი)
  • მადის დაკარგვა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი, ქავილი, ან კუჭის ტკივილი  (მუცელი). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობას.

უთხარით ექიმს თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მიიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნით:

არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)

  • გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა, დიარეა ან კუჭის ტკივილი
  • თავის ტკივილი, ძილის პრობლემები, თავბრუსხვევის შეგრძნება ან მოუსვენრობა
  • გამონაყარი კანზე ან ქავილი

იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)

  • მადის დაკარგვა
  • გონების დაბინდვის შეგრძნება ან შფოთვა, კოშმარები, იმის დანახვა რაც არ არის, დეპრესია და ფსიქიკური დაავადება, თვლემის შეგრძნება, კანკალი,  კუნთების ცუდი კონტროლის გამო სიარულის პრობლემა
  • მხედველობის ცვლილება
  • გემოს ან ყნოსვის შეცვლა ან დაკარგვა
  • ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილება რომელიც სჩანს სისხლის ანალიზებში
  • ზოგადად ცუდად ყოფნა
  • ვენებზე ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ან იმ ადგილზე სადაც  გაკეთდა ოფლოსოლის ინექცია.

ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)

  • დაღლილობა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა და კანის სიფერმკრთალე. ეს შეიძლება იყოს ანემიის ნიშნები.
  • შეიძლება იგრძნოთ სისუსტე, სისხლჩაქცევების მარტივად გაჩენა და ჩვეულებრივზე მეტი ინფექციები.

ეს შეიძლება იყოს სისხლის პრობლემის გამო, რომელსაც ეწოდება "პანციტოპენია"

  • ხველა ან ქშინვა, ფილტვების ანთებით გამოწვეული.

უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ხდება სიხშირის შეფასება)

  • თავის მუდმივი  ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ქალაშიდა ჰიპერტენზია)

შესაძლებელია, რომ ოფლოსოლმა გამოიწვიოს პორფირიის შეტევა (იშვიათი დაავადება, რომელიც მეტაბოლიზმზე მოქმედებს) ზოგიერთ პაციენტში.

გვერდითი მოვლენების ანალიზი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

  1. როგორ შევინახოთ ოფლოსოლი

შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.

ოფლოსოლი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მოცემულია ეტიკეტზე. ვადის ამოწურვა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მიმართეთ ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ არასაჭირო პრეპარატები. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ოფლოსოლი

ყოველი 100 მლ შეიცავს

ოფლოქსაცინი USP 200 მგ

ნატრიუმის ქლორიდი USP 0.9 წ/მ

საინექციო წყალი USP q.s.

ოფლოსოლის შეფუთვა

ოფლოსოლი მოცემულია 100 მლ LDPE ბოთლებში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

წარმოებულია: Aishwarya Healthcare-ს მიერ 

Khasra No. 1568-1570/1,Village- Thana,

Dist. Solan,  Baddi (H.P.) -173205 ინდოეთი.

იყიდება:

SR MEDICARE PVT. LTD-ს მიერ

218-220, Competent House (F-14),
Connaught Place, New Delhi- 110001, ინდოეთი

ეს ჩანართი ბოლოს გადამოწმდა 2020 წლის ივლისის თვეში