აღწერილობა:
კოფოლ SF სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოდილატაციური საშუალება. იგი ზრდის ლორწოვანი გარსის სეკრეციას და ამცირებს ნახველის სიბლანტეს, რაც ხელს უწყობს მის გამოდევნას; ამცირებს ანთებით პროცესს სასუნთ გზებში და აუმჯობესებს ბრონქების ვენტილაციას.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra): ამოსახველებელი, მუკოლიზური. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოდევნას, რაც ამსუბუქებს ხველას ალერგიის, ასთმის და სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. გლიცერიზინი არის გლიკოზიდი კარგად ცნობილი აქტივობით. ეს მცენარე ასევე ამცირებს ყელის ტკივილს. იგი მოქმედებს რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსების წინააღმდეგ და აფერხებს ჭარბი რაოდენობის ლორწოს წარმოქმნას.
ადატოდა ვაზიკა (Adhatoda vasica): აქტიური კომპონენტი არის ალკალოიდი ვასციცინი, რომელსაც აქვს მუკოლიზური, ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება რესპირატორული დაავადებების დროს. იგი ამცირებს ხველას, ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების და ასთმის დროს. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოდევნას.
სოლანუმ ქსანტოკარპუმ (Solanum xanthocarpum): ამოსახველებელი საშუალება. სოლასოდინი არის ამ მცენარის აქტიური კომპონენტი. იგი აუმჯობესებს ნახველის გამოყოფას და აადვილებს სუნთქვას. ეფექტურია რესპირატორული დაავადებების დროს, მაგ., ასთმა, ყელის ტკივილი, ხმის დაკარგვა და სხვა.
კურკუმა ლონგა (Curcuma longa): ამოსახველებელი, მუკოლიზური, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. აადვილებს ნახველის გამოყოფას ქრონიკული ხასიათის ხველის დროს. კურკუმა ეფექტურია ბრონქიტის დროს, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს, მაგ., ბრონქიტი, პნევმონია. ბრონქიტით გამოწვეული ფილტვის ანთების დროს მნიშვნელოვანია კურკუმას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც წარმოადგენს მის კიდევ ერთ დამატებით უპირატესობას მკურნალობაში.
გრძელი წიწაკა (Piper longum): ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. იგი შეიცავს პიპერინს და ეთერზეთებს. აქვს ამოსახველებელი მოქმედება და ეფექტურია რესპირატორული დაავადებების დროს, მაგ., გაცივება, ბრონქიტი, ასთმა. გრძელი წიწაკა ზრდის ერთროულად გამოყენებული ნივთიერებების ბიოშეღწევადობას.
ჩვენებები:
დოზირება:
მოზრდილები: 10 მლ 3-ჯერ დღეში.
ბავშვები:
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი ეფექტები და განსაკუთრებული მითითებები:
იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენება შესაძლებელია.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.
ჭარბი დოზირების მკურნალობა: სიმტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება.
შეფუთვა: 100მლ სიროფი პეტის ფლაკონში საზომი ჭიქით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
ჩარაკ ფარმა პვტ. ლტდ.
CHARAK PHARMA PVT. LTD.
Plot No.371, Sayli Rakholi Road. Silvassa- 396230,
U.T. დადრა და ნაგარ ჰალევი, ინდოეთი
www.charak.com