ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პერიფერული ვაზოდილატატორი. იზოქსუპრინი.
იდენტიფიკაცია
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით.
აღწერილობა
იზოქსუპრინი ქიმიურად არის: ნორმალური ერითრო-p-ჰი-დროქსი-a [1[1- მეთილ-2-ფენოქსილეთილ ამინოეთილ] ალკ. ბენზილი.
in vivo და in vitro ცდები გვიჩვენებს, რომ იზოქსუპრინი არის პირდაპირი მოქმედების მიოვასკულარული რელაქსანტი, რომელიც სელექტიურად მოქმედებს თავის ტვინისა და ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვთა გლუვ მუსკულატურაზე. იზოქსუპრინი ზრდის ქსოვილებში სისხლის მიწოდებას და ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს. სისხლძარღვთა სპაზმმა შესაძლოა გაართულოს ან დაამძიმოს სისხლძარღვოვანი დაავადებები, ისეთი როგორიცაა:
გარდა ამისა, იზოქსუპრინი არის საშვილოსნოს ძლიერი რელაქსანტი, რაც ასახულია in vivo და in vitro ცდებში.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ჩონჩხის კუნთებში ასტიმულირებს ბეტა-რეცეპტორების და იწვევს ვაზოდილატაციას, იწვევს გულის მოქმედების სტიმულირებას (ზრდის კუმშვადობას, გულისცემის სიხშირეს და გულის წუთმოცულობას) და საშვილოსნოს რელაქსაციას. დიდი დოზების მიღებისას აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს.
აბსორბაცია: მისი აბსორბაცია კარგად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მეტაბოლიზმი: ნაწილობრივ კონიუგირებს სისხლში.
გამოყოფა : T ½ შეადგენს დაახლოვებით 1,25 საათს. ძირითადად გამოიყოფა შარდით.
მოქმედების დაწყება: 1 საათი (პერორალურად) 10 წუთი (in vitro)
ჩვენებები:
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არც ისე ხშირად - პალპიტაცია, სიმხურვალის შეგრძნება; ძალიან იშვიათად - ჰიპოტენზია.
ცნს: არც ისე ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა; ძალიან იშვიათად - შეუძლოთ ყოფნა.
დერმატოლოგიური: არც ისე ხშირად - ოფლიანობა, ძალიან იშვიათად - ტიფუსი.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: არც ისე ხშირად - გულისრევა, მადის დაკარგვა, დიარეა; ძალიან იშვიათად - კუჭის ტკივილი, ღებინება; სიხშირე უცნობია - სტომატიტი, გლოსიტი.
სხვა: ძალიან იშვიათად - მენორაგია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
β-აგონისტები: არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ პრეპარატების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
β-ბლოკატორები: არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ პრეპარატების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
იზოქსუპრინის ჰიდროქლორიდის პარენტერალური გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომები (შფოთვა, მომატებული აგზნებადობა, ცხვირის ქავილი) ან ოფლიანობა. გვერდითი მოვლენები ნაკლებად სავარაუდოა პერორალური გამოყენებისას, თუმცა შესაძლებელია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ხანდაზმულებში ფიზიოლოგიური ფუნქციების შემცირების გამო, მოსალოდნელია სხეულის მასის შემცირება.
სიფრთხილით
მნიშვნელოვანი სიფრთხილის ზომები
ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევაზე ეჭვის მქონე პაციენტებში ინიშნება ინსულტიდან დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე, როდესაც ჰომეოსტაზი მიღწეულად მიიჩნევა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: კატეგორია C. არ ინიშნება 12 კვირამდე ორსულებში.
ლაქტაცია: არ არის განსაზღვრული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნება თავბრუხვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევები, მათ შორის, მხედველობის დარღვევა, თავი უნდა აარიდონ ავტომობილის მართვას ან ტექნიკასთან მუშაობას.
უკუჩვენებები
არტერიული სისხლდენა; გამოყენება ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზა შეიძლება დარეგულირდეს ასაკისა და სიმპტომების მიხედვით.
ჭარბი დოზირების ცნობილი სიმპტომები და მათი მკურნალობა
იხილეთ „გვერდითი მოვლენები და განსაკუთრებული გამაფრთხილებელი ზომები“.
პერორალური ჭარბი დოზირების შემთხვევაში სერიოზული ტოქსიკურობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, რომლებიც ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენების ნაწილში. საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ცნს-ის აგზნებადობის დროს ინიშნება დიაზეპამი, ხოლო ჰიპოტენზიის დროს - სითხეები. მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
შეფუთვა
PVC/ალუ ბლისტერი. 10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი (30 ტაბლეტი) მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ბნელ, მშრალ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ ამოიღოთ ბლისტერი მუყაოს ყუთიდან გამოყენების საჭიროების გარეშე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა:
3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ZEE LABORATORIES
47 სამრეწველო ზონა, პაონტა საჰიბი -173025, ინდოეთი
www.zeelaboratories.com