Cholekard Tablets N 30

42.30

  • Manufacturer Country: ITALY
  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Tablet
  • Package: № 30
  • Dose: 18 gr
  • User group: Male , Female
  • EAN/UPC Bar Code: 0 602561769213

ქოლეკარდი

ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი  კომპლექსი

ქოლეკარდი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც შეიცავს მონაკოლინ K, მიღებულს ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ინგრედიენტები: ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, (Monascus purpureus, მიღებული საფუარა სოკოს და Oryza sativa L., თესლის ფერმენტაციით) სტანდარტიზებული 3% მონაკოლინ K, Olea europaea L.  da Vitis vinifera L. ხილის ნარევი, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა ფხვნილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, CoQ10, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

ინგრედიენტები დღიური დოზა
ფერმენტირებული
წითელი ბრინჯი
ექვივალენტური
მონაკოლინ K
334 მგ

10 მგ

CoQ10 20 მგ

მონაკოლინ K ბუნებრივი წარმოშობის ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. ისევე როგორც სხვა სტატინები იგი წარმოადგენს ფერმენტ  HMG CoA- რედუქტაზას ( კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს: თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს. ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის:

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
  • დისლიპიდემია,  კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • ქოლეკარდის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით.
  • სინთეზური სტატინების „აუტანლობა“  (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია,    რაბდომიოლიზი,  კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).

გაფრთხილებები:

არ გამოიყენოთ ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე არ გამოიყენოთ  ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებთან ერთად. მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან მიღებული  10 მგ მონაკოლინ K მიღებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, მოარიდეთ სითბოს.

მიღების წესი:

1 ტაბლეტი საღამოს საკვების მიღების შემდეგ.

მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი- მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შეუთვა:  30 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც არის მითითებული კოლოფზე და რჩება ინტაქტური კოლოფის სწირად შენახვის შემთხვევაში.