Email Us: info@cbs.ge
  • Follow Us:

გამოყენებული საღებავები: ტიტანის დიოქსიდი,  Lake of Ponceau 4R, რკინის ოქსიდი წითელი და Lake of Indigo Carmine.

აღწერილობა: კალკურის ტაბლეტებს აქვს შარდმდენი; ლითოტრიფსიული მოქმედება - იწვევს თირკმლის, საშარდე გზების და შარდის ბუშტის კენჭების დაშლას; სპაზმოლიზური; ანთების საწინააღმდეგო; ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება საშარდე გზებზე. იგი ეფექტურია სხვადასხვა სახის კენჭების დროს თირკმლებსა და შარდის ბუშტში. პრეპარატი ასევე ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

ლითოტრიფსიული მოქმედება: Bergenia ligulata, Crataeva nurvala, Parmelia perlata, Tribulus terrestris, Yavakshar, Hazarat Yahud Pishti.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: Tribulus terrestris, Boerhaavia diffusa, Tinospora cordifolia.

დიურეზული მოქმედება: Yavakshar, Bergenia ligulata, Boerhaavia diffusa, Saccharum officinarium, Tribulus terrestris.

ამცირებს წვას შარდვის დროს: Boerhaavia diffusa, Saccharum officinarium, Tribulus errestris, Yavakshar.

სპაზმის საწინააღმდეგო: Picrorhiza kurroa

ჩვენებები:

  • საშარდე სისტემის სხვადასხვა სახის კენჭები.
  • კენჭების წარმოქმნის პრევენცია.
  • შარდვისას წვის შეგრძნება.

დოზირება: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში მწვავე ტკივილის და წვის დროს, შემდეგ აგრძელებენ 1-2 ტაბლეტით 2-3-ჯერ დღეში, სიმპტომების გაქრობამდე ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენებები: მწვავე ჰიდრონეფროზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით დიდი ზომის კენჭები, რომლებიც იკავებენ ტირკმლის მენჯს და სულ მცირე ორ ფიალას.

სპეციალური გაფრთხილებები: რეკომენდებულ დოზირებას არ სჭირდება სპეციალური გაფრთხილება.

გვერდითი ეფექტები: არ აღინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან/საკვებთან: თუ მიიღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, კონსულტაცია გაიარეთ ჯანდაცვის სპეციალისტებთან.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: კუჭში მჟავიანობის მომატება, გახშირებული შარდვა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა, სითხის ჩანაცვლება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ არის რეკომენდებული.

შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 30 °С ტემპერატურაზე მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი:                 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი:

ჩარაკ ფარმა პვტ. ლტდ.

CHARAK PHARMA PVT. LTD.

სამალკჰა - 132 101, ჰარიანა, ინდოეთი.

www.charak.com