Beoli Caps N 30

38.80

  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Capsule
  • Package: № 30
  • User group: Male , Female
  • EAN/UPC Bar Code: 0735745314883

ბეოლი

კაფსულები #30

საკვები დანამატი

აღწერილობა:  წარმოადგენს  B ჯგუფის ვიტამინების, გამა ლინოლენის მჟავის

(ომეგა-6), მაგნიუმის, ურიდინის და ციტიდინის  კომპლექსს.  კომბინაცია უზრუნველყოფს  ნერვული სისტემისა და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ჯანსაღ ფუნქციობას.

 

ინგრედიენტები

თითოეული კაფსულა შეიცავს
პოლიუჯერი მჟავები (ლინოლეინის მჟავა და გამა-ლინოლეინის მჟავა)

 

 

180 მგ

მაგნიუმი 200 მგ
ვიტამინი B1 15 მგ
ვიტამინი B2 15 მგ
ვიტამინი  B3 (ნიაცინი) 50 მგ
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) 23 მგ
ვიტამინი B6 15 მგ
ვიტამინი B7 (ბიოტინი) 200 მკგ
ვიტამინი B8 (ინოზიტოლი) 100 მგ
ვიტამინი B12 25 მკგ
ურიდინის მონოფოსფატი

 

 30 მგ
ციტიდინის მონოფოსფატი 30 მგ

პოლიუჯერი მჟავები (ლინოლეინის მჟავა და გამა-ლინოლეინის მჟავა) – ომეგა-6 სერიის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ბიოლოგიური მოქმედება: მემბრანდაცვითი, ანგიოპროტექტორული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი. აუმჯობესებს ტვინის მეტაბოლიზმს, აქვს  სედატიური  მოქმედებაც. მიზანშეწონილია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებისას, რასაც თან ახლავს გონებრივი ენერგიისა და ინტელექტუალური ფუნქციების დონის დაქვეითება, დაღლილობის მდგომარეობა, გაღიზიანება.

მაგნიუმი – მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონთა აგზნებადობას, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ვიტამინი B1 – ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

ვიტამინი B2 – მნიშვნელოვანია ცილების, ცხიმებისა და  ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ასტიმულირებს ქსოვილოვან რეგენერაციას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.

ვიტამინი B3 (ნიაცინი) – მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასევე ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. ნიაცინის დეფიციტი კორელაციაშია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) –  მონაწილეობს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. არის ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორი, ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში, იცავს ორგანიზმს სტრესისაგან.

ვიტამინი B6 – აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და ნეირომედიატორე-ბის ბიოსინთეზში. ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ზრდის მის ბიოშეღწევადობას უჯრედებში.

 ვიტამინი B7  ბიოტინი – მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ახდენს სისხლში გლუკოზის დონეს რეგულირებას. მონაწილეობს ენერგიის სინთეზის პროცესში. დადებითად მოქმედებს კანისა და კანის დანამატების სიჯანსაღეზე.

ვიტამინი B8 (ინოზიტოლი) – ნეიროტრასმიტერია, დიდ როლს თამაშობს კომუნიკაციაში ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის. სწორედ ინოზიტოლი არის ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც ტვინი გადასცემს ინფორმაციას მთელ ორგანოზმს ნერვული ქსოვილის მეშვეობით. ინოზიტოლი ირგებს ორგანიზმში ყველა ნეიროტრანსმიტერის როლს. სეროტონინის ტრანსპორტირებაც დამოკიდებულია ინოზიტოლზე, რაც უზრუნველყოფს ადამიანის დადებით და კარგ ხასიათზე ყოფნას. ინოზიტოლი ასევე არის ფოსფოლიპიდების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რაც უზრუნვლეყოფს ტვინის უჯრედების დამცავი გარსის ანუ მემბრანის სიჯანსაღეს.

ვიტამინი B12 – მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირების პროცესში, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების გენერირების პროცესში. ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. აუმჯობესებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე. ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისაგან გამოწვეულ ტკივილს.

ურიდინის მონოფოსფატი და ციტიდინის მონოფოსფატი: არის ბუნებრივი ნივთიერები, რომლელიც მონაწილეობას იღებს ნერვული სტრუქტურების აღდგენის პროცესში. ციტიდინი მონაწილეობს ლიპიდების კომპლექსის სინთეზში, რომლებიც ქმნიან ნეირონულ მემბრანას, ძირითადად სფინგომიელინს, მიელინის გარსის მთავარ კომპონენტს. ციტიდინი ასევე არის ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) წინამორბედი, რომლებიც, თავის მხრივ, უჯრედული მეტაბოლიზმის ძირითადი ელემენტებია (მაგალითად, ცილების სინთეზში). ურიდინი მოქმედებს როგორც კოენზიმი გლიკოლიპიდების, ნეირონული სტრუქტურების და მიელინის გარსის სინთეზში, ავსებს ციტიდინის მოქმედებას. გარდა ამისა, ის მოქმედებს როგორც ენერგიის წყარო კუნთების შეკუმშვის დროს. ამრიგად, ციტიდინის  და ურიდინის  მოქმედების ერთობლიობა ხელს უწყობს მიელინის გარსის რეგენერაციას, ნერვული აგზნების სწორად წარმართვას და კუნთების ტროფიზმის აღდგენას.

გამოყენების რეკომენდაცია:ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის, ნერვული სისტემის დისფუნქციით და მეტაბოლური პროცესების დისრეგულაციით გამოწვეული ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავბრუ, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევები, დაძაბულობითი თავის ტკივილი, ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია, კანის სხვადასხვა დაავადებები, ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ.

ყოველდღიური მიღების დოზა: ერთი კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულებით.

გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.წარმოებულია  GLOBAL CBS LLC -სთვის ჰონორ ილაჩის მიერ.