ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ლივოლაიტი

ლივოლაიტი

სილიმარინი B ჯგუფის ვიტამინებთან კომპლექსში

  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 30
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი
გამოყენების ინსტრუქცია
ლივოლაიტი®
Livolayt®
(სილიმარინი B ჯგუფის ვიტამინებთან კაფსულებში)
სავაჭრო სახელწოდება
LIVOLAYT
საერთაშორისო დასახელება
კომბინირებული პრეპარატი
ფარმაკოლოგიური ფორმა
კაფსულები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
სილიმარინს (სილიბინის სახით)               70 მგ-ს
თიამინის მონონიტრატს BP                 5 მგ-ს
რიბოფლავინს BP                                 5 მგ-ს
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს BP 2.5 მგ-ს
ნიკოტინამიდს BP                                 50 მგ-ს
კალციუმის პანტოთენატს BP                 7.5 მგ-ს
ვიტამინ B 12-ს BP                                 5 მკგ-ს
ათქ-კოდი
A11EX
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
B ჯგუფის ვიტამინები, სხვა კომბინაციები
ფარმაკოლოგია:
ლივოლაიტი ახდენს როგორც თერაპიულ, ასევე პროფილაქტიკურ ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. მის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიმარინი - მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდებისაგან წარმოებული. ლივოლაიტის მოქმედებას საფუძვლად უდევს სილიმარინისა (ლაქოვანი რასტოროპშას ექსტრაქტი)  და  B ჯგუფის ვიტამინების ოპტიმალური კომბინაცია.
სილიმარინი - ეს არის მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდების ნახევრადსინთეზური წარმოებული, ჰეპატოტოქსიკური აგენტის ზემოქმედების შემთხვევაში იცავს ღვიძლის უჯრედების მემბრანას და ხელს უშლის მათ დესტრუქციას. აუმჯობესებს უჯრედოვან ცვლას, იზრდება უჯრედების მიტოზური აქტივობა. ასტიმულირებს ცილის ბიოსინთეზის ძირითადი წყაროს რიბოსომული რნმ-ს სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღვიძლში რეპარაციული რეაქციებისათვის. არეგულირებს ცხიმების ცვლას, რის შედეგსაც წარმოადგენს ღვიძლში ცხიმების დაგროვების შემცირება და სისხლში ლიპიდების აღდგენა. სილიმარინი ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას - გააჩნია თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზების უნარი, რომლებიც წარმოიქმნებიან როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. სილიმარინი ხელს უშლის ჰეპატოციტების კედლებისა და კუპფერის უჯრედების დაზიანებას, თავისუფალი რადიკალური ჯგუფების არსებობა იძლევა ღვიძლის დაზიანების აცილების საშუალებას სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას და ორგანიზმში სხვადასხვა ტოქსინების (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ჰერბიციდები, პესტიციდები, საკვები ტოქსინები) მოხვედრისას.
ლივოლაიტი შეიცავს დამატებით კომპონენტებსაც - B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს. როგორც ცნობილია, B ჯგუფის ვიტამინები წარმოადგენენ ფერმენტული პროცესების კატალიზატორს, მათ შორის ღვიძლში.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) ასრულებს მნიშვნელოვან როლს ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაში, რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ჰიდროქლორიდი) ხელს უწყობს ლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას, ასევე B6 ვიტამინის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმაში პირიდოქსალ 5 ფოსფატი.
ვიტამინი B5 (კალციუმის პანთოთენატი) წარმატებით მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაში.
PP ვიტამინის (ნიაცინამიდი) მიღება იძლევა ღვიძლში ლიპიდების ცვლის უფრო ეფექტურად ნორმალიზების საშუალებას, იწვევს სისხლში ათეროგენური ლიპიდების დონის შემცირებას, აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლას.
ჩვენებები:
- ინფექციური, ტოქსიკური, ქრონიკული ჰეპატიტები;
- ღვიძლის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური დაზიანება (ანტიბაქტერიული, ტუბერკოლოზის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული და სხვა საშუალებების მიღება);
- ვირუსული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს);
- ფსორიაზის რეციდივების სიხშირის შემცირება;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- დისპეფსიის სინდრომი, მადის დაკარგვა;
- ნაღვლის სადინარის ანთება.
დოზირება:
პერორალური მიღებისათვის
მოზრდილებისთვის -მსუბუქ შემთხვევებში 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მძიმე ფორმების შემთხვევაში 2-2 კაფსულა 2-ჯერ.
ბავშვებისთვის -5-10 მგ/კგ/დღეში. 5-6 წლის ბავშვებს 1 კაფსულა დღეში 1 ჭამის შემდეგ. 6-8 წლის ბავშვებს 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 1-2 თვე. განმეორებითი მკურნალობა 1-3 თვის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
სილიმარინს ცნობილია,  რომ აქვს კარგი უსაფრთხო მახასიათებლები. ცხოველებსა და ადამიანებზე დაკვირვებებისას გამოვლინდა, რომ სილიმარინი არ არის ტოქსიკური თუნდაც მისი ჭარბი დოზირებისას (>1500მგ/დღეში). თუმცა, ასეთი დოზირებისას დაფიქსირებულია ფაღარათი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის სეკრეციის გაზრდა და ნაღვლდენა.  სხვა თანმდევი გვერდითი მოვლენებია: შებერილობა, დისპეფსია, გულისრევა და არარეგულალური დეფეკაცია. სილიმარინმა შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ზოგიერთ პირებში, განსაკუთრებით მათში, რომლებსაც აქვთ ალერგია Asteraceae-ს ოჯახის მცენარეების მიმართ (ნარშავა, გვირილები, არტიშოკები). სილიმარინის შესაბამისი სამკურნალო დოზის მიღებისას არაა დაფიქსირებული არანაირი სხვა გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა სილიმარინისან LIVOLAYT-ის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ზუსტი და კარგად რეგულირებადი კვლევები სილიმარინის გამოყენების შესახებ ორსულებსა და მეძუძურ დედებში. LIVOLAYT-ის კაფსულების გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებით აუცილებელ შემთხვევებში. 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
- სილიმარინმა შესაძლოა შეამციროს ციტოქრომი P450 2C9-ის საშუალებით მეტაბოლიზებული გარკვეული მედიკამენტების მეტაბოლიზმი (მაგალითად ამიტრიპტილინი, დიაზეპამი, ზილეუტონი), ცელეკოქსიბი, დიკლოფენაკი, ფლუვასტატინი, გლიპიზიდი, იბუპროფენი, ირბესარტანი, ლოსარტანი, ფენიტიონი), პიროქსიკამი, ტამოქსიფენი, ტორსემიდი, ვარფარინი და სხვა.
- სილიმარინმა შესაძლოა შეამციროს ციტოქრომი P450 3A4-ის საშუალებით მეტაბოლიზებული გარკვეული მედიკამენტების მეტაბოლიზმი, მაგალითად ლოვასტატინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ფექსოფენადინი, ტრიაზოლამი და სხვა. 
- სილიმარინმა შესაძოლა გაზარდოს ტამოქსიფენის შეწოვა.
- ესტროგენების სილიმარინთან ერთად მიღება იწვევს ესტროგენის ტაბლეტების ან სხვა პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირებას.
- ვიტამინ B6-ის დანამატებისა და ამიოდარონის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს მედიკამენტოზური ფოტომგრძნობელობის რისკი. 
- ვიტამინ B6-ის დანამატებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ან ლევოდოპას ეფექტი.
განსაკუთრებული მითითებები
თეორიულად, სილიმარინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან დიაბეტით და ჰიპოგლიკემიით და ასევე მათ ვინც ღებულობს სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელ მედიკამენტებს მართებთ სიფრთხილის გამოჩენა სილიმარინთან მიმართებაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისას.
მონაცემები არ მოიპოვება.
გამოშვების ფორმა
LIVOLAYT შეფუთულია კოლოფში 3 ბლისტერად, თითოეულში 10 კაფსულა.
შენახვის პირობები
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
36 თვე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შ.პ.ს „ეს ერ მედქეარ პვტ“. / SR Medicare Pvt. Ltd /
მისამართი: 218-220, Competent house (F-14) Connaught Place, ახალი დელი - 110001, ინდოეთი 
ვებ-გვერდი: www.srmedicare.com

მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved