(COVID-19) CORONAVIRUS

კორონავირუსები

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ შედარებით მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი არა. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS)

  • მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS)  –  (SARS-CoV)

დაავადების გამომწვევია SARS კორონავირუსი. იგი პირველად აღმოჩენილი იქნა აზიაში, 2003 წლის თებერვალში, თუმცა რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2002 წლის ნოემბერში – გუანგდონგის პროვინციაში (ჩინეთი). მომდევნო რამდენიმე თვეებში, დაავადება გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში SARS-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2003 წელს – რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს. სულ, 26 ქვეყანაში 8098 შემთხვევა, მათ შორის 774 (9.55%) გარდაცვალება დაფიქსირდა. სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, მასაც ახასიათებს >38° ტემპერატურა, თავის და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე.

  • შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS)  –  (MERS-CoV)

შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი სინდრომი (MERS) რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც იწვევს MERS კორონავირუსი (MERS-CoV). იგი პირველად იდენტიფიცირებულ იქნა 2012 წელს საუდის არაბეთში და გავრცელდა არაბეთის ნახევარკუნძულზე და მეზობელ ქვეყნებში. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარეთაც. ამ შემთხვევათა უმეტესობა სავარაუდოდ შეძენილ იქნა აღმოსავლეთში და შემდგომ გავრცელდა რეგიონის გარეთ. საქართველოში MERSCoV არ დაფიქსირებულა. ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება, არაბეთის ნახევარკუნძულის გარდა, კორეის რესპუბლიკაში აღინიშნა, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგვიანებით. საწყისმა შემთხვევამ ერთზე მეტ საავადმყოფოს მიმართა და გაავრცელა ინფექცია, რის შედეგადაც სულ ქვეყანაში 180- ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, კონტაქტების აქტიური გამოვლენით და კარანტინში განწესებით, ასევე, შესაძლო და სავარაუდო შემთხვევების იზოლაციით, დაავადების ტრანსმისია საბოლოოდ შეჩერდა. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით დარეგისტრირებულია 2490-ზე მეტი შემთხვევა და 858 გარდაცვალება (34.4%).

  • ახალი კორონავირუსი (COVID-19)  –  (SARS-CoV-2)

ახალი კორონავირუსი (COVID-19) 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით 

(COVID-19) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება. შემთხვევათა უმრავლესობა რეგისტრირებულია ჩინეთში, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, სინგაპურში, მალაიზიაში, არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ნეპალში, ფილიპინებში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ფინეთში, კანადაში, გაერთიანებული სამეფოში, იტალიაში, რუსეთში, ესპანეთში, ბელგიაში, შვედეთში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

(COVID-19)  –  (SARS-CoV-2) კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი (COVID-19)

 წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით.

თვალზე, პირზე და ცხვირზე, დაუბანელი ხელის შეხებით. 

დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა.

იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.

რა არის ახალი 

(COVID-19) კორონავისურსის სიმპტომები?

ცხელება !!!

ხველა !!!

სუნთქვის გაძნელება !!!

მძიმე დაავადება !!!

როგორ უნდა დავიცვათ თვი ახალი (COVID-19) კორონავირუსისგან ?

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი.

ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირისა და პირს დაუბანელი ხელით.

მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან.

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.

ზემოთ აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით:

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1505

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი – 116 001

(COVID-19) კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის შესახებ ესტუმრეთ შემდეგ ვებ-გვერდს  www.stopcov.ge

Post Article