GASTROCHOL, TAB N20

25.80

  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Tablet
  • Package: № 20
  • User group: Male , Female , Child
  • EAN/UPC Bar Code: 0769503108384
გასტროქოლი
ტაბლეტები #20
კომბინირებული კვებითი დანამატი
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
Anserina …………..200 მგ
Helichrysum………200 მგ
Dandelion………….100 მგ
Turmeric……………200 მგ
Fennel……………….400 მგ
ინგრედიენტები: შემკვრელი აგენტი მიკროკრისტალური ცელულოზა, (Potentilla anserina L) ბატის მარწყვა-ბალახი, ცერეცო (Foeniculum vulgare Mill., ნაყოფი) ფხვნილი, Helichrysum (ნეგო (Roth.) G. Don., ღერო ყვავილებით) ფხვნილი, კურკუმა (Curcuma longa L., ფესვი) ფხვნილი, ბაბუაწვერა (Taraxacum) officinale (L.) Weber ex FH Wigg., ფესვი), შეწეპების საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Anserina Potentilla  ბატის მარწყვა-ბალახი მცენარის ფოთლები შეიცავს C ვიტამინს, კაროტინს, აგრეთვე ელაგის მჟავას (კუმარინები), მთრიმლავ ნივთიერებებს,  ფლავო-
ნოიდებს და ლეიკოანტოციანიდინებს.ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს  სწრაფ შეხორცებას, ანელებს ტკივილს.
Helichrysum ნეგო, უკვდავა – ქოლერეტიკია, ასტიმულირებს კუჭის და პანკრეასის სეკრეციას,
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აქვს სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კვლევებმა დაადასტურა,  რომ   ნეგოს   ექსტრაქტს   გააჩნია   ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით  ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამების  მიმართ.  ასევე  აქვს  გამოხატული ანტიფუნგალური (Candida albicans), და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
Dandelion ბაბუაწვერას ფესვები – გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში ასევე ტრადიციულ მედიცინაში.  მისი როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში საკმაოდ დიდია.
ის არეგულირებს მონელების პროცესს და ეხმარება ორგანიზმს ყაზბობის პრობლების აღმოფხვრაში. რაც დადებითად აისახება ბუასილის დაავადების დროს.
ასევე ბაბუაწვერას ფესვები ეხმარება ორგანიზმს ღვიძლის დაავადებებთან გამკლავებაში და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის აღდგენაში. მისი მიღება პროფილაქტიკის მიზნით თავიდან აგარიდებთ ნაღვლის მუშტში კენჭების დაგროვებას, რადგან არის კარგი ნაღველმდენი საშუალება. თუ გაქვთ კანის პრობლემები დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორის გამონაყარი კანზე, ძირმაგარები და ა.შ.
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ბაბუაწვერას სისმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაზეც. მისი ორგანიზმის გამწმენდი მოქმედების წყალობით ის ორგანიზმს ეხმარება აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები რაც აძლიერებს იმუნიტეტს, ხოლო ძლიერი იმუნიტეტი ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი კიბოსთან საბრძლოლველად.
Turmeric კურკუმას ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ იცნობდნენ და სამკურნალო თვისებების გამო წმინდა მცენარედ მოიხსენიებდნენ. კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კურკუმა წმენდს ორგანიზმს და აგვარებს ნივთიერებათა ცვლას. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის. კურკუმის სასარგებლო თვისებები დაგეხმარებათ დიაბეტის, ქრონიკული დიარეის, ათეროსკლეროზის, წყლულის, კოლიტის, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში. გამოიყენება როგორც კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება, აკავებს სიმსივნის განვითარებას.
Fennel  ცერეცო -შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს, დიდი  ოდენობით  C, B1, B2, PP  და  P ვიტამინებს. კალიუმის, კალციუმის, რკინის  და ფოსფორის  მარილებს. ცერეცოს  ეთერზეთები  ხელს უწყობენ  საჭმლის  მომნელებელი  წვენების  სეკრეციას და ნაწლავებიდან  აირთა  განდევნას. განსაკუთრებით არეგულირებს  მსხვილ  ნაწლავში  მიმდინარე  მონელების  პროცესებს, ამცირებს  კოლიკას და მისგან გამოწვეულ  ტკივილსა  და  დისკომფორტს. აქვს დამამშვიდებელი  ეფექტი  ნევროზის, სტენოკარდიის დროს. ახდენს  ნაწლავთა  ნერვული  დაბოლოებების სტიმულაციას  და  სეკრეციის  გაუმჯობესებას.
გამოყენების რეკომენდაცია:
ქრონიკილული ყაბზობა და მეტეორიზმი;  დისპეფსია, ადინამია;  გაღიზიანებული   ნაწლავის სინდრომი; გასტროდუოდენალური  რეფლუქსი;  მწვავე  და  ქრონიკული   არაკალკულოზური ქოლეცისტიტი;  სანაღვლე  გზების დისკინეზია; პოსტქოლეცისტ-ექტომიური  სინდრომი; მწვავე  და ქრონიკული ჰეპატიტის  კომპლექსურ თერაპიაში; ღვიძლის  ტოქსიური  დაზიანება – კომპლექსურ  მკურნალობაში;  რენდგენო  და  გასტროსკოპიული  კვლევის  წინა  მოსამზადებელ პერიოდში (შებერილობა, სპაზმი, ტკივილი).
უკუჩვენებები:
რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა; თირკმლის მწვავე უკმარისობა; ღვიძლის მძიმე დაავადებები.
დოზირების რეჟიმი:
ერთი ტაბლეტი  1-2  ჯერ დღეში, კვებამდე 15-20  წუთით ადრე.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები #20
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია: შპს გლობალ ცბს -თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთი (Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti) მიერ.