ცხელი ხაზი: 247 54 44
  • დერმოკლინი

დერმოკლინი

  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: კრემი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 1
  • დოზა: 10 გრ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი
  • EAN/UPC შტრიხ კოდი: 8904057800441
გამოყენების ინსტრუქცია

დერმოკლინი®
(Dermoklin®)

სამკურნალო საშუალების დასახელება
დერმოკლინი®
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება 
ბეკლომეტაზონი + კლოტრიმაზოლი + გენტამიცინი
სამკურნალო ფორმა
კრემი ადგილობრივი გამოყენებისთვის
შემადგენლობა

კლოტრიმაზოლი B.P.
1.000 % მ/მ                                
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი B.P.
0.025 % მ/მ  
გენტამიცინის სულფატი B.P.
0.100 % მ/მ                                                                                                                 
გენტამიცინის ფუძეზე გადაანგარიშებით
დამხმარე ნივთიერებები: მსუბუქი თხევადი პარაფინი, ცეტომაკროგოლი 1000, ცეტოსტეარილის სპირტი,  თეთრი რბილი პარაფინი,  ქლოროკრეზოლი, პროპილენგლიკოლი,  ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ციტრატი, ბრონოპოლი, გასუფთავებული წყალი.
ათქ-კოდი
D07CC04
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიფუნგალური, კორტიკოსტეროიდი, ანტიბაქტერული 
ფარმაკოლოგიური თვისებები
დერმოკლინი® ახდენს:·     
ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიფუნგალურ მოქმედებას.
არის  კომბინირებული,  გარეგანად  და  ადგილობრივად  გამოსაყენებელი პრეპარატი.
შემადგენელი კომპონენტების ეფექტურობის კვლევებში ნაჩვენები იყო თითოეული შემადგენელის თავსებადობა და დამატებითი ეფექტები.
დერმოკლინი - კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის. შემადგენელი კომპონენტების ეფექტურობის კვლევებში ნაჩვენები იყო თითოეული შემადგენელის თავსებადობა და დამატებითი ეფექტები. სამი შემადგენელი კომპონენტის (ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინი) საფუძველზე დერმოკლინი® ახდენს შემდეგ მოქმედებას:
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქვილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
კლოტრიმაზოლი – წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების
ცვლილებას და უჯრედის ლიზიზს. აქტიურია Trichophyton rubrum,  Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp.,  Staphilococcus spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკიმოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. ქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Citrobacter  spp., Haemophilus influenza. აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp., Streptococcus. spp.
ჩვენებები
-    ტერფის მიკოზები;
-    საზარდულის ეპიდერმოფიტია;
-    დერმატომიკოზი;
-    ნეიროდერმიტი;
-    ეგზემა;
-    დერმატიტები;
-    კანის ჩირქოვანი დაავადებები (პიოდერმიები);
-    ოტომიკოზები;
-    ვაგინალური კანდიდოზი;
-    მიკოზები.
დერმოკლინი® გამოიყენება მეორადი ინფექციით გართულებული კორტიკოსტეროიდ-დამოკიდებული დერმატოზების დროს. კლოტრიმაზოლი ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს: ტერფის მიკოზები (tinea pedis), საზარდულის ეპიდრმოფიტია (tinea crurisდა დერმატომიკოზი (tinea   corporis), რომელსაც იწვევს Trichophyton rubrumTrichophyton mentagraphytes, Epidermophyton floccosum da Microsporum canis. Kkandidiazi, gamowveuli Candida Albicans და Tinea versicolor, გამოწვეული Malassezia furfur (Pityrosporum  obiculareის მიერ. გენტამიცინის მიმართ მგრძობიარეა Staphylococcus aureus (კოაგულაზა-პოზიტიური, კოაგულაზა-ნეგატიური და ზოგიერთ პენიცილაზას მაპროდუცირებელი შტამები) და გრამ ნეგატიურ ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris da Klebsiella pneumonia.
მიღების წესი და დოზები
დერმოკლინი®-ს კრემი გამოიყენება ადგილობრივად. თხელი ფენა უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ სრულად დაფაროს სამკურნალო და მის გარშემო არსებული კანის მიდამო დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. ეფექტური მკურნალობისათვის კრემი რეგულარულად უნდა იყოს გამოიყენებული. მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს და დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე  და ლოკალიზაციაზე, და ასევე პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება 3-4 კვირის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დიაგნოზის გადასინჯვა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად გამოვლენდება დერმოკლინი® მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და ეს მოიცავს კანის გაუფერულობას, ჰიპოქრომიას, წვას, ერითემას, ექსუდაციასა და ქავილს. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით როცა პაციენტს აცვია მოჭერილი ტანსაცმელი, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნეს გამწვავება, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და მილიარია. კლოტრიმაზოლთან დაკავშირებული გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მოიცავს ერითემას, გაღიზიანებას, აქერცვლას, შეშუპებას, ქავილს, ჭინჭრის ციებას და კანის ზოგად გაღიზიანებას. გენტამიცინით მკურნალობამ გამოიწვია გარდამავალი გაღიზიანება (ერითემა და ქავილი), რაც ჩვეულებრივ ითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენებები
დერმოკლინი®-ს კრემი უკუნაჩვენებია პაციენეტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოთალამო ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება. რაც გამოიწვევს ადრენალინის მეორად დეფიციტს და ჰიპერკორტიციზმის გამოვლენას. ადგილობრივად გენტამიცნის ჭარბმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს   პრეპარატის   მიმართ   მდგრადი   ბაქტერიული   მიკროფლორის ჩამოყალიბება.
მკურნალობა: აუცილებელია სათანადო სიმპტომური მკურნალობა. მწვავე ჰიპერკორტიკოიდული სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია, საჭიროების შემთხვევაში უმკურნალეთ  ელექტროლოდურ  დისბალანსს.  ქრონიკული  ტოქსიკურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია კორტიკოსტეროიდების ნელ-ნელა შემცირება. თუ მოხდება არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა, შეწყვიტეთ დერმოკლინით მკურნალობა და შეცვალეთ იგი სათანადო მკურნალობით.
ორსულობა და ლაქტაცია
ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ორსულებში არა არის შესწავლილი, ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს. არ არის რეკომენდებული მისი მაღალ დოზებში გამოყენება. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს პრეპარტის მიღება ან ძუძუთი კვება. რადგან არ არის დადგენილი იწვევენ თუ არა ადგილობრივად გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები სისტემურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება გადავიდეს დედის რძეში,  ამიტომ  საჭიროა  ძუძუთი  კვების  ან  პრეპარატის  მიღების  შეწყვეტა, დედისათვის მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დერმოკლინის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო- ჰიპოფიზრულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება. ბევშვებში შესაძლოა განვითარდეს ადრენალური სუპრესიის მანიფესტაცია, რაც ვლინდება პლაზმაში კორტიზოლის დონის შემცირებით და აკტგ   ჰორმონის სტიმულაციის შემთხვევაში ადექვატური პასუხის არარსებობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის დადგენილი დერმოკლინი®-ს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ მხოლოდ გარეგანად. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღიაჭრილობაზე. პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი ალერგიულობა მასში შემავალი ამინოგლიკოზიდის გამო. ნებისმიერი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება კორტიკოსტერიოდების სისტემური გამოყენების დროს, შეიძლება გამოვლინდეს მისი ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით ჩვილებში და ბავშვებში. ღია ჭრილობებზე და დაზიანებულ კანზე არ არის მიზანშეწონილი გენტამიცინის გამოყენება. ადგილობრივი ანტიბიოტიკების რეგულარულმა გამოყენებამ შესაზლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა. თუ გამოვლინდა გაღიზიანება, ჰიპერმგრძნობელობა ან სუპერინფექცია, საჭიროა შეწყდეს დერმოკლინის გამოყენება და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. გენტამიცინის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული. დერმოკლინი® არ გამოიყენება, ოფთალმოლოგიური დანიშნულებისათვის.
შეფუთვა
10 გ ალუმინიუმის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შეფუთვაზე   აღნიშნული   ვადის   გასვლის   შემდეგ   პრეპარატის   გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
შ.პ.ს. Brassica Pharma  Pvt.
მწარმოებლის მისამართი
T-68, M.I.D.C. ტარაპური ბოისარი (ვ), დისტ-თანე, 
მახარაშტრას შტატი, ინდოეთი

მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved