SELBIZINC PLUS, CAPS N30

34.80

  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Capsule
  • Package: № 30
  • Dose: 122.5 mg
  • User group: Male , Female
  • EAN/UPC Bar Code: 0764460884951
სელბიცინკი პლიუსი
კაფსულა N30
შემადგენლობა:
სელენი 100 მკგ
თუთია 15 მგ
ბეტა-კაროტინი 7.5 მგ
• სელენი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის შენარჩუნებას და აძლიერებს იმუნიტეტს;
• სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან;
• თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობას იღებს მრავალ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში, შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, აუცილებელია დნმ/რნმ – ის სინთეზისა და უჯრედებს შორის სასიგნალო კავშირების დამყარებისათვის;
• თუთია აუცილებელია ჩონჩხის, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
• ბეტა-კაროტინი წარმოადგენს პროვიტამინ A-ს, რომელიც ორგანიზმის საჭიროების მიხედვით გარდაიქმნება A ვიტამინად, ძლიერი ანტიოქსიდანტია;
• ბეტა-კაროტინი აუცილებელია მხედველობის, კანის და იმუნური სისტემის სიჯანსაღისათვის;
სელბიცინკი რეკომენდებულია მინერალების დეფიციტის დროს, რეპროდუქციული, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის. აფერხებს დაბერების პროცესებს მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედების ხარჯზე. სელბიცინკი რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დროს, ხელს უშლის ნიქტალოპიის და კონიუნქტივიტის განვითარებას.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
მიიღება 1-2 კაფსულა დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.