NUROPLEX B12, TAB N30

33.20

  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Tablet
  • Package: № 30
  • Dose: 1000 mg
  • User group: Male , Female , Child
  • EAN/UPC Bar Code: 0769503205601

ნუროპლექსი B12

საკვები დანამატი

N30 ტაბლეტი

შემადგენლობა:

ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) – 1000 მკგ

მეთილკობალამინი (ვიტ.B12)  წარმოადგენს B12-ის აქტიურ ფორმას, ციანკობალამინთან შედარებით მეთილკობალამინი ბევრად უკეთ ტრანსპორტირდება  ნერვულ ქსოვილში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზში. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეთილკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. მეთილკობალამინი  ასევე ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს, რომლებიც ჩართულია ტრანსმეთილირების რეაქციაში,  რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული ნერვული ქსოვილების რეგენერაციისათვის, უშუალოდ მეთილკობალამინი მონაწილეობს აქსონების მიელინიზაციის პროცესში, იცავს ნეიროტოქსიურობისაგან ტვინის უჯრედებს მეთილირების ზრდის ხარჯზე, მონაწილეობს ძილის ჰორმონ მელატონინის სინთეზში და აწესრიებს ძილს, გააჩნია დეზინტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას და ამცირებს მეგალობლასტური ანემიის განვითარების რისკს.

ნუროპლექსი B12 – ის გამოყენება რეკომენდებულია პერნიციოზული, მეგალობლასტური, ვიტ B12 დეფიციტური ანემიისა და  სხვადასხვა ტიპის ანემიების კომპლექსურ თერაპიაში, დიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათიების, პერიფერიული ნევრიტების, ტკივილის სინდრომის, დეპრესიის, ძილის დარღვევის, კოგნიტური დისფუნქციის, ქრონიკული დაღლილობის შემთხვევაში, ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის დერმატოზების დროს, ჰიპოტროფიის, ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში, მხედველობის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.

რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის პრობები:

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ფორმა და შეფუთვა: N 30 ტაბლეტი მინის ბოთლში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

დამზადებულია შპს გლობალ ცბს -თვის Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti მიერ.