MINERALKALCI, TAB N30

34.80

  • Pharmacy purchasing terms: Issued without a prescription.
  • Production form: Tablet
  • Package: № 30
  • Dose: 1000 mg
  • User group: Male , Female
  • EAN/UPC Bar Code: 0725765033284
მინერალკალცი
ტაბლეტი N30
შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი 1000მგ
ვიტამინი D3 400 სე
თუთია 10 მგ
ვიტამინი K1 (ფილოქინონი) 50 მკგ
მინერალკალცი არის საკვები დანამატი ტაბლეტების სახით, რომელიც მაღალი დოზით შეიცავს კალციუმს,  ვიტამინ D-ს, თუთიას და ვიტამინ K1-ს. ამ კომპონენტებს აქვთ სინერგიული მოქმედება და აუცილებელია ორგანიზმში მრავალი პროცესის ნორმალური მიმდინარეობისათვის.
კალციუმი
აუცილებელია ნერვული, კუნთოვანი და სისხლმბადი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, აუცილებელია კბილების სიჯანსაღისთვის.
ვიტამინი D
ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, უზრუნველყოფს ძვლების და კბილების სიჯანსაღეს, აძლიერებს იმუნიტეტს.
თუთია
აუცილებელია მრვალი ორგანოსა და სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის ჩონჩხის, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემების.
ვიტამინი K1
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ოსტეოკალცინის სინთეზს და შესაბამისად, აბსორბირებული კალციუმის მაქსიმალურ ფიქსაციას ძვლოვან მატრიცაზე.
მინერალკალცი რეკომენდებულია კალციუმის დეფიციტისას, ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოტეხილობების შემდეგ, მენოპაუზის პერიოდში, როდესაც ძვლის რეზორბციის პროცესი ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის პროცესს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.