Hypertension

ჰიპერტენზია

იგივე სისხლის მაღალი წნევა (იგულისხმება არტერიული წნევა) წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას, რომლის დროსაც არტერიებში სისხლის წნევა შენარჩუნებულია ნორმაზე მაღალ დონეზე. 

ხშირად მაღალი წნევის მიუხედავად ადამიანს არ აქვს სიმპტომები.

• სწორედ ჰიპერტენზიაა ყველაზე გავრცელებული სიკვდილიანობის მიზეზების საფუძველი: გულის დაავადებების, ინსულტის, გულის უკმარისობის, მხედველობის დაკარგვის, პერიფერიული ვასკულური დაავადებების და თირკმლის ქრონიკული დაავადების. ანუ ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება-მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამეა რაც შეუძლია ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს.

• ჰიპერტენზია შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. უმეტესობა პირველადია (90-95 %) მარტივად რომ განვსაზღვროთ პირველადია როცა ჯერ თვითონ ჰიპერტენზია ვითარდება, მეორადია, როცა ჯერ სხვა დაავადებაა და მერე ის იწვევს ჰიპერტენზიას.

ჰიპერტენზიის განვითარების რისკს ზრდის: მოწევა, მაღალი წონა, ალკოჰოლი. მარილის დიდი ოდენობით მიღება.

განსაზღვრავენ ორ წნევას, სისტოლურს და დიასტოლურს (ადამიანები ზოგჯერ თავის და გულის წნევას ეძახიან გულის წნევაში გულისხმობენ დიასტოლურ წნევას). სინამდვილეში ეს წნევები წარმოადგენს სისხლძარღვებში მაქსიმალურ და მინიმალურ წნევას და მათ ქმნის გულის ფუნქციონირება და სისხლძარღვების მდგომარეობა ერთობლივად.

მაღალი წნევის ნიშნები და სიმპტომებია:

• თავის ტკივილი (განსაკუთრებით თავის უკანა ნაწილში დილით).

• თავბრუსხვევა

• შუილი ყურში

• სისუსტის შეგრძნება 

• მხედველობის პრობლემები

• გულის წასვლის ეპიზოდები.

• შფოთვა

• ჰიპერტენზიული კრიზი წარმოადგენს მდგომარეობას, როცა სისხლის წნევა არა უბრალოდ იმატებს ნორმაზე ზევით, არამედ ძალიან მაღალია. ასეთ შემთხვევაა  როცა სისტოლური წნევა მეტია – 180 მმ ვერცხლის წყლის სვეტით  და/ან  დიასტოლური  110 მმ ზე მეტი.

სისხლის წნევის კლასიფიკაცია ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით:

90-დან 120- მდე  და  60 -დან 80- მდე არის ნორმა (პირველი წერია სისტოლურის დიაპაზონი, მეორე დიასტოლური წნევის დიაპაზონი.).

120-139 ან  80-89  წარმოადგენს პრეჰიპერტენზიას

150-159 ან 90-99 პირველი სტადიის ჰიპერტენზია

160 ან მეტი ან  100 ზე მეტი  მეორე სტადიის ჰიპერტენზია.

180 ზე მეტი ან  110 ზე მეტი – ჰიპერტენზიული კრიზი.

პრევენცია – სანამ ჰიპერტენზია არ განვითარებულა პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მკურნალობა, ამიტომ პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

• ნორმალური სხეულის მასის ინდექსის შენარჩუნება.

• ნატრიუმის მიღების შემცირება <2,4 გ(შეესაბამება  6 გრამ მარილს).

• ფიზიკური აქტივობა. დღეში   30 წუთი ან მეტი ვარჯიში ყოველ დღე ან მინიმუმ 5 დღე მაინც კვირაში.

• ალკოჰოლის მიღების შემცირება დღეში  3 ერთეულზე ნაკლები კაცებისთვის  დღეში 2 ერთეულზე ნაკლები ქალებისთვის.  (1 ერთეული არის  10 მლ ან  8 გ სუფთა ალკოჰოლი).

• ხილი და ბოსტნეულის მიღება ყოველ დღე.

მკურნალობა:

სისხლის წნევის ყოველი ერთეულით შემცირებას მნიშვნელობა აქვს. მაგალითად   5 მმ  ვერცხლის წყლის სვეტით წნევის  შემცირება იწვევს  34 % ით ინსულტის რისკის შემცირებას. 21 % ით გულის იშემიური დაავადების შემცირებას. ასე რომ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

• ცხოვრების სტილის ცვლილება – ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის დროს: ვარჯიში (30-45 წუთი), წონაში კლება, კვების მოწესრიგება.  წონაში კლებას მაშინაც კი აქვს ეფექტი, როცა ადამიანს ისევ აქვს ჰიპერტენზია,  გართულებების რისკს ამცირებს.  სტრესის შემცირება ასევე მნიშვნელოვანია როგორც დამატებით დამხმარე საშუალება.

• წამლები – მედიკამენტებს რომლითაც ჰიპერტენზიას მკურნალობენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ჰქვიათ.   მათ მიეკუთვნება: თიაზიდები-დიურეტიკები, კალციუმის არხის ბლოკერები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები. ეს წამლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცაკლე ან ერთად გააჩნია მდგომარეობას.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

Post Article