ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ჰერბოდენტი კბილის პასტა

ჰერბოდენტი კბილის პასტა

მცენარეული კბილის პასტა

  • მწარმოებელი: Jaikaran Herbals
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: თავისუფალ გაყიდვაშია
  • რაოდენობა შეფუთვაში: №1
  • დოზა: 50 გრ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი
ჰერბოდენტი   

უნიკალური, აიურვედული, 21-ი სახის ინდური მცენარის ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტა.დამზადებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს სტანდარტების სრული დაცვით, მინიჭებული აქვს GMP სერტიფიკატი. Herbodent-ის ბუნებრივი კომპონენტები განაპირობებენ პირის ღრუს სანაციას. არ შეიცავს სინთეზურ ფტორს, ქიმიურ დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ცარცის ფხვნილს და ჟელატინს. Herbodent-ის მცენარეული კომპონენტები გამოირჩევა კონცენტრაციის მაღალი ხარისხით და სრულად ხდება მათი შეღწევადობა პირის ღრუს ლორწოვან გარსში. Herbodent-ი აგაცილებთ თავიდან პირის ღრუს ინფექციებს, იცავს კბილებს კარიესისგან, ებრძვის გინგივიტს, სტომატიტს და პაროდონტიტს, აქრობს კბილების მომატებულ მგრძნობელობას-(ჰიპერესთეზია) და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიმიკოზური მოქმედება, გამოიყენეთ ორჯერ დღეში განუსაზღვრელი ვადით, Herbodent-ის ხანგრძლივი გამოყენება პირის ღრუში ქმნის ბუნებრივი სავლების ეფექტს, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების (ბავშვებში გამოიყენება 2-ი წლიდან) პირის ღრუ და კბილები გარემო ინფექციებისაგან. დაიტანება მცირე რაოდენობით კბილის ჯაგრისზე (1/5)

ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
აშვონი იგივე ინდური (Carum copticum) - ასუფთავებს პირის ღრუს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.
ფლუორიტი (Vaikhanta bhasma) - შეიცავს კალციუმისა და ფტორის ნაერთს-კარიესის პროფილაქტიკა.
ინდური აზადირახტა (azadiraxta indice) - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება.
ქსანტოქსილი (Xsanthoxsilum alatum) - გამოიყენება სისხლმდენი ღრძილების დროს და მომატებული მგრძნობელობისას (ჰიპერესთეზია).
ბროწეული (Punika granatum) - გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
არაბული აკაცია (acacia Arabica) - გამოიყენება პირის ღრუს წყლულოვანი დაავადებებისას.
ტრიფალა (Triphala) - შეიცავს (Emblica officinalis,Terminalia chebula,Terminalia bellirica) - ახასიათებს სისხლდენის შემაჩერებელი და წყლულების საწინაღმდეგო მოქმედება.
ჩინური კვიპაროსი  (Vitex negundo) - ახასიათებს ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება.
მჟავე ემბელია (Embelia ribes) - ახასიათებს ანტიბაქტერიული, ნაწლავის ჩხირის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კბილის ჯაგრისზე დაიტანება მცირე რაოდენობით. გააჩნია ბუნებრივი მათეთრებელი მოქმედება.

მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved