ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ

ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ

პანთენოლი

  • მწარმოებელი: Emami limited
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: კრემი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 1
  • დოზა: 35 მლ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი
  • EAN/UPC შტრიხ კოდი: 8901248341004
გამოყენების ინსტრუქცია

ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ
სამმაგი მოქმედების კრემი

კანის რეგენერაციის სტიმულაციის კომპლექსური პროდუქტი
შემადგენლობა: 
პანთენოლი, თუთიის ოქსიდი, ქლორჰექსიდინი, ბაზილიკი, ალოე ვერა, გვირილა, კალენდულა,  
აზიური ცენტელა
გამოშვების ფორმა:
ადგილობრივი გამოყენების კრემი
ინგრედიენტის  თვისებები:
ბორო პლიუსი პანთენოლი სამმაგი მოქმედების კრემი - ეს არის  კომპლექსური პროდუქტი,  რომელიც უზრუნველყოფს კანის რეგენერაციას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო  და დერმატოპროტექტორული მოქმედება. პანთენოლის საფუძველზე შექმნილი კრემი, კანის უჯრედების რეგენერაციის ეფექტური სტიმულატორია, იგი გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტების სამკურნალო თვისებებით.
ბაზილიკის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებების კომბინაცია თუთიის ოქსიდთან და ქლორჰექსიდინთან უზრუნველყოფს საიმედო ანტიბაქტერიულ დაცვას.
ალოე ვერას, გვირილის და კალენდულას კომპლექსი ეფექტურად ამშვიდებს კანს და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.
პანთენოლს გააჩნია ძლიერი რეგენერაციული  თვისება, ხელს უწყობს ეპიდერმისის სწრაფ აღდგენას, 
აზიური ცენტელა, ინტენსიურად ატენიანებს კანს ღრმა შრეების დონეზე
დოზირება და გამოყენების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ბავშვები:
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. წაისვით თხელი ფენა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში  დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია კრემის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება. 
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
დამწვრობა, ნაწოლები.
ტროფიკული წყლული.
ჰერპესი.
ნახეთქები (ანალური).
კანის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
კანის ცუდად შეხორცებადი ტრანსპლანტანტები.
კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან.
პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
აბსცესები, ფურუნკულოზი.
ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას:
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა:
35 მლ კრემი სილიკონის ტუბში, 1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები: 
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
EMAMI  LTD    Kolkata-700107, India
გაცემის წესი: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მიმოხილვის დამატება

© 2017 CBS.GE . All rights reserved