ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ზიმონზი-8

ზიმონზი-8

ონდანსეტრონი

  • მწარმოებელი: ZIM Laboratories Limited
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი. გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
  • გამოშვების ფორმა: სტრიპი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 10
  • დოზა: 8 მგ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი

გამოყენების ინსტრუქცია

ზიმონზი-8
ZIMONZ-8

ონდანსეტრონი ორალური
დეზინტეგრირებადი სტრიპი 8 მგ
სავაჭრო დასახელება:
ზიმონზი-8
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:
ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდი
ფარმაცევტული ფორმა:
ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი
შემადგენლობა:
ყოველი ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი შეიცავს:
ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდი USP
50 მგ ონდანსეტრონის ექვივალენტური
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიემეტური და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5-HT3) ანტაგონისტები. 
ათქ კოდი: A04AA01
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი: ონდანსეტრონი არის 5-HT3 რეცეპტორების ძლიერი სელექციური ანტაგონისტი. გულისრევის და ღებინების კონტროლის ზუსტი მექანიზმი უცნობია. ქიმიოთეაპიულმა აგენტებმა და რადიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს 5-HT გამოთავისუფლება წვრილ ნაწლავში და ღებინების რეფლექსი ვაგუსის აფერენტების გააქტიურებით 5-HT3 რეცეპტორების საშუალებით. ონდანსეტრონი ბლოკავს ამ რეფლექსის წარმოქმნას. ვაგუსის აფერენტების აქტივაციამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს 5-HT გამოთავისუფლება area postrma-ს მიდამოში, რომელიც მდებარეობს მეოთხე პარკუჭის ფსკერზე, ამან აგრეთვე შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ღებინებას ცენტრალური მექანიზმით. აქედან გამომდინარე ონდანსეტრონის ეფექტი ციტოტოქსიური ქიმიო და რადიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების მენეჯმენტში შესაძლოა განპირობებული იყოს 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონიზმით, რომლებიც მდებარეობს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. 
პოსტ-ოპერაციული გულისრევის და ღებინების დროს მოქმედების მექანიზმი უცნობია, მაგრამ შეიძლება არსებობდეს საერთო გზები ციტოტოქსიურობით გამოწვეული გულისრევის და ღენიბების დროს.
ონდანსეტრონი არ მოქმედებს პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციაზე. ოპიატებით გამოწვეული ღებინების დროს ონდანსეტრონის როლი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. 
ფარმაკოკინეტიკა:
ნერწყვთან კონტაქტის შემდეგ დეზიინტეგრირდება რამდენიმე წუთში. ორალური მიღების შემდეგ ონდანსეტრონის დისპოზიცია ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდის მსგავსია და დაახლოებით 3 საათს შეადგენს, მყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 140 ლ-ს. ონდანსეტრონი მაღალი მასშტაბით არ უკავშირდება ცილებს (70-76%) და სისტემური ცირკულაციიდან ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზმით გამოიყოფა, მრავლობითი ენზიმური გზებით. შეწოვილი დოზის 5%-ზე ნაკლები უცვლელად გამოიყოფა შარდში. CYP2D6 ენზიმის არ არსებობა (დებრისოქინის პოლიმორფიზმი) არ მოქმედებს ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე. ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები უცვლელია განმეორებითი დოზირებისას. 
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები:
ბავშვები და მოზარდები (1 თვის-17 წლის): 1-4 თვის პედიატრული ასაკის პაციენტებში (n=19), რომლებიც ოპერაციას იტარებენ წონით ნორმალიზებული კლირენსი დაახლოებით 30%-ით უფრო დაბალი იყო ვიდრე 5-24 თვის პაციენტებში (n=22), მაგრამ შედარებადი იყო 3-12 წლის პაციენტებთან. 1-4 თვის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 6.7 საათს შეადგენდა, 5-24 თვის  და 3-12 წლის პაციენტებში-2.9 საათს. 1-4 თვის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავება შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას ორგანიზმში წყლის უფრო მაღალი შემცველობით ახალშობილებში და ჩვილებში და წყალში ხსნადი პრეპარატების უფრო დიდი განაწილების მოცულობით, როგორიცაა ონდანსეტრონი.
3-12 წლის პედიატრული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ელექტიურ ოპერაციას იტარებენ ზოგადი ანესთეზიით, ონდანსეტრონის კლირენსი და განაწილების მოცულობის აბსოლუტური მაჩვენებლები შემცირებული იყო მოზრდილებთან შედარებით. ორივე პარამეტრი ხაზოვნად იზრდება წონასთან ერთად და 12 წლის ასაკისთვის მაჩვენებლები ახალგაზრდა მოზრდილების მსგავსი იყო. როდესაც კლირენსი და განაწილების მოცულობა ნორმალიზდებოდა წონით, ამ პარამეტრების მნიშვნელობები მსგავსი იყო სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. წონაზე დაფუძნებული დოზირების გამოყენება ახდენს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების კომპენსაციას და ეფექტურია სისტემური ექსპოზიციის ნორმალიზებისთვის პედიატრულ პაციენტებში. 
ხანდაზმულები: ჯანმრთელი ხანდაზმული მოხალისეების კვლევებმა აჩვენა კლირენსის ასაკთან დაკავშირებული მცირედ დაქვეითება და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა. ონდანსეტორნის დისპოზიციისას ნაჩვენები იყო გენდერული განსხვავებები, ქალებში უფრო მაღალი იყო აბსორბციის სისწრაფე და მასშტაბი ორალური დოზირების შემდეგ და შემცირებული იყო კლირენსი და განაწილების მოცულობა (წონის მიხედვით). 
თირკმლის დაზიანება: თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ) შემცირებულია სისტემური კლირენსი და განაწილების მოცულობა, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე, მაგრამ კლინიკურად უმნიშვნელო ზრდას (5.4 საათი). თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების კვლევამ, რომლებიც რეგულარულ ჰემოდიალიზს საჭიროებდნენ აჩვენა, რომ ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა ძირითადად არ იცვლებოდა.
ღვიძლის დაზიანება: ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირებულია ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდით (15-32 საათი) და ორალური ბიომისაწვდომლობა 100%-ს აღწევს პრე-სისტემური მეტაბოლიზმის შემცირების გამო. 
თერაპიული ჩვენება:
მოზრდილები: ონდანსეტორნი ნაჩვენებია ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების მენეჯმენტისთვის. ონდანსეტრონი ნაჩვენებია პოსტ-ოპერაციული გულისრევის და ღებინების (PONV) პრევენციისთვის. დადგენილი PONV მკურნალობისთვის რეკომენდებულია ინექციით გამოყენება.
პედიატრული პოპულაცია: ონდანსეტრონი ნაჩვენებია ≥6თვის ბავშვებში ციტოტოქსიური ქიმიო და რადიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების მენეჯმენტისთვის. 
დოზირება და მიღების წესი:
ქიმიო და რადიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება: 
მოზრდილები: კიბოს მკურნალობის ემეტოგენური პოტენციალი ვარირებს დოზების და ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის გამოყენებული რეჟიმების კომბინაციის მიხედვით. დოზის რეჟიმის შერჩევა უნდა მოხდეს ემეტოგენური გამოწვევის სიმწვავის მიხედვით. 
ემეტოგენური ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია:
ონდანსეტრონის მიღება შეიძლება ორალურად. 
ონდანსეტრონი ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი არის ორალური ფორმულა. რეკომენდებული ორალური დოზაა 8 მგ მკურნალობამდე 1-2 საათით ადრე, შემდეგ 8 მგ 12 საათის შემდეგ. პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინებისგან დასაცავად ონდანსეტრონის ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსიდან 5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული ორალური დოზაა 8 მგ ორჯერ დღეღამეში. 
ხანდაზმულები: ონდანსეტრონი კარგად აიტანება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მიერ და საჭირო არ არის დოზირების, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის ცვლილება. 
პოსტ-ოპერაციული გულისრევა და ღენიბება (PONV) 
მოზრდილები: პოსტ-ოპერაციული გულისრევის და ღებინების პრევენცია (PONV)
პოსტ-ოპერაციული გულისრევის და ღეინების პრევენციისთვის რეკომენდებული დოზაა 16 მგ ანესთეზიამდე 1 საათით ადრე. ალტერნატიულად 8 მგ ანესთეზიამდე ერთი საათით ადრე, შემდეგ 8 მგ ორი დოზა რვა საათიანი ინტერვალით. 
პედიატრული პოპულაცია: PONV ≥1თვის ბავშვებში და მოზარდებში:
კვლევები არ ჩატარებულა ორალურად მიღებული ონდანსეტრონისთვის პოსტ-ოპერაციული გულისრევის და ღებინების პრევენციის ან მკურნალობისთვის. 
ხანდაზმულები: არსებობს ონდანსეტრონის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება PONV –ს პრევენციის და მკურნალობისთვის ხანდაზმულებში, თუმცა ონდანსეტრონი კარგად აიტანება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ. 
პაციენტები თირკმლის დაზიანებით:
საჭირო არ არის სადღეღამისო დოზის ან დოზირების სიხშირის, მიღების მეთოდის ცვლილება. 
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით:
ონდანსეტრონის ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება და შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში. ამ პაციენტებში არ შეიძლება 8 მგ სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. 
პაციენტები სპარტეინის/დებრიზოქინის ცუდი მეტაბოლიზმით:
ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სუბიექტებში, რომლებშიც სუსტია სპარტეინის და დებრიზოქინის მეტაბოლიზმი. შედეგად ამგვარ პაციენტებში განმეორებითი დოზირებისას პრეპარატის ექსპოზიციის დონე არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციიდან. საჭირო არ არის სადღეღამისო დოზის და დოზირების სიხშირის ცვლილება. 
მიღების წესი:
ენაზე მოთავსება, გახსნა და ორალურად გადაყლაპვა. 
უკუჩვენება:
აპომორფინთან ერთად გამოყენება
მომატებული მგრძნობელობა ფორმულის კომპონენტების მიმართ. 
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ მომატებული მგრძნობელობა 5HT3 რეცეპტორების სხვა სელექციური ანტაგონისტებისადმი. რესპირატორულ მოვლენებს სიმპტომურად უნდა უმკურნალონ და ექიმებმა მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც მომატებული მგრძნობელობის რეაქციების წინამორბედებს. 
ონდანსეტრონი ახანგრძლივებს QT ინტერვალს დოზადამოკიდებულად. დამატებით Torsades de Pointers პოსტმარკეტინგული შემთხვევები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ონდანსეტრონს იღებდნენ. ონდანსეტრონის გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თანდაყოლილი გრძელი QT სინდრომი. ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან შეიძლება განუვითარდეთ QTc გახანგრძლივება, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსც აღენიშნებათ ელექტროლიტური ანომალიები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ბრადიარითმია ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს QT გახანგრძლივებას ან ელექტროლიტურ ანომალიებს. 
ონდანსეტრონის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ჰიპოკალიემიის და ჰიპომაგნიემიის კორექცია. 
პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილია პაციენტები სეროტონინის სინდრომით (დაზიანებული მენტალური სტატუსის, ავტონომიური არასტაბილურობით და ნერვ-კუნთოვანი ანომალიების ჩათვლით) ონდანსეტრონის და სხვა სეროტონინერგული პრეპარატების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRI) და სეროტონინ ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SSRIs) ჩათვლით). თუ ონდანსეტრონის და სხვა სეროტონინერგული პრეპარატების ერთად მიღება კლინიკურად გამართლებულია, საჭიროა პაციენტზე შესაბამისი დაკვირვება. 
რადგან ონდანსეტრონი ზრდის მსხვილ ნაწლავში გავლის დროს, მიღების შემდეგ საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქციის ნიშნები. 
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ადენოტონზილებზე ოპერაცია გულისრევის და ღებინების ონდანსეტრონით პრევენციამ შეიძლება შენიღბოს ფარული სისხლდენა. აქედან გამომდინარე ონდანსეტრონის მიღების შემდეგ საჭიროა ამ პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვება. 
პედიატრული პოპულაცია:
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების გამოსავლენად საჭიროა პედიატრული პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, რომლებიც ჰეპატოტოქსიურ ქიმიოთერაპიულ აგენტებს იღებენ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ონდანსეტრონი აინჰიბირებს ან აინდუცირებს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს. სპეციფიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ურთიერთქმედება არ აღინიშნება, როდესაც ონდანსეტრონი გამოიყენება ალკოჰოლთან, ტემაზეპამთან, ფუროსემიდთან, ალფენტანილთან, ტრამადოლთან, მორფინთან, ლიდოკაინთან, თიოპენტალთან ან პროპოფოლთან ერთად. 
ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 მრავლობითი ენზიმებით: CYP3A4, CYP2D6, CYP1A2. ონდანსეტრონის მეტაბოლიზმის უნარის შემცირება (მაგ. CYP2D6 გენეტიკური დეფიციტი) ჩვეულებრივ სხვა ენზიმებით კომპენსირდება და უნდა გამოიწვიოს ონდანსეტრონის კლირენსის ან დოზის საჭიროების მცირე ან უმნიშვნელო ცვლილება. 
სიფრთხილეა საჭირო როდესაც ონდანსეტრონი გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და/ან იწვევს ელექტროლიტების ანომალიებს. 
QT გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად ონდანსეტრონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT-ს დამატებით გახანგრძლივება. კარდიოტოქსიურ პრეპარატებთან (მაგ. ანტრაციკლინები როგორიცაა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზუმაბი), ანტიბიოტიკებთან (როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი), ანტიარითმულ საშუალებებთან (როგორიცაა ამიოდარონი), და ბეტა-ბლოკერებთან (როგორიცაა ატენოლოლი ან თიმოლოლი) ერთად ონდანსეტრონის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიის რისკი. 
სეროტონინერგული პრეპარატები (SSRI, SNRI): პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილია პაციენტები სეროტონინის სინდრომით (დაზიანებული მენტალური სტატუსის, ავტონომიური არასტაბილურობით და ნერვ-კუნთოვანი ანომალიების ჩათვლით) ონდანსეტრონის და სხვა სეროტონინერგული პრეპარატებს (SSRI და SNRIs) ჩათვლით).
აპომორფინი: ღრმა ჰიპოტენზიის და ცნობიერების დაკარგვის ანგარიშების საფუძველზე, რომლებიც აღინიშნა ონდანსეტრონის აპომორფინის ჰიდროქლორიდთან ერთად გამოყენებისას, აპომორფინთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია. 
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი: პაციენტებში, რომლებიც CYP3A4 ძლიერი ინდუქტორებით მკურნალობენ (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი) ონდანსეტრონის ორალური კლირენსი იზრდებოდა და სისხლში ონდანსეტრონის კონცენტრაცია ქვეითდებოდა. 
ტრამადოლი: მცირე კვლევების მონაცემები აჩვენებენ, რომ ონდანსეტრონი შეიძლება ამცირებდეს ტრამადოლის ანალგეზურ ეფექტს. 
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
უცნობია უსაფრთხოა თუ არა ონდანსეტრონი ორსულობის დროს. თუ ორსულად ხართ, თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ონდანსეტრონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
თუ იღებთ ონდანსეტრონს თავი შეიკავეთ ძუძუთი კვებისგან. იმიტომ რომ მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს. 
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ფსიქომოტორულ ტესტირებაში ონდანსეტრონი არ აზიანებს ქმედითუნარიანობას და არ იწვევს სედაციას. ონდანსეტრონის ფარმაკოლოგიიდან მოსალოდნელი არ არის ამ აქტივობებზე დამაზიანებელი ეფექტები. 
არასასურველი ეფექტები:
ქვემოთ გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით.
სიხშირის ჯგუფები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი ≥1/10, ხშირი ≥.100-<1/10, ნაკლებად ხშირი ≥1/000-<1.100, იშვიათი ≥1/10000-<1/1000, ძალიან იშვიათი <1/10,000.
შემდგომი სიხშირეები შეფასებულია ონდანსეტრონის სტანდარტული რეკომენდებული დოზების გამოყენებისას. ბავშვებში და მოზარდებში გვერდითი მოვლენების პროფილი მოზრდილებთან შედარებადი იყო. 
ძალიან ხშირი:  თავის ტკივილი
ხშირი:  სითბოს შეგრძნება ან ალები, ყაბზობა. 
ნაკლებად ხშირი: კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევები (ექსტრაპირამიდული რეაქციების ჩათვლით როგორიცაა დისტონიური რეაქციები, ოკულოგირული კრიზისი და დისკინეზია), არითმიები, გულმკერდის ტკივილი ST სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სლოკინი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ასიმპტომური ზრდა. 
იშვიათი: დაუყოვნებელი ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მწვავე, ანაფილაქსიის, QT გახანგრძლივების ჩათვლით. 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები და ნიშნები: აღწერილი გამოვლინებები მოიცავს მხედველობის დარღვევებს, მწვავე ყაბზობას, ჰიპოტენზიას და ვაზოვაგალურ ეპიზოდს ტრანზიტორული მეორე ხარისხის AV ბლოკადით, ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი. პატარა ბავშვებში ორალური დოზის გადაჭარბების შემდეგ აღწერილია სეროტონინული სინდრომის შესაბამისი მოვლენები. ონდანსეტრონის უყურადღებობის გამო დოზის გადაჭარბებისას აღწერილია სეროტონინულ სინდრომთან შესაბამისი პედიატრული შემთხვევები. 
მკურნალობა: არ არსებობს ონდანსეტრონის სპეციფიური ანტიდოტი, აქედან გამომდინარე ჭარბი დოზირების საეჭვო ყველა შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და დამხმარე თერაპია. ონდანსეტრონის ჭარბი დოზირების მკურნალობისთვის იპეკაკუანას გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ნაკლებსავარაუდოა პასუხი თვითონ ონდანსეტრონის ანტიემეტური მოქმედების გამო. 
კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები:
არ არსებობს მნიშვნელოვანი დამატებითი მონაცემები. 
შეუთავსებლობა:
უცნობია. 
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
10x1 სტრიპი. 
შენახვის ვადა:
2 წელი.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას. 
პრეპარატის გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ზიმ ლაბორატორის ლიმიტედ
ბ-21/22 მიდც არეა, კალმეშვარი
ნაგპური 441 501, მაჰარაშტრას შტატი
ინდოეთი
დამზადებულია თინორალის® ტექნოლოგიის გამოყენებით. 

მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved