ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ეპოვინ ფორტე
  • ეპოვინ ფორტე

ეპოვინ ფორტე

ომეგა-6 და ვიტამინი E

  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • მწარმოებელი: Bioleys UK
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: თავისუფალ გაყიდვაშია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 30
  • დოზა: 1000 მგ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი
ეპოვინ ფორტე
ომეგა -6   და   ვიტამინი E

ინგრედიენტები : 
კვებითი ღირებულება
ერთი გრამი (ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა) შეიცავს :
ენერგეტიკული ღირებულება        2.05 კკალ
ნახშირწყლები                                    0.51 გ
პროტეინი                                            0.07 გ
ცხიმი                                                    0.02 გ
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :
საღამოს ფურისულას ზეთი            1000 მგ
(ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო)
ვიტამინი E                                           25 მგ
შეიცავს  ნებადართულ სინთეზურ საკვებ საღებავ ნივთიერებებს  და  II კლასის კონსერვანტებს.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
რას წარმოადგენს ეპოვინ ფორტე?
ეპოვინ ფორტეს რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს საღამოს ფურისულას ზეთს, რომელიც არის ომეგა-6-ის მდიდარი ბუნებრივი წარო, ის აუცილებელია პროსტაგლანდინების წარმოებისათვის, რათა უწყვეტად და ეფექტურად შენარჩუნდეს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები. მასში შემავალი ვიტამინი E უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ინარჩუნებს ცხიმოვანი მჟავების მთლიანობას. ეპოვინ ფორტე ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში. აჯანსაღებს კანს, თმას და ძვლოვან ქსოვილს, ასევე, ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შემცირებას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ. ეპოვინ ფორტე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, აკნეს და მენოპაუზის დროს.
ეპოვინ ფორტეს ჟელატინის კაფსულები ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას :
ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას.
ეხმარება კანის სიმპტომების ალაგებაში, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, აკნე და ფსორიაზი.
ხელს უწყობს პრემენსტრუალური და მენსტრუალური სიმპტომების შემცირებას.
ეხმარება მკერდის ტკივილის(მასტალგია) შემცირებაში მასტოპათიის დროს.
ამცირებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.
ხელს უწყობს ნერვული დაზიანებების თავიდან აცილებას დიაბეტის დროს (დიაბეტური ნეიროპათია).
ვიტამინი E, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. 
ყოველდღიური ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის არსებობს დაახლოებით 50 ძირითადი ელემენტი, რომელიც ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. ისინი ითვლება „აუცილებლად“, რადგან ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს მათ. ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი საკვებიდან. EPO არის ერთ-ერთი ასეთი ცნობილი საკვები დანამატი, რომელიც წარმატებულად გამოიყენება პრედმენსტრუალური სინდრომის სიმპტომატიკის შესამსუბუქებლად. ასევე, ეფექტურია, როგორც დამხმარე საშუალება, ართრიტის, ჰიპერქოლესტერინემიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რასაც განპირობებს მასში შემავალი ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები. ასევე ეფექტურია სხვადასხავა დააავადებების და სიმპტომების დროს. ეხმარება წონაში კლებას დიეტის გარეშე, აუმჯობესებს ლიპიდურ სპექტრს, ამცირებს ტკივილს რევმატოიდული ართრიტის დროს.
საღამოს ფურისულა, ეს არის ყვავილოვანი მცენარე, რომელიც, ასევე ცნობილია, როგორც: ენოთერა ბიენის, მეფის ყოვლის მკურნალი, ღამის ტირიფი, მზის წვეთი და პლანეტის ცხელება. საღამოს ფურისულა გამოიყენებოდა ალტერნატიულ მედიცინაში, როგორც გულის დააავადებების, მაღალი ქოლესტერინის, სისიხლის მიმოქცევის დარღვევების, პრემენსტრუალური სინდრომის, ენდომეტრიოზის, მკერდის ტკივილის, მენოპაუზის, ეგზემის, ფსორიაზის, აკნეს, ოსტეოართროზის და გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. ასვე გამოიყენებოდა კიბოს, ალცჰეიმერის დაავადების, ასთმის, დიაბეტის, ჰიპერაქტიურობის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს.
დოზირება :  მოზრდილებში:  თითო კაფსულა ორჯერ დღეში, კვების შემდეგ.
გაფრთხილება :
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ სიმპტომები გრძელდება მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ დახმარების  გაწევა, თუ საკვებიდან არ   ხდება საკმარისად მათი მიღება. ვიტამინების დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება.
საკვები დანამატი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ჩანაცვლება მარავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის. თუ ხართ ორსული, მეძუძური ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ ხართ დაავადებული ეპილეფსიით, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება :
გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი.
ისევე, როგორც ნებისმიერმა ზეთმა, ენოთერას ზეთმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინების შეგრძნება მშიერ კუჭზე, ამ შემთხვევაში მიიღეთ საკვებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია:  უსაფრთხოება დადგენილი არ არის. 
შენახვის პირობები :  შეინახეთ არაუმეტეს  25 °C- ზე, დაიცავით პირდაპირი  მზის სხივებისგან.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
მწარმებელი:
Bioleys Care Ltd.
Kemp House, 160 City Road, London, EC1V 2NX

მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved