ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ჰერბოდენტი პირის ღრუს სავლები

ჰერბოდენტი პირის ღრუს სავლები

ჰერბოდენტი მცენარეული პირის ღრუს სავლები

  • მწარმოებელი: Jaikaran Herbals
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: თავისუფალ გაყიდვაშია
  • გამოშვების ფორმა: ფლაკონი 100 მლ
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 1
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი

ჰერბოდენტი მცენარეული პირის ღრუს სავლები


მცენარეული შემადგენლობის პირის ღრუს სავლები

შემადგენლობა: ყოველი 10 მლ შეიცავს:

Menthol
14 მგ                                                                                                                                                                               
Saunf oil
2.5 მგ
Dalchini oil
2.5 მგ
Clove bud oil
2.5 მგ
Gandhpura oil 
2.5 მგ
Thymol
1,25 მგ

დამატებითი ინგრედიენტები:

კონსერვანტები და ფერის მიმცემი ნივთიერებები.

მენთოლი (Menthol) - პიტნის ზეთიდან მიღებული ორგანული შენაერთია, აქვს გამოხატული ანტიმიკოზური, ადგილობრივი ანალგეზიური და პირის ღრუს გამაგრილებელი ეფექტი.

ცერეცოს ზეთი (Saunf oil) - მდიდარია ეთერზეთებით, C, A, B, K და E ვიტამინებით. გამოხატული აქვს ანტისეპტიკური თვისებები, ხელს უშლის კბილებზე ნადების დაგროვებას.

დარიჩინის ზეთი (Dalchini oil) - აქვს გამოხატული ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება. აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.

მიხაკის კვირტების ზეთი (Clove bud oil) – შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებსა და ფლავანოიდებს: ევგენოლს, ევგენილაცეტატს და კარიოფილინს, რომლებიც განაპირობებენ მის ანტისეპტიკურ, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანტიმიკრობულ და სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტებს.

განდპურის ზეთი (Gandhpura oil) – შეიცავს ფენოლებს, მათ შორის გაულთერინს და სალიცილის მჟავას, აქვს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები.

თიმოლი (Thymol) – 2-იზოპრილ-5-მეთილფენოლია, აქვს გამოხატული ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებები.

ჩვენებები:

კარიესი და კბილების მომატებული მგრძნობელობა;

სტომატიტი, აფთოზური წყლულები პირის ღრუში, გინგივიტი;

პირის ღრუს ინფექციები;

ნადები ენაზე და კბილებზე;

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან;

გამოყენების წესი:

დაიგუბეთ პირის ღრუში 10 მლ ( დაახლოებით 2 თანდრთული მზომი ჭიქა) 2 წუთის განმავლობაში, ან უფრო ხანგრძლივად და გადმოღვარეთ. არ მიიღოთ სითხე, ან საკვები 20 წუთის განმავლობაში.

ამოშვების ფორმა:

100 მლ პოლიეთილენის ბოთლი თანდართული მზომი ჭიქით.

შენახვის ვადა: 2 წელი

მიმოხილვის დამატება

© 2017 CBS.GE . All rights reserved