ცხელი ხაზი: 247 54 44
  • გოლდ L-კარნიტინი 1000   ქრომით

გოლდ L-კარნიტინი 1000 ქრომით

გოლდ L-კარნიტინი 1000 ქრომით

  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • მწარმოებელი: Olimp Laboratories
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: თავისუფალ გაყიდვაშია
  • გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 20
  • დოზა: L-კარნიტინი - 1000 მგ; ქრომი - 40 μg
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი
  • EAN/UPC შტრიხ კოდი: 5901330079047
გოლდ L-კარნიტინი 1000   ქრომით

შუშხუნა ტაბლეტი
კვებითი ღირებულება - 1 აბი % NRV*
ლ-კარნიტინი  1000 მგ
ქრომი 40 μg  100%

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი;  მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა,ნატრიუმის კარბონატი;  შემავსებელი - სორბიტოლი; სტაბილიზატორი - პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები - საქაროზა, სუკრალოზა; არომატიზატორი - კაროტინი (ფორთოხლის არომატისთვის).

გოლდ  L-კარნიტინი 1000  ქრომით - არის საკვები დანამატი შუშხუნა ტაბლეტების ფორმით, L-კარნიტინისა და ქრომის პიკოლინატის შემცველობით. პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს.
L-კარნიტინი - B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L-კარნიტინი - აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
L-კარნიტინი - ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ქრომი - ხელს უწყობს  ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
რეკომენდირებული დოზა: 1 ტაბლეტი, გახსენით  200 მლ წყალში. 
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.
შენახვის პირობები: გაუხსნელი, ინახება მშრალ, სინათლისდან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

მიმოხილვის დამატება

© 2017 CBS.GE . All rights reserved