ცხელი ხაზი: 247 54 44
  • იპოვინი ფორტე

იპოვინი ფორტე

ომეგა - 6 და ვიტამინი - E

  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • მწარმოებელი: PromoPharma SPA
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: თავისუფალ გაყიდვაშია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 30
  • დოზა: 42.2 გ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი
იპოვინი ფორტე
ომეგა - 6   და   ვიტამინი - E


ინგრედიენტები : 
კვებითი ღირებულება
ერთი გრამი (ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა) შეიცავს :
ენერგეტიკული ღირებულება        2.05 კკალ
ნახშირწყლები                                   0.51 გ
პროტეინი                                           0.07 გ
ცხიმი                                                   0.02 გ
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :
საღამოს ფურისულას ზეთი                1000 მგ
(ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო)
ვიტამინი E                                           25 მგ
შეიცავს  ნებადართულ სინთეზურ საკვებ საღებავ ნივთიერებებს  და  II კლასის კონსერვანტებს.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
რას წარმოადგენს იპოვინ ფორტე?
იპოვინ ფორტეს რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს საღამოს ფურისულას ზეთს, რომელიც არის ომეგა-6-ის მდიდარი ბუნებრივი წარო, ის აუცილებელია პროსტაგლანდინების წარმოებისათვის, რათა უწყვეტად და ეფექტურად შენარჩუნდეს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები. მასში შემავალი ვიტამინი E უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ინარჩუნებს ცხიმოვანი მჟავების მთლიანობას. იპოვინ ფორტე ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში. აჯანსაღებს კანს, თმას და ძვლოვან ქსოვილს, ასევე, ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შემცირებას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ. იპოვინ ფორტე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, აკნეს და მენოპაუზის დროს.
იპოვინ ფორტეს ჟელატინის კაფსულები ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას :
ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას.
ეხმარება კანის სიმპტომების ალაგებაში, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, აკნე და ფსორიაზი.
ხელს უწყობს პრემენსტრუალური და მენსტრუალური სიმპტომების შემცირებას.
ეხმარება მკერდის ტკივილის(მასტალგია) შემცირებაში მასტოპათიის დროს.
ამცირებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.
ხელს უწყობს ნერვული დაზიანებების თავიდან აცილებას დიაბეტის დროს (დიაბეტური ნეიროპათია).
ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის დარეგულირებას.
ვიტამინი E, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. 

დოზირება :  მოზრდილებში:  თითო კაფსულა ერთჯერ ან ორჯერ დღეში, კვების შემდეგ.
გაფრთხილება :
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ სიმპტომები გრძელდება მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ დახმარების  გაწევა, თუ საკვებიდან არ  ხდება საკმარისად მათი მიღება. ვიტამინების დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება.
საკვები დანამატი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ჩანაცვლება მარავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის. თუ ხართ ორსული, მეძუძური ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ ხართ დაავადებული ეპილეფსიით, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება :
გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი.
ისევე, როგორც ნებისმიერმა ზეთმა, ენოთერას ზეთმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინების შეგრძნება მშიერ კუჭზე, ამ შემთხვევაში მიიღეთ საკვებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია:  უსაფრთხოება დადგენილი არ არის. 
შენახვის პირობები : შეინახეთ არაუმეტეს  25 ° C- ზე, დაიცავით პირდაპირი  მზის სხივებისგან.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მიმოხილვის დამატება

© 2017 CBS.GE . All rights reserved