ცხელი ხაზი: 247 54 44
  • ატვ-10

ატვ-10

ატორვასტატინი

  • მწარმოებელი: ZEE Laboratories Ltd
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი. გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 30
  • დოზა: 10 მგ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი
  • EAN/UPC შტრიხ კოდი: 8904054612597

გამოყენების ინსტრუქცია

ატვ™-10/ATV™-10 ტაბლეტი

(ატორვასტატინის ტაბლეტები 10 მგ)

ჰოსპიტალის ან ლაბორატორიის ექიმებისთვის

შემადგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმის ატორვასტატინი აშშ ფარმაკოპეა

10მგ ატორვასტატინის ექვივალენტური

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:

შრატის ქოლესტერინის შემამცირებლები

ფარმაკოდინამიკა:

ატორვასტატინი არის HMG-Coa რედუქტაზას სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, დონე-მალიმიტირებელი ფერმენტი, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3 მეთილ-გლუტარილ კოფერმენტ A-ს, ქოლესტერინის ჩათვლით, მევალონატად, სტეროლის წინამორბედად. ღვიძლი არის მისი მოქმედების პირველადი უბანი და ქოლესტერინის სინთეზის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL-C) კლირენსის ძირითადი უბანი. ცხოველთა მოდელებში ატორვასტატინი ამცირებს პლაზმური ქოლესტერინის და ლიპოპროტეინის დონეებს HMG-Coa რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვით ღვიძლში და LDL-C რეცეპტორის რაოდენობის გაზრდით ღვიძლის უჯრედების უჯრედულ ზედაპირზე, უზრუნველყოფს რა LDL-C-ს გაძლიერებულ შთანთქმას და კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს LDL-C პროდუქციას და LDL-C ნაწილაკების რაოდენობას. დოზაზე დამოკიდებულების მიხედვით ატორვასტატინი ამცირებს აპოლიპოპროტეინ-B შემცველ ნაწილაკებს, პაციენტებში, ჰიპერქოლესტროლემიით. ატორვასტატინი იწვევს LDL-C რეცეპტორების აქტივობის ღრმა და მდგრად ზრდას, რომელიც მიმდინარეობს მოცირკულირე LDL-C ნაწილაკების ხარისხის ცვლილებასთან ერთად. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინს (total-C), LDL-C,  აპოლიპოპროტეინ-B–ს ნორმალურ მოხალისეებში და რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია. ის ასევე ამცირებს შრატის ტრიგლიცერიდებს (TG) და იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტერინის (HDL-C) აპოლიპროტეინ A-1–ის ცვალებად მატებას არაოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიაში და შერეულ დისლიპიდემიაში. 

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ვლინდება 1-2 საათის შემდეგ. ატორვასტატინის (საწყისი ნივთიერება) აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 12% და HMG-Coa რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობა არის დაახლოებით 30%. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება პრესისიტემური კლირენსით, გასტროინტენსტინურ ლორწოვან გარსში ან/და ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმით. Mმიუხედავად იმისა, რომ საკვები ამცირებს წამლის აბსორბციის ხარისხს და მოცულობას დაახლოებით 25% და 9%-ით შესაბამისად და როგორც ეს ფასდება Cmax და AUC-ით, LDL-C შემცირება მსგავსია, იმის მიუხედავად ატორვასტატინი ეძლევა პაციენტს საკვებითან ერთად თუ მის გარეშე. ატორვასტატინის პლაზმური კონცეტრაციები უფრო დაბალია (დაახლოებით 30% Cmax და AUC-თვის) პრეპარატის საღამოს მიღებისას ვიდრე დილით მიღებისას, თუმცა LDL-C შემცირება იგივეა პრეპარატის მიღების დროის მიუხედავად. 

განაწილება: ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა არის დაახლოებით 381 ლიტრი. ატორვასტატინი 98% ან მეტით უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. 

მეტაბოლიზმი: ატორვასტატინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4–ით ორთო-და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებად და სხვადასხვა ბეტა-ოქსიდაციურ პროდუქტად. HMG-Coa-ს in vitro ინჰიბირება ორთო-და პარაჰიდროქსილირებული პროდუქტებით ატროვასტატინის ინჰიბირების ექვივალენტურია. HMG-Coa რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორული აქტივობის დაახლოებით 70% აიხსნება აქტიური მეტაბოლიტებით. 

გამოყოფა: ატროვასტატინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველში ჰეპატური ან/და ექსტრაჰეპატური გზით; თუმცა, როგორც ჩანს, ის არ ექვემდებარება ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ატორვასტინი (საწყისი ნოვთიერების) საშუალო პლაზამური ნახევარგმოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს  დაახლოებით 14 საათს, მაგრამ HMG-Coa რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის ნახავარდაშლის პერიოდი არის 20-30 საათი, აქტიური მეტაბოლიტების მიმართ მათი წვლილის გამო. ატროვასტატინის დოზის 2%-ზე ნაკლები აღდგება შარდოთ ორალური მიღების შემდეგ. 

გერიატრიული პაციენტები: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები უფრო მაღალია (დაახლოებით 40% Cmax-თვის და 30% AUC-თვის) ჯანსაღ ხანდაზმულ პაციენტებში. (65 წელი და მეტი) ვიდრე ახალგაზრდა ზრდასრულებში. LDL-C შემცირება შედარება ხდება იგივე მაჩვენებელთან იმ ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებსაც მისცეს ატვ™-10 ის თანაბარი დოზები. 

პედიატრიული პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში ხელმისაწვდომი არ არის. 

სქესი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები ქალებში განსახვავდება (დაახლოებით 20%-ით მაღალია Cmax-თვის და 10%  დაბალია AUC-თვის) მამაკაცების მაჩვენებლებისგან. თუმცაღა არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება LDL-C შემცირებაში ატვ™-10-ით მამაკაცებსა და ქალებს შორის. 

რასა: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები თეთრკანიან და შავკანოან სუბიექტებში მსგავსია. 

ჩვენებები: 

ატვ™-10 ტაბლეტი ნაჩვენებია, როგორც დიეტაზე დამატების სახით აწეული საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინ-B, ტრიგლიცერიდების დონეების შესამცირებლად, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, შერეული დისლიპიდემია და ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. 

ატვ™-10 ტაბლეტი ასევე ნაჩვენებია საერთო – C და LDL-C შემცირებისთვის, პაციენტებში, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით სხვა ლიპიდების შემამცირებელი მკურნალობაზე (მაგალითად LDL აფერეზი) დამატების სახით ან თუ ასეთი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი. ლიპიდების შემამცირებელი ნივთიერებით თერაპია უნდა იყოს მრავლობითი რისკ-ფაქტორში ინტერვენციის კომპონენტი, პირებში, რომლებსაც აქვთ ათეროსკლეროზული ვასკულური დაავადების გაზრდილი რისკი, ჰიპერქოლესტერინემიის გამო. ლიპიდის შემცვლელი ნივთიერებები ასევე გამოყენებული უნდა იქნას კვებაში, რომელშიც შეზღუდულია ნაჯერი ცხიმები და ქოლესტერინი, მხოლოდ მაშინ, როდესაც დიეტაზე პასუხი და სხვა არაფარმაკოლოგური ღონისძიებები არის არაადექვატური. ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ჰიპერქოლესტერინემიის მეორადი მიზეზები (მაგალითად ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოიდიზიმი, ნეფროზული სინდრომი, დისპროტეინემია, ღვიძლის ობსტრუქციული დაავადება, სხვა პრეპარატებით მკურნალობა, და ალკოჰოლიზმი) Dდა უნდა განხორციელდეს ლიპიდის პროფილ, რომ გაიზომოს საერთო-C, LDL-C, HDL-C და TG. 

დოზირება და მიღების მეთოდები:

პაციენტი უნდა დადგეს სტანდარტულ ქოლესტრეინის შემამცირებელ დიეტაზე სანამ მიიღებს ატვ™-10 ტაბლეტს და უნდა გააგრძელოს ასეთი დიეტა ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობის განმავლობაში. ჩვეულებრივი სწყიდი დოზა არის 10მგ დღეში ერთხელ. დოზების ინდივიდუალიზება უნდა მოხდეს საწყისი HDL-C დონეების, თერაპიის მიზნის და პაციენტის რეაქციის მიხედვით. Dდოზირების რეგულირება უნდა მოხდეს 4-კვირიანი ან მეტი ინტერვალის შემდეგ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 40მგ დღეში.  დოზების მიცემა შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

პირველადი არა-ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია: პაციენტების უმრავლესობა კონტროლდება ატვ™-10 ტაბლეტით დღეში ერთხელ. თერაპიული პასუხი აშკარაა 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური პასუხი როგორც წესი მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში. პასუხი ნარჩუნდება ქრონიკული თერაპიის განმავლობაში. 

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:

პაციენტებმა უნდა დაიწყონ კონტროლდება ატვ™-10 ტაბლეტით დღეში ერთხელ. Uუნდა მოხდეს დოზის ინდივიდუალიზება და დარეგულირება ყოველ 4 კვირაში დღეში 40 მგ-მდე. ამის შემდეგ ნაღვლის დენის გამაძლიერებელი (მაგალითადADკოლესტიპოლი) უნდა კომბინირდეს ატვ™-10, 40 მგ ტაბლეტთან. 

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია: 

ზრდასრულები: დამზოგველი გამოყენებისას, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული 29 პაციენტის საკონტროლო კვლევაში პაციენტების უმრავლეობას საპასუხო რეაქცია აქვს 80მგ ატვ™-10 ტაბლეტზე LDL-C 20% საშუალო შემცირებით (დიაპაზონი 7%-53%). თუმცაღა ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა LDL-C-ს მატება. 

ბავშვები: ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობის მონაცემები ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულ პედიატრიულ პოპულაციაში შეზღუდულია. 

დოზირება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით:

თირკმლის უკმარისობას არ აქვს ზეგავლენა პლაზმა კონცენტრაციაზე და არც ატვ™-10 ტაბლეტის ლიპიდურ ეფექტებზე. ასე რომ დოზის რაიმე სახის რეგულირება არ არის საჭირო. 

დოზირება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით: პაციენტებში ღვიძლის საშუალო და მწვავე დისფუნქციით თერაპიული პასუხი  ატვ™-10 ტაბლეტზე შეუცვლელია, მაგრამ პრეპარატის შრატის დონეები ძალიან იზრდება. პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაზიანებით ატორვასტატინის პლაზმა კონცეტრაციები აშკარად გაზრდილია. Cmax და AUC თითოეული 4-ჯერ მაღალია პაციენტებში ჩაილდ პიუს A დაავადებით. Cmax და AUC თითოეული დაახლოებით 16-ჯერ და 11-ჯერ გაზირდა  პაციენტებში ჩაილდ პიუს B დაავადებით. ამიტომ, დოზირებასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის მნიშვნელოვან რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი. 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ღვიძლის აქტიური დაავადება ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი პერსისტენტული აწევა. ატვ™-10 ტაბლეტი უკუნაჩვენებია ორსულობის, ლაქტაციის დროს და ქალებში ფერტილობის ასაკში, რომლებიც არ იყენებენ ადექვატურ კონტრაცეფციულ ღონისძიებებს. Oორსულობის დაგეგმვისას საჭიროა ერთვიანი ინტერვალი ატვ™-10 ტაბლეტის შეწყვეტიდან. 

ბავშვები: უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. 

გაფრთხილებები და სპეციალური სიფრთხილის ზომები

შრატის ტრანსამინაზების (ნორმალური ULN-ის ზედა ზღვარი  >3ჯერ რომელიც ვლინდება 2-ჯერ ან მეტჯერ) პერსისიტენტული აწევა რომელიც გამოვლინდა პაციენტების 0.7%-ში, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს კლინიკურ კვლევებში. ამ პათოლოგიების ინციდენტობა იყო შესაბამისად 0.2%, 0.2%, 0.6% და 2.3%    10, 20, 40 და 80 მგ-თვის. რეკომენდებულია რომ ღვიძლის ფუნქციის ტესტები ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე, ყოველი დოზირების გაზრდის შემდეგ, და პერიოდულად შემდეგ. ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები უმთავრესად იწყება ატორვასტატინით მკურნალობის პირველი 4 თვის განმავლობაში. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ტრანსამინაზების აწეული დონეები, უნდა გაკონტროლდნენ სანამ არ მოიხსნება პათოლოგიები. თუ მაინც შენარჩუნდა>3-ჯერ ULN   ALT და AST მატება, რეკომენდებულია ატორვასტატინის მოხსნა. ატვ™-10 ტაბლეტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლის მნიშვნელოვან რაოდენობას ან/და ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება. ღვიძლის აქტიური დაავადება ან ტრანსამინაზების პერსისიტენტული აუხსნელი აწევა ანამნეზში ტაბლეტის უკუჩვენებაა. რაბდომიოლიზისას, თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე, აღინიშნა HMG-Coa რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. ატვ™-10 ტაბლეტით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა მიალგია. მიოპათია, რომელიც განისაზღვრება როგორც კუნთების ტკივილი ან კუნთების სისუსტე, კრეატინფოსფოკინაზის მაჩვენებლების ნორმალურის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მატებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერ პაციენტში დიფუზური მიალგიით, კუნთების მტკივნეულობით ან სისსუტითY ან/და კრეატინფოსფოკინაზის მნიშვნელოანი აწევით. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთების აუხსნელი ტკივილის, სისუსტის ან მტკივნეულობის შესახებ, განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს უძლურება ან ცხელება. ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გამოვლინდა კრეატინფოსფოკინაზის მაჩვენებლების გამოხატული მატება ან საეჭვოა ან დასტურდება მიოპათია. ისევე როგორც სხვა HMG-Coa რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობისას მიოპათიის რისკი იზრდება ისეთი იმუნოსუპრესიული პრეპარატების თანმხლები მიღებისას როგორიცაა ციკლოსპორინი, ფიბროის მჟავას ნაწარმები, ნიკოტინმჟავა, აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ან ერითრომიცინი. ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობა უნდა მოიხსნას ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც აქვს მიოპათიური საეჭვო სერიოზული მდგომარეობა ან რაბდომიოლოზის შედეგად მეორადად განვითარებული თირკმლის უკმარისობის წინასწარგანწყობის ფაქტორი (მაგალითად მძიმე მწვავე ინფექცია, ჰიპოტენზია, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, მწვავე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევა, და უკონტროლო გულყრები)

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ატვ™-10 ტაბლეტით მკურნალობისას მიოპათიის რისკი იზრდება ისეთი იმუნოსუპრესიული პრეპარატების თანმხლები მიღებისას, როგორიც არის ფიბროის მჟავას წარმოებულები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად ერითრომიცინი,  აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, კლოტრიმაზოლი ან  ნიაცინი (ნიკოტინმჟავა). 

ანტაციდი:  მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ორალური ანტაციდის სუსპენზიის ატვ™-10 ტაბლეტთან ერთადდ გამოყენებამ შეამცირა ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები დაახლოებით 35%-ით, თუმცა  LDL-C შემცირების მაჩვენებლი არ შეცვლილა. 

ანტიპირინი: იმის გამო რომ ატვ™-10 ტაბლეტი არ ახდენს ზეგავლენას ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, იგივე ციტოქრომ იზოენზიმების საშუალებით მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. 

ქოლესტიპოლი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა დაახლოებით 25%-ით, როდესაც ერთრდოულად იქნა შეყვანილი ქოლესტიპოლი და ატვ™-10 ტაბლეტი. თუმცა LDL-C შემცირება უფრო მაღალი იყო, როდესაც ხდებოდა მათი ერთდროულად შეყვანა, ვიდრე რომელიმე მათგანის დამოუკიდებლად მიცემისას. 

ქოლესტირამინი: არ არის მონაცემები

ციმეტიდინი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები და LDL-C შემცირება არ შეცვლილა ციმეტიდინის თანმხლები შეყვანისას. 

დიგოქსინი: ატვ™-10 ტაბლეტის მრავლობითი დოზების და დიგოქსინის ერთდროულმა შეყვანამ გაზარდა მყარი მდგომარეობის პლაზმური დიგოქსინის კონცენტერციები დაახლოებით 20%-ით. ის პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, შესაბამისად უნდა გაკონტროლდნენ. 

ერითრომიცინი: ჯანმრთელ პირებში, ატვ™-10 ტაბლეტის კონცეტრაციები გაიზარდა დაახლებით 40%-ით, ატვ™-10 ტაბლეტის და ერითრომიცინის, ციტოქრომ p450 3A4-ის ცნობილი ინჰიბიტორის, ერთდროულად მიღებისას. 

ორალური კონტრაცეპტივები: ატვ™-10 ტაბლეტის და ორალური კონტრაცეპტივების ერთროულად მიღებამ გაზარდა ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის AUC მაჩვენებლები, შესაბამისად 30% და 20%-ით. ეს მატება გასათვალისწინებლია ორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს. 

ვარფარინი: ატვ™-10 ტაბლეტს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პროთრომბინის დროზე, როდესაც ხდებოდა მათი შეყვანა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ატვ™-10 ტაბლეტს და ვარფარინის კომბინირებულ თერაპიას 2 კვირის მანძილზე. თუმცაღა, პაციენტები, რომლებიც იღებენ ატვ™-10 ტაბლეტს რეგულარულად უნდა გაკონტროლდნენ როდესაც ხდეება ატვ™-10 ტაბლეტის კომბინირება ვარფარინით თეარპაისთან. 

სხვა თანმხლები თერაპია: კლინიკურ კვლევებში, ატვ™-10 ტაბლეტი გამოყენებული იქნა სხვა ანტიჰიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ესტროგენის ჩამნაცვლებელ თერაპაისტან ერთად კლინიიკურად მნიშველოვანი გვრედითი ურთიერთქმედების ფაქტების გარეშე. სპეციფიკურ პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები არ განხორციელებულა. 

გვერდითი ეფექტები: ატვ™-10 ტაბლეტთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფეფქტები საკონტოლო კვლევებში მონაწილე პაციენეტებში იყო: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, აბდომინური ტკივილი, ტავის ტკივილი, გულისრევა, მაილაგია, ართრალგია, ასთენია, ინსომნია და გამონაყარი. 

კლინიკურ კვლევებში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფეფქტები: კუნთების სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრეატიტი, ჰეპატიტის, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია. Aალერგიული რეაქციები აღინიშნა იშვიათად. ატვ™-10 ტაბლეტმა შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზის აწევა და დოზასთან დაკავშირებული ტრანსამინაზის დონეების აწევა შეიძლება გამოვლინდეს. 

ჭარბი დოზირება: არ არსებობს ატორვასტატინის დოზის გადაჭარბების სპეციფიკური მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა და თუ საჭიროა შემანარჩუნებელი ღონისძიებები. პლაზმურ პროტეინებთან წამლის ექსტენსიური კავშირის გამო ჰემოდიალიზი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არ გააძლიერებს ატორვასტატინის კლირენს. 

შენახვა: 

ინახება ბნელ და მშრალ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

შენახვის ვადა:

3 წელი

პრეპრატის გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. 

წარმოებეულია:

ინდოეთში

ZEE LABORATORIES  მიერ 

Uchani, G. T. Road, Karnal-132001  


მიმოხილვის დამატება

მსგავსი პროდუქცია

© 2017 CBS.GE . All rights reserved