ცხელი ხაზი: 247 54 44
  • შელკალი სიროფი

შელკალი სიროფი

კალციუმის სუსპენზია D3 ვიტამინით

  • მწარმოებელი: Elder Pharmaceuticals Ltd
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: სიროფი
  • რაოდენობა შეფუთვაში: №1
  • დოზა: 150 მლ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი
გამოყენების ინსტრუქცია

შელკალიTM სიროფი
SHELCAL TM Syrup
(კალციუმის სუსპენზია D3  ვიტამინით )

შემადგენლობა: სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს:
625მგ კალციუმის კარბონატი ორგანული წყაროდან (ხამანწკას ნიჟარა) 
ელემენტალური კალციუმის ექვივალენტი - 250მგ
ვიტამინი D3 BP ............................ 125 სე
ფერი: კარმოიზინ სუპრა
კლინიკური ფარმაკოლოგია
შელკალიTM  სიროფი  შეიცავს  კალციუმის  კარბონატს,  რომელიც უზრუნველყოფს ელემენტარული კალციუმის უმაღლეს პროპორციას და ვიტამინ D3-ს, რომელიც ეხმარება კალციუმის შეწოვას. კალციუმი ორგანიზმში ყველაზე უხვად არსებული მინერალია, აუცილებელია ნერვული, კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის ფუნქციური ინტეგრაციისთვის. კალციუმი აგრეთვე მონაწილოეობს გულის, თირკმლის  ნორმალურ ფუნაციაში, სუნთქვაში, სისხლის შედედებასა და კაპილარების განვლადობაში. ადამიანის ორგანიზმში კალციუმის ძირითადი ფრაქცია (99%) მოიპოვება ჩონჩხის სტრუქტურაში. საკვებით მიღებული კალციუმის პროპორცია, რომელიც შეიწოვება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე ორგანიზმის მოთხივნილების ჩათვლით, მაგრამ ჩვეულებრივ შეადგენს 30%-ს. კალციუმის ორალური დანამატები საჭიროა როდესაც ფიზიოლოგიური მოთხოვნა მაღალია როგორიცაა ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი, ორსულობა და ლაქტაცია.
კლინიკური ფარმაკოკინეტიკა
კალციუმის შეწოვის რაოდენობა დამოკიდებულია კვების ფაქტორებზე, წვრილი ნაწლავის მდგომარეობაზე და ფსიქოლოგიურ სტატუსზე. აბსორბცია იზრდება ლაქტაციის და ორსულობის დროს.
კალციუმის კარბონატი კუჭის მჟავას არსებობისას გარდაიქმენა კალციუმის ქლორიდად და შეიწოვება ნაწლავში. შრატში კალციუმის დაახლოებით ნახევარი დაკავშირებულია ცილებთან, 51% არსებობს წვრილი დიფუზიისთვის გამზადებული ორგანული მარილების სახით, ხოლო დანარჩენი თავისუფალი იონების სახით. აბსორბციის შემდეგ კალციუმი ჩაინერგება ძვალში და კბილებში. შეწოვილი კალციუმის ექსკრეცია ძირთადად შარდით ხდება.
ვიტამინი D3, რომელიც სრულად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან, აძლიერებს კალციუმის შეწოვას. ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) სწრაფად შეიწოვაება ორალური მიღების შემდეგ. მისი ცირკულაცია ხდება სპეციფიური გამაგლობულინების საშუალებით, შენახხვა ხანგრძლივად შეიძლება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში, ექსკრეცია ხდება ძირითადად ნაღვლით და განავლით.
ჩვენება
შელკალიTM სიროფი გამოიყენება როგორც მინერალურ-ვიტამინური დანამატი კალციუმის დეფიციტის დროს და მისი მარაგის შესავსებად, ზრდის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 
დოზირება და გამოყენება 
ჩვილები: ექიმის დანიშნულებით
ბავშვები: 2.5-5მლ დღეში ორჯერ ან ექიმის დანიშნულებით 
მოზრდილები: 5-10მლ დღეში ან ექიმის დანიშნულებით 
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის დანიშნულებით
უკუჩვენება
შელკალიTM სიროფი უკუნაჩვენებია ჰიპერკალიემიური მდგომარეობისას როგორიცაა პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი, მეტასტაზური ჰიპერკალიემია და მრავლობითი მიელომა.
უსაფრთხოების ზომები
კალციუმის დანამატებმა შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალციემიის რისკი დეჰიდრატაციის ან ელექტროლუტური დისბალანსის დროს. თუმცა ქრონიკული დიარეით ან მალაბსორბციით დაავადებულ პაციენტებს ხშირად ჭირდებათ კალციუმის დანამატები, ამგვარი მდგომარეობისას მათმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს კალციუმის ექსკრეცია.
გაფრთხილებები
შელკალიTM სიროფი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის კენჭების დროს და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. შარდში კალციუმის ექსკრეცია უნდა გაიზომოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თირკმლის კენჭები ჰიპერკალციურიის გამოსარიცხად.
ორსულობა და ლაქტაცია
კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს კალციუმის რეკომენდებული დოზებით გამოყენება არ იწვევს პრობლემებს. თუმცა კალციუმის დანამატები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში, კონცენტრაცია საკმარისი არ არის ჩვილში გვერდითი ეფექტის გამოსაწვევად.
პედიატრია
დღიური რეკომენდებული რაოდენობით მიღებისას პედიატრულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.
გერიატრია
დღიური რეკომენდებული დოზების მიღებისას გერიატრიულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.
გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს მსუბუქი გასტროინტესტინური გაღიზიანება, გულისრევა და ღებინება.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
შელკალიTM სიროფის მიღებას უნდა მოერიდონ სათითურას პრეპარატებთან, ვერაპამილთან, ფენიტოინთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან და ანტაციდებთან ერთად.
კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის დანამატების მაღალ დოზებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვერაპამილზე პასუხი.
კალციუმის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები: შელკალიTM სიროფთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატში კალციუმის ან მაგნიუმის კონცენტრაცია მიდრეკილ პაციენტებში. 
ფენიტოინი: ერთდროულად მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ორივე საშუალების შესაძლებლობა არაადსორბირებადი კომპლექსის წარმოქმნის გამო. პაციენტებს უნდა ურჩიონ შელკალიTM სიროფი არ მიიღ ნ ფენიტოინის მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში.
ორალური ტეტრაციკლინები, რკინა: კალციუმმა შეიძლება დააზიანოს ტეტრაციკლინის ან რკინის შეწოვა. შელკალიTM სიროფის და ამ აგენტების მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 საათს.
თიაზიდური დიურეტიკები: თირკმლის მილაკებით რეაბსორბციით გამოწვეული ჰიპერკალციემია ან ძვლის მიერკალციუმის გამოყოფა თიაზიდებით შეიძლება გაძლიერდეს ეგზოგენური კალციუმით.
ატენოლოლი: შეიძლება შემცირდეს პლაზმაში ატენოლოლის საშუალო დონის პიკი და ბიოშეღწევადობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბეტა ბლოკადის შემცირება. 
ქინოლონები: შეიძლება შემცირდეს ნოროქსაცინის ბიოშეღწევადობა; ციპროფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი არ იცვლება.
ჭარბი დოზირება
ჰიპერკალციემია, ჰიპერფოსფატემია და ხანდახან ჰიპერმაგნიემია ვითარდება მწვავე  ან ქრონიკული დოზის გადაჭარბების გამო. თუ პაციენტი ექიმს მიმართავს პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. საჭიროა შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და ჰიპერკალციემიის შესაბამისი მკურნალობა.
შენახვის ინსტრუქცია
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვა
ფლაკონი 150მლ.
გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
Elder Projects LTD-თვის
ინდოეთი, Kunthu Commerce Centre, 301, 302, Bangur Nagar, Goregaon(W), Mumbai-400090
მწარმოებელი:
McW Healthcare Pvt.Ltd
ინდოეთი, 286, 287A, 287B:- Sector- E, Industrial Area Sanwer Road, Indore (MP)

მიმოხილვის დამატება

© 2017 CBS.GE . All rights reserved